ნახეთ: 3D პრინტერით დაბეჭდილი სკოლა, რომლის აგებასაც სულ რაღაც 18 საათი დასჭირდა
დღევანდელობაში უამრავი ახალი ტექნოლოგია არსებობს, რომელიც ძალიან სწრაფად იკიდებს ფეხს მსოფლიოში. ზუსტად ამ ტექნოლოგიების წყალობით, ადამიანები ცდილობენ ცხოვრება გაამარტივონ. ამის მაგალითი მრავალია, თუმცა ამ სტატიაში ნახავთ, თუ როგორ შეიძლება მშენებლობის დამღლელი და ხანგრძლივი პროცესი 3D პრინტერის 18 საათიან სამუშაოდ იქცეს.
3D ბეჭდვის ტექნიკა აქტიურად გამოიყენება მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების დასაბეჭდად და არამხოლოდ, თუმცა, ბრიტანეთში დაფუძნებული CDC Group-ს სურდა ეს მოსაზრება შეეცვალა. მათ დაბეჭდეს სკოლა მალავიში, უმოკლეს დროში, 18 საათში. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლით მოსწავლეები უკვე სარგებლობენ.
სკოლის დაბეჭდვის იდეა საკლასო ოთახების დეფიციტს უკავშირდება. გაეროს ბავშვთა ფონდის შეფასებით, მხოლოდ მალავიში 36 000 საკლასო ოთახის დეფიციტია, რასაც მინიმუმ 70 წელი სჭირდება რომ მოგვარდეს.
საწარმო 14 Tree, რომელიც მუშაობს აფრიკაში ინფრასტრუქტურის საჭიროების მოგვარებაზე, აცხადებს, რომ ახალი ტექნოლოგიის წყალობით, მალავის პრობლემა სულ რაღაც 10 წელიწადში მოგვარდება. ზუსტად ამ გზით იგეგმება აფრიკაში საცხოვრებელი სახლების აშენებაც.
3D პრინტით დაბეჭდვისთვის საწარმო იყენებს მასალას სახელად LafargeHolcim. მშენებლობის ღირებულების შემცირების გარდა, ეს მასალა 50%-ით ამცირებს გარემოში დატოვებულ სამშენებლო ნარჩენებს.
"დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალმა შენობამ ჩემზე. მისი გამძლეობა და დიზაინი უზრუნველყობს იმ სივრცესა და შესაძლებლობებს, რაც მოსწავლეებს აქამდე არ ჰქონდათ", — თქვა ჯულიანა კუფანგა ჩიკანდილამ, მალავის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა.
14 Trees ირწმუნება, რომ ეს მსოფლიოში პირველი სკოლაა, რომელიც 3D პრინტერით ააგეს.
კომენტარები