ლაშა პაპაშვილი: ბოლო ხუთ დღეში გაყიდვები 5%-ით გაიზარდა
"ყვარლის ბაგას" მფლობელი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში "ყვარლის ბაგას" რძის სკანდალის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ "ყვარლის ბაგას" ბოლო ხუთ დღეში გაყიდვები 5%-ით გაეზარდა და "არაფერი სამტკიცებელი არ აქვს”.
"მე არაფერი სამტკიცებელი არ მაქვს. ყველაფერი გააფუჭა "ფორმულამ". პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაზე, რომ რეზო ვაშაკიძისნაირი (კომპანია "ჩირინას" ("ბიუ ბიუ") მფლობელი) მეწარმეები ნელ-ნელა გავიდნენ ბაზრიდან, თავისი შვილები ან ვინმე მოვიდნენ, რომ არ იტყუებოდნენ.
…ამ ბოლო ხუთ დღეში გაყიდვები 5%-ით გაიზარდა, ბოლო ხუთ დღეში. ...მე არაფერი არ დამიჯდება, მე უნდა მოვუგო "ფორმულასაც" და "რადიო თავისუფლებასაც", რომ რაც რეპუტაციული ზიანი მომაყენეს, ესეც აანაზღაურონ", — ამბობს პაპაშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე – აპირებთ, რომ არა უჩივლოს "ფორმულას" და "რადიო თავისუფლებას"? ლაშა პაპაშვილის პასუხი ასეთია:
— არა, მე მინდა, თქვენ უჩივლოთ, თქვენ, მოქალაქეებმა... როგორ არ მიმიღია რეპუტაციული ზიანი, უდიდესი ზიანი მივიღე", — ამბობს "ყვარლის ბაგის" მფლობელი ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ აპრილს "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება. სადაც ნათქვამია, რომ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმა "ყვარლის ბაგა" ძროხებს ევროკავშირში აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა. "ყვარლის ბაგის" რძეს ყიდულობს "სანტე", "სოფლის ნობათი", "აგროჰაბი" და "ყვარლის ბაგის" შვილობილი "რძის ლაბორატორია". 2020 წელს ლაშა პაპაშვილმა კომპანია "ჩირინას" ("ბიუ-ბიუ"), რომლისგანაც ქათმის ნაკელს ყიდულობდა — სასამართლოში უჩივლა, დავა მოუგო და მას 4,7-მილიონიანი ზარალის გადახდა დააკისრა.
"რადიო თავისუფლებას" ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, "ყვარლის ბაგა" 2019 წლიდან მოყოლებული ამტკიცებდა, რომ 2018-19 წლებში დაახლოებით 200 სული საქონელი დაეხოცა "ჩირინას" ნაკელის გამო.
Bm.ge-სთან საუბრისას პაპაშვილი ამბობს, რომ ეს [200] ძროხები, რომელთა რეალიზაციაც მოახდინეს, არ დაეხოცა, დაკლეს "იმიტომ, რომ ისინი რეზისტენტულები გახდნენ".
"არა, არ დაგვეხოცა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავკალით ძროხები, იმიტომ, რომ ისინი რეზისტენტულები გახდნენ. იყო დახოცვის ქეისებიც, მაგრამ ამაზე საგადასახადო მოდის, უტილიზაცია, სასაკლაოზე დამარხვა როცა ხდება, ამაზე საგადასახადო მოდის და არა სეს-ი. ძალიან ცოტა იყო ეგეთი. დახოცილი ძროხა, რაც მე მახსოვს, სულ იქნება თითზე ჩამოსათვლელი, 10-15-20, წელიწადში სულ მაგდენიც არ იქნება.
...სიკვდილიანობა ნიშნავს იმას, რომ დავკალით, აბა, რას ნიშნავს სიკვდილიანობა. კარგად განვმართავ , 3-5 დღის მკურნალობის მერე საშიში აღარაა ანტიბიოტიკი და ხორცზე ზემოქმედებას არ აკეთებს", — ამბობს ლაშა პაპაშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე — "200-მდე ძროხა რა მდგომარეობაში იყო, სანამ გაყიდდნენ?" პაპაშვილი პასუხობს, რომ სასაკლაოზე ჯანმრთელ ძროხას არ აგზავნის, აგზავნის იმას, რომელსაც პრობლემა აქვს, მაგრამ ასეთი ძროხა ანტიბიოტიკს არ შეიძლება შეიცავდეს.
"სასაკლაოზე რომ ვაგზავნი ძროხას, რომელს გავაგზავნი, როგორ ფიქრობთ? ჯანმრთელს გავაგზავნი? მეწველს გავაგზავნი? არაბერწს გავაგზავნი? არაენდომეტრიტიანს გავაგზავნი? ვაგზავნი, რომელიც პრობლემურია — გაბერწდა, აბორტი ჰქონდა და ა.შ. ანტიბიოტიკს ვერ შეიძლება, რომ შეიცავდეს, ჩვენ არ ვყიდით, ყოველდღიურად წუნი გვაქვს ასეთი, დადგენილია საწარმოში. დაახლოებით 20-30 ათასი ლიტრი რძე იღვრება, არ შედის, წუნია ეს დადგენილი ჩვენთან, ვერ მივაწვდი მე "სანტეს" და "პეპსიკოს".
სკანდალი საერთოდ არ არის, შენ თუ ჭამ, თუ მოიხმარ. 22 ტონა რძეს ვაძლევ "სანტეს" ყოველ დღეს. ანუ ჩემსას ჭამ. ჩვენ მე-12 წელია პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს და მათ ვაძლევთ რძეს", — ამბობს ლაშა პაპაშვილი.
- "ყვარლის ბაგა" მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს.
- ბიუ ბიუ: "ჩვენს პროდუქტში ანტიბიოტიკი "ტეტრაციკლინი" არ ფიქსირდება, რის დამადასტურებელ საბუთს აქვე გაწვდით"
- ლაშა პაპაშვილის ფერმა "ყვარლის ბაგა", რომლის რძესაც "სოფლის ნობათი", "სანტე" და "აგროჰაბი" ყიდულობს — ძროხას ქათმის ნაკელს აჭმევდა
- გვავნებს თუ არა რძე, რომელიც ქათმის სკინტლით ნაკვებმა ძროხამ მოიწველა?
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები