ფასი და ცრურწმენა საქართველოს სიგარეტის ბაზარზე
ფოტო: Shutterstock
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ISET-ის ბლოგზე.
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სიგარეტი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად ამისა, ყოველთვის, როდესაც მთავრობა ცდილობს, სიგარეტზე ფასის გაზრდით დაარეგულიროს მასზე მოთხოვნა, საზოგადოებისგან ძალზე არაერთგვაროვან რეაქციას იღებს. ერთნი (უმეტესად არამწეველები) მიესალმებიან ამ ნაბიჯებს, მეორენი კი ხელისუფლებას სიხარბეში ადანაშაულებენ და არაეფექტიანად მიიჩნევენ ამგვარ პოლიტიკას. ვინ არის მართალი და ვინ ცდება ამ ცხარე კამათში? მოდით, ახლოდან შევისწავლოთ ფაქტები.
ფონი
2017 წლის პირველ იანვარს ქართველი მწეველებისთვის სიგარეტის ფასი მეხუთედ გაიზარდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ამჯერად აქციზის გადასახადი ერთ შეკვრა ფილტრიან სიგარეტზე 60 თეთრით გაიზარდა, უფილტრო სიგარეტების შეკვრაზე – 30 თეთრით.
განმარტების მიხედვით, აქციზის გადასახადი არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც გარკვეული საქონლის გაყიდვაზე წესდება და, როგორც წესი, მას თან სდევს მაღალი სოციალური ხარჯი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი პირდაპირ არ იხდის გადასახადს, ტვირთი თავდაპირველად მწარმოებელს აწვება, თუმცა ეს უკანასკნელი გადასახადს პროდუქტის ფასში ასახავს და ამგვარად გადასახადი მომხმარებელზე გადადის. აქციზის გადასახადის ტიპობრივი მაგალითებია გადასახადი ალკოჰოლზე, სიგარეტზე, წამალზე, ნავთობსა და აზარტულ თამაშებზე. გარდა ამ ჩამონათვალისა, ზოგიერთ ქვეყანაში აქციზით იბეგრება ტკბილეული, გამაგრილებელი სასმელები და სხვა შაქრის შემცველი პროდუქტები.
ზოგადად, სიგარეტზე აქციზის გადასახადი ორ ელემენტს მოიცავს: სპეციფიკურ კომპონენტს, რომელიც გამოხატულია, როგორც ფიქსირებული თანხა ერთ შეკვრა სიგარეტზე ადვალორულ (ფასთან შესაბამის) კომპონენტს, რომელიც გამოხატულია, როგორც პროდუქტის საცალო ფასის გარკვეული პროცენტი. საქართველოში, სიგარეტზე აქციზის გადასახადი პირველად 2013 წლის სექტემბერში გაიზარდა. 2015 წლის ივლისიდან მას დაემატა ადვალორული კომპონენტი, რომელმაც გასაყიდი ფასის 5% შეადგინა (2016 წლიდან – 10%). 2017 წლის დასაწყისიდან ფილტრიანი სიგარეტის ფასში მინიმუმ 187 თეთრი (სპეციფიკური+ადვალორული კომპონენტი) წმინდად აქციზის გადასახადზე მოდის.
რატომ გაზარდა მთავრობამ აქციზის გადასახადი?
სიგარეტზე აქციზის ბოლოდროინდელ ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესება სიგარეტზე ფასის გაზრდით სიგარეტის მოხმარების შემცირების გზით. მეორე, საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად1, საქართველო ვალდებულია, გააძლიეროს კონტროლი თამბაქოს მოხმარებაზე. მესამე, აქციზი უბრალოდ მარტივი (და, შესაძლოა, საქართველოში ერთადერთი) გზაა, გავზარდოთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები2.
შეუძლია მთავრობას, მართლაც ორი კურდღელი დაიჭიროს ერთი გასროლით – ანუ, გააუმჯობესოს ერის ჯანმრთელობა და, ამავდროულად, ბიუჯეტში დამატებითი თანხებიც მოიზიდოს? მოდით, ვნახოთ, რა როლს თამაშობს აქციზი თითოეული ამოცანის გადაჭრაში.
ბიუჯეტი
2017 წლის ბიუჯეტის გეგმის თანახმად, ნავთობზე, მანქანებსა და სიგარეტზე გაზრდილი აქციზის გადასახადი ჯამში დამატებით 597 მილიონ ლარს მოუტანს ბიუჯეტს, აქედან 200 მილიონი სიგარეტიდან შეგროვდება. ეს ამბიციური პროგნოზი საკმაოდ რეალისტურია, თუ წინა საგადასახადო შემოსავლების დინამიკას გავიხსენებთ – 2011 წელს 232 მილიონიდან ის 549 მილიონამდე გაიზარდა 2016 წელს (იხ. ქვემოთ მოცემული გრაფიკი).
ფოტო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოხმარება
სიგარეტის მოხმარებაზე წარმოდგენა შეგვიძლია შევიქმნათ ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული აქციზის მარკების რაოდენობის მიხედვით (როგორც წესი, ერთი აქციზის მარკა ნიშნავს ერთ გაყიდულ სიგარეტის კოლოფს).
ფოტო: შემოსავლების სამსახური
2015 და 2016 წლებში მოგროვებული მარკების რაოდენობა ნათლად გვიჩვენებს, რომ შემცირდა იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტის (ყველაზე ძვირადღირებული ჯგუფი ბაზარზე) მოხმარება. შემცირებულია ადგილობრივი ფილტრიანი სიგარეტების რაოდენობაც. თუმცა გაიზარდა ადგილობრივი უფილტრო სიგარეტების რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ ფასი საგრძნობლად გაიზარდა მათზე (პროცენტულად, იხ. ქვემოთ წარმოდგენილი გრაფიკი)3.
ფოტო: საქსტატი
ნათელია, რომ მწეველებმა ფასის ზრდას ძვირადღირებული ფილტრიანი სიგარეტის (ადგილობრივი და უცხოური) უფრო იაფი უფილტრო ადგილობრივი სიგარეტით ჩანაცვლებით უპასუხეს.
ეს კი ცუდი ამბავია ხელისუფლებისთვის, რადგან უფილტრო სიგარეტის მოხმარება მეტ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას.
მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ნაკლებ უცხოურ სიგარეტს ეწევა, ჯერჯერობით არ შემცირებულა იმპორტირებული სიგარეტის ღირებულება. პირიქით, იმპორტის ღირებულება გაიზარდა 2012 წლის 90.2 მილიონი აშშ დოლარიდან 101.4 მილიონ აშშ დოლარამდე 2016 წელს (გაცვლითი კურსის ეფექტის გათვალისწინების გარეშე).
თუმცა სიგარეტზე ფასის ზრდამ, შესაძლოა, გარკვეული სარგებელი მაინც მოუტანა ადგილობრივ მწარმოებლებს. სიგარეტის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა 2012 წლის 5 ათასი აშშ დოლარიდან 10.4 მილიონ აშშ დოლარამდე 2016 წელს.
ეს, შესაძლოა, იმის მანიშნებელია, რომ წარმოების მაღალი ხარჯები უბიძგებს ადგილობრივ მწარმოებლებს, კონკურენცია გაუწიონ უფრო მაღალი საფასო სეგმენტის მწარმოებლებს და გააუმჯობესონ თავიანთი პროდუქტების ხარისხი. ამის დადებითი შედეგია ადგილობრივი სიგარეტების საექსპორტო პოტენციალის ზრდა.
მოქმედებს თუ არა სიგარეტის ფასი ქცევაზე?
საინტერესოა, გადავხედოთ ლიტერატურას, რომელიც სწავლობს აქციზის გადასახადის გავლენას მოწევაზე. ერთ-ერთი ნაშრომი, „თამბაქოს დაბეგვრის დa ფასდადებისის გავლენა მოწევაზე მაღალი რისკის მატარებელ მოსახლეობაში: ცოდნის სინთეზი“, აანალიზებს 108 არსებულ კვლევას, რომლებიც ეხება კავშირებს დაბეგვრასა და მოსახლეობის სხვადასხვა ქვეჯგუფებში თამბაქოს მოწევას შორის. ავტორებმა დაასკვნეს, რომ სიგარეტზე ფასის ზრდა გადასახადის მეშვეობით ეფექტური ნაბიჯია ახალგაზრდებზე ზემოქმედებისთვის, რომლებიც ფასის მიმართ ორჯერ და სამჯერ უფრო მგრძნობიარეები არიან, ვიდრე ზოგადი მოსახლეობა. მათ დაასკვნეს, რომ ფასის ზრდა ამცირებს მწეველთა რაოდენობას, სიგარეტის მოხმარებას და მოწევის დაწყებას ახალგაზრდებში.
ნაკლებად აშკარაა, მაგრამ მაინც ძლიერია ამ ნაბიჯების ზემოქმედება ახალგაზრდზრდასრულებზეზე და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებზე. თუმცა, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების შემთხვევაში, ისმის კითხვა, რამდენად სამართლიანია აქციზის გადასახადი. ზოგიერთი ლიტერატურა მიიჩნევს, რომ გადასახადი სიგარეტზე ღარიბებზე დაწესებული რეგრესული გადასახადია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანების განკარგვად შემოსავლებში უფრო დიდი წილი უკავია აქციზში გადახდილ ფულს, ვიდრე მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანების განკარგვად შემოსავლებში. გარდა ამისა, კვლევებით ნავარაუდევია, რომ, რადგან დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში მოწევის მაჩვენებელი უფრო მაღალია, თითოეული მათგანის მიერ გადახდილი თამბაქოს გადასახადი მეტია, ვიდრე მაღალშემოსავლიანების მიერ გადახდილი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თამბაქოზე დამოკიდებულებას, შესაძლოა, საკუთარი წვლილი შეაქვს იმ მანკიერი წრის ჩამოყალიბებაში, რომელიც ღარიბ ადამიანებს სიღარიბიდან თავის დაღწევის საშუალებას არ აძლევს. შესაძლოა, საქართველო იდგეს ამ პრობლემის წინაშე.
ორი კურდღლის მადევარი საქართველოს მთავრობა?
პასუხი ჩვენს თავდაპირველ კითხვაზე დადებითია:
- საქართველოს მთავრობამ წარმატებით შეამცირა სიგარეტის მოხმარება – 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს, ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული აქციზის მარკების ჯამური რაოდენობა 11.8%-ით შემცირდა, ეს კი მოხმარების დაახლოებით 62 მილიონი კოლოფით შემცირებას ნიშნავს. თუმცა ამ პოლიტიკის შედეგი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, შესაძლოა, არც ისე ცალსახაა, რადგან მაღალი ხარისხის სიგარეტი ჩანაცვლდა დაბალი ხარისხის სიგარეტით.
- მთავრობის საგადასახადო შემოსავლები სიგარეტზე აქციზის გადასახადიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა (2011 წლის 232 მილიონი ლარიდან 2016 წლის 549 მილიონ ლარამდე).
თუმცა, ვიდრე გამარჯვებას იზეიმებდეს, ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს რამდენიმე რამეს: პირველი, ფასების ზრდას თან უნდა სდევდეს სტრატეგიები, რომლებიც გააბათილებენ ამ პოლიტიკის უარყოფით გავლენას დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი მქონე მოსახლეობაზე და მძიმე და/ან დიდი ხნის მწეველებზე. მეორე, კიდევ უფრო მკაცრად უნდა გაკონტროლდეს კონტრაბანდული სიგარეტი, რათა თამბაქოს დაბეგვრამ მომავალში მეტი შედეგი მოიტანოს. მესამე, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ როგორც კი ფასების ზრდა გარკვეულ დონეს მიაღწევს, სიგარეტიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლები შემცირებას დაიწყებს.
ეს უკანასკნელი იქნება ხელისუფლების გადაწყვეტილების – სიგარეტის ფასებზე ზეწოლის გაგრძელების – ნამდვილი გამოცდა. საზოგადოების ჯანმრთელობისთვის კი, მოდით, ჩვენ ვისურვოთ, რომ მთავრობის ქმედებებმა გაიმეოროს ნიუ იორკის ყოფილი მერის, მაიკლ ბლუმბერგის გამონათქვამის სულისკვეთება: „ბოლომდე ჩემი ნება რომ იყოს, ისე გავზრდიდი სიგარეტზე გადასახადს, რომ მისგან მიღებული შემოსავლები ნულამდე დაეცეს“.
სტატიის ავტორი: გიორგი მჟავანაძე / ISET
-
კახა კალაძე: სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია კახა კალაძე: სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია
გადახედვა
-
ყველა საახალწლო ჩანაფიქრი ჯადოსნურია | ჩაიფიქრე და იმოქმედე — მეტროპოლის საახალწლო კამპანია ყველა საახალწლო ჩანაფიქრი ჯადოსნურია | ჩაიფიქრე და იმოქმედე — მეტროპოლის საახალწლო კამპანია
-
გახარიას პარტია სასურსათო ფასებთან დაკავშირებულ საპარლამენტო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება გახარიას პარტია სასურსათო ფასებთან დაკავშირებულ საპარლამენტო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება
გადახედვა
-
ათწლეულები თეგეტასთან ერთად — კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა ათწლეულები თეგეტასთან ერთად — კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
-
სახლი 71 ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია სახლი 71 ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
სილქ ბანკის საახალწლო შეთავაზება: მერე’ს ახალი წელი სილქ ბანკის საახალწლო შეთავაზება: მერე’ს ახალი წელი
-
ლევან იოსელიანი დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს ლევან იოსელიანი დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
გადახედვა
-
რა იცვლება შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის 2026 წლის იანვრიდან რა იცვლება შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის 2026 წლის იანვრიდან
გადახედვა
-
გადაარჩენს ყურძნის 12 მარცვალი თქვენს ახალ წელს? გადაარჩენს ყურძნის 12 მარცვალი თქვენს ახალ წელს?
გადახედვა
-
ჩინეთში რობოტების სკოლა გახსნეს, რომელშიც მათ სახლის საქმეებს ასწავლიან ჩინეთში რობოტების სკოლა გახსნეს, რომელშიც მათ სახლის საქმეებს ასწავლიან
გადახედვა
-
სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში
-
ვიდეო: როგორ დაიწყო კოკა-კოლას ქარავნის ისტორია საქართველოში ვიდეო: როგორ დაიწყო კოკა-კოლას ქარავნის ისტორია საქართველოში
-
Silk ბანკში სამომხმარებლო სესხის ლიმიტი 80 000 ლარამდე გაიზარდა Silk ბანკში სამომხმარებლო სესხის ლიმიტი 80 000 ლარამდე გაიზარდა
-
სუს-ი სამომხმარებლო ფასების შესწავლას იწყებს სუს-ი სამომხმარებლო ფასების შესწავლას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
-
გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ჰილს კონსტრაქშენი ვაშლიჯვარში კომფორტ ჰილსის პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ჰილს კონსტრაქშენი ვაშლიჯვარში კომფორტ ჰილსის პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
ზაზა შათირიშვილი: საქართველოში დემოკრატიულობის პრობლემა არ არსებობს ზაზა შათირიშვილი: საქართველოში დემოკრატიულობის პრობლემა არ არსებობს
გადახედვა
-
ალასკაში ტუნდრა იწვის — უკანასკნელ 3000 წელში ხანძრები სწორედ ბოლო საუკუნეში გახშირდა ალასკაში ტუნდრა იწვის — უკანასკნელ 3000 წელში ხანძრები სწორედ ბოლო საუკუნეში გახშირდა
გადახედვა
-
მეუფე გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობის საქმეში ფიგურანტი მონაზონი თეკლა კუბლაშვილი ეკლესიიდან განკვეთეს მეუფე გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობის საქმეში ფიგურანტი მონაზონი თეკლა კუბლაშვილი ეკლესიიდან განკვეთეს
გადახედვა
-
რომელ ცხოველებში გვხვდება მონოგამია? — აი, "ერთგული" სახეობები რომელ ცხოველებში გვხვდება მონოგამია? — აი, "ერთგული" სახეობები
გადახედვა

კომენტარები