ტვინის ახალმა იმპლანტმა მეტყველებაშეზღუდული პაციენტის ფიქრები სიტყვებად აქცია
მეცნირებმა სან ფრანცისკოს უნივერსიტეტიდან (UCSF) წარმატებით შექმნეს პირველი "სამეტყველო ნეიროპროთეზი", რომლის საშუალებითაც ვოკალური ტრაქტისთვის განკუთვილი ნევრული სიგნალები ეკრანზე სიტყვებად ითარგმნება.
იმისათვის, რომ ექსპერიმენტში მონაწილე პაციენტი, სახელად "პანჩო", "უხმოდ ამეტყველდეს", მან მხოლოდ ლაპარაკი უნდა განიზრახოს, ხოლო სისტემა ამ ქმედების შედეგად წარმოქმნილ ნერვულ სიგნალებს სიტყვების და წინადადების სახით აჩვენებს ეკრანზე.
"დამტკიცება იმისა, რომ ტვინის სამეტყველო მოტორული უბნის ელექტრული სიგნალებიდან ლაპარაკის გაშიფრვა შესაძლებელია, მართლაც ახალი ეპოქის დასაწყისია," — განუცხადა ორეგონის მედიცინისა და მეცნიერების უნივერსიტეტის ნეიროქირურგმა და პედიატრმა მელანი ფრიდ-ოკენმა ნიუ-იორკ თაიმსს.
გასაოცარი ისიცაა, ექსპერიმენტის დაწყებამდე, მკვლევარებმა არ იცოდნენ შერჩეულ პაციენტ პანჩოს საერთოდ თუ შეეძლო მენტალური ლაპარაკი (ლაპარაკის მცდელობა). მათი თქმით, პანჩოს ტვინის ის ნაწილი რომელიც სისტემისთვის საჭირო სიგნალებს წარმოშობს, შეიძლებოდა გათიშული ყოფილიყო და მას სამეტყველო ნეიროპროთეზის დახმარებითაც კი ვერ დაემყარებინა კომუნიკაცია.
ჯერ-ჯერობით, სისტემა არასრული და ნაკლოვანია. ალგორითმმა პანჩოს ლაპარაკის 9000 მცდელობიდან მხოლოდ ნახევარის სწორად გაშიფრვა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ალგორითმის სიზუსტე გაიზარდა, მაშინ როცა პანჩომ უკვე გაშიფრული სიტყვების და წინადადებების გამეორება სცადა. ამას გარდა, ალგორითმში ჩაშენებული ავტო კორექტის მსგავსი ფუნქცია ნერვული სიგნალების ინტერპრეტაციას უფრო ზუსტს ხდის.
"არ ვიცი, მე უბრალოდ მინდა რამე კარგად გამომივიდეს, რადგან ექიმები სულ მეუბნებიან რომ კარგად გახდომის შანსი არ მაქვს," - "უთხრა" თვით პანჩომ ნიუ იორკ თაიმსს.
"არ შეგეძლოს კომუნიკაცია, ვინმესთან უბრალო საუბარი, ან არ გქონდეს შენი თავის გამოხატვის საშუალება — ასე ცხოვრება წარმოუდგენლად რთულია", — დაამატა პანჩომ თავის წერილში.
კომენტარები