მეცნიერების თქმით, კასტრაცია დაბერების პროცესს ანელებს
ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტის მკვლევრების ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მამალი ცხვრის კასტრაცია დნმ-ის დონეზე დაბერების პროცესს ანელებს. მეცნიერების თქმით, სავარაუდოდ, იგივე შედეგები იქნება ადამიანების შემთხვევაშიც.
"როგორც ფერმერებმა, ასევე მეცნიერებმა, ისედაც იცოდნენ, რომ კასტრირებული მამალი ცხვარი საშუალოდ გაცილებით მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე არაკასტრირებული. თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დნმ-ის დონეზე შევისწავლეთ პროცესი და დავადგინეთ, რომ კასტრაცია დაბერების პროცესზეც მოქმედებს", — განაცხადა ვიქტორია სუგრუამ, ოტაგოს უნივერსიტეტის მკვლევარმა და ჟურნალ eLife-ში გამოქვეყნებული კვლევის შესახებ ნაშრომის წამყვანმა ავტორმა.
ახლა, ამ ახალი კვლევის წყალობით, შეგვიძლია შევაფასოთ ადამიანთა და სხვა არსებების ასაკი მხოლოდ მათ დნმ-ზე დაკვირვებით.
"ჩვენ შევქმენით ბიოლოგიური ასაკის გაზომვის მეთოდი ძუძუმწოვრების ფართო სპექტრში. ამისთვის გამოვიკვლიეთ 200-ზე მეტი სახეობა. თუმცა, ცხვრებზე ჩატარებული კვლევა განსაკუთრებული იყო, მის მიხედვით გამოვყავით მამრობითი სქესის ჰორმონი, რომელიც დაბერების პროცესთან არის დაკავშირებული", — თქვა კვლევის თანაავტორმა, სტივ ჰორვატმა.
ჰორვატმა გამოიგონა "ეპიგენეტიკური საათი", ბიოქიმიური გენეტიკური ტესტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ასაკის გაზომვა. ტესტი აჩვენებს მეთილირების დონეს, ბიოლოგიურ პროცესს, რომელიც აღმოჩნდა, რომ სიბერის გასაღებია.
"ჩვენ დავადგინეთ, რომ ცხვრების შემთხვევაში მამრობით და მდედრობით სქესს დნმ-ის დონეზე დაბერების სხვდასხვა მახასიათებლები აქვთ", — ამბობენ მკვლევრები.
მეცნიერების თქმით, სავარაუდოდ, იგივე პრინციპი იქნება ადამიანებშიც.
"მთლიანობაში, კვლევა იძლევა ნათელ კავშირს კასტრაციას, მამრობით ჰორმონებსა და დნმ-ის დონეზე დაბერების პროცესზე", — ნათქვამია კვლევაში.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები