რატომ ჟღერს ჩვენი ხმა განსხვავებულად ჩანაწერში? და სხვა კითხვები, რომლებზეც ერთხელ მაინც გვიფიქრია
მრავალი საინტერესო ფაქტი არსებობს ადამიანსა და ცოცხალ სამყაროზე, რომელიც შეიძლება ბევრმა ჩვენგანმა არც იცოდეს. მეცნიერები ყოველთვის ცდილობენ ამომწურავი პასუხები გასცენ ჩვენთვის საინტერესო კითხვებს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ხუთ ასეთ კითხვას, რომელიც ბევრ ჩვენგანს გასჩენია და ასევე, მოგაწვდით სამეცნიერო პასუხებს ამ კითხვებზე:
რატომ ვისვამთ ხელს ნატკენ ადგილზე?
ხახუნი ააქტიურებს რეცეპტორებს კანში, რომლებიც მოქმედებენ ენდორფინის შემცველ ნერვებზე. ეს მოქმედება ენდორფინის გამოყოფას უზრუნველყობს, ეს კი სხეულის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია და ტკივილის შეჩერებას უწყობს ხელს.
რატომ ჟღერს ჩვენი ხმა განსხვავებულად ჩანაწერში?
ჩვეულებრივ, ჩვენ გვესმის ჩვენივე ხმა ჩვენი ძვლებისა და თავის ქალის გავლით. ანუ, ვიბრაციები, რომელიც გვესმის, ჩვენივე ძვლებს გაივლის. როდესაც ჩვენ ვაფიქსირებთ ამა თუ იმ მოწყობილობის დახმარებით ჩაწერილ ჩვენს ხმას, ის ჟღერს სხვაგვარად, რადგან ჩვენივე ხმა რეალურ დროში, ჩვენი თავის ქალის გავლით აღარ გვესმის.
არსებობს თუ არა ხმები, რომელთა გაგებაც არ შეგვიძლია?
დიახ, მცირეწლოვანი ბავშვის ყურებს 25 000 ჰერცი ან მეტი სმენის სიიხშირე აქვთ. ასაკის მატებასთან ერთად, ეს სიხშირე იკლებს. 13 წლის ადამიანის სმენადობა, დაახლოებით, 20 000 ჰერციდან ქვემოთ მერყეობს. მოზარდები და ზრდასურულები, რომლებიც ხმაურიან ადგილებში მუშაობენ, ხანდაზმულობის ასაკში მხოლოდ 5 000 ჰერცზე ნაკლები სიხშირის სმენადობა აქვთ. ხოლო ხმები, რომლებიც ამ სიხშირეებში არ ჯდება და მათზე გაცილებით დაბალია, ჩვენი სმენისთვის რთულად აღსაქმელია, ან მათ აღქმას საერთოდ ვერ ვახერხებთ.
რატომ გვაქვს ხუთი თითი და არა ოთხი?
ადრეულ ოთხფეხა ცხოველებს — ტეტრაპოდებს, არ ჰქონდათ ხუთი თითი. აკანტოსტეგას ჰქონდა რვა თითი, თითოეულ ფეხზე, იხტიოსტეგას შვიდი, ხოლო ტულერპეტონს ექვსი.
ამის შემდეგ, 370 მილიონი წლის წინ ტეტრაპოდები ორ მთავარ შტოდ გაიყვნენ. ერთ შტოს მიეკუთვნებიან ამფიბიები, მეორეს კი ძუძუმწოვრები, ხვლიკები, ფრინველები, დინოზავრები.
საბოლოოდ, ამფიბიების თითების რაოდენობა დასტაბილურდა ხუთზე, ისევე როგორც ძუძუმწოვრების და ქვეწარმავლების. თუმცა, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან რატომ.
თითების ფორმირება ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში კონტროლირდება გენის გადაფარვით, რომელსაც ჰოქს-გენი ეწოდება. სიცოცხლის ძველ ფორმას, მაგალითად თევზს არ აქვს ჰოქს-გენი, რის გამოც მასში თითების ჩამოყალიბება არ მომხდარა.
რამდენი უჯრედია ადამიანის სხეულში?
ადამიანის სხეულში დაახლოებით 37,2 ტრილიონი უჯრედია. ესაა საშუალო რიცხვი, რადგან ყველა ადამიანი ერთი ზომის არაა. შესაბამისად ყველას განსხვავებული ოდენობის უჯრედები გვაქვს.
კომენტარები