პრემიერის განცხადება გაქვთ ამოჩემებული და ამას ასაღებთ ისე, თითქოს წაახალისა ძალადობა — წულუკიანი მედიას
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ჟურნალისტებს პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის 5 ივლისის განცხადება "ამოჩემებული" აქვთ და ასაღებენ ისე, თითქოს მან ძალადობა წაახალისა. წულუკიანის მტკიცებით, სინამდვილეში, პირიქით იყო.
"თქვენ 5 ივლისის პრემიერის განცხადება გაქვთ, ბოდიში ამ სიტყვისთვის, ამოჩემებული და ამას ასაღებთ ისე, თითქოს პრემიერმა როდისმე ძალადობა მოიწონა, ან ეს ძალადობა წაახალისა. პირიქით, სწორედ მთავრობის იმ სხდომაზე, პრემიერმინისტრმა თქვა ის, რაც უნდა ეთქვა ყველა ლიდერს, რომ თავი შევიკავოთ ამა და ამ კონკრეტულ ადგილას, საუბარი იყო რუსთაველის გამზირზე შეკრებისაგან და ამით მან მიმართა, თავის დროზე, 5 ივლისს, ლგბტ თემს.
ძალიან სამწუხაროა, რომ ლგბტ თემმა არ გაითვალისწინა ქვეყნის ლიდერის ეს მოწოდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათი ინტერესებიდან იყო გამომდინარე. უფრო მეტიც, მთავრობამ და მისმა მეთაურმა მაშინ შესთავაზა ლგბტ თემს, რომ თავიანთი გამოხატვის თავისუფლება კი არ გადაედოთ გვერდზე, არამედ ეს შეკრება ჩაეტარებინათ სხვაგან", — თქვა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ესმის, რომ ზოგიერთი მედიის და ოპოზიციის მიზანი "პროვოკაციების კასკადია", მაგრამ "ფაქტი ფაქტად რჩება", რომ ლგბტ თემმა პრემიერის მაშინდელი განცხადება "არ გაიზიარა".
გარდა ამისა, წულუკიანმა აღნიშნა, რომ პოლიციის შესაძლებლობები ამოუწურავი არ არის და ამიტომ "პოლიცია და შინაგან საქმეთა მინისტრი როდესაც გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას, ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და ეს უნდა გავიგონოთ ხოლმე".
ჟურნალისტების კითხვას, რომ როდესაც მარშს პროვოკაციას უწოდებენ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ელჩებსაც პროვოკაციაში ადანაშაულებენ, წულუკიანი ასე პასუხობს:
შეწყვიტეთ ჩემი და საქართველოს სხვა ჩემნაირი სხვა მოქალაქეების ძალიან დიდი უმრავლესობის დაშინება და შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით. ჩვენ ამ დაშინებით არ შევიცვლით ორიენტაციას — ეს არის ევროატლანტიკური ორიენტაცია".
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები