თუ ოდესმე გიწუწუნიათ, რომ თქვენი მშობლები ოჯახური ტრადიციის შესაბამისი პროფესიის ათვისებას გაძალებენ და ეს პროფესიები ექიმი ან იურისტია, მაშინ საწუწუნო არაფერი გაქვთ. წარმოიდგინეთ, თქვენი მშობლები პროფესიონალი გველმჭერები არიან, მერე რას იზამთ?

2 წლის ჯენსონ ჰარისონი სულაც არ უჩივის თავის ბედს, ის მშობლებთან ერთად მუშაობს და ქვეწარმავლებს ნამდვილი პროფესიონალივით იჭერს.

"დაიბადა თუ არა მაშინვე გველების ჭერა დაიწყო", ამბობს ჯენსონის მამა ტონი.

ცხადია, პატარას მხოლოდ უშხამო და არააგრესიულ გველებთან უშვებენ, ხოლო ადამიანისთვის საშიშ ქვეწარმავლებთან მისი მშობლები აგვარებენ ურთიერთობას.

გველების გარდა, ჯენსონი ხვლიკებსა და იგუანებთანაც "თანამშრომლობს".

ჯენსონს ბავშვობიდანვე ასწავლიან, რომ ქვეწარმავლები არ უნდა მოკლას, ისინი უნდა დაიჭიროს და შემდეგ ბუნებაში გაუშვას.

დამშვიდობებამდე მეგობრობენ კიდეც

მას არც დიდი გველების ეშინია

"ხალხი ნერვიულობს და ფიქრობენ, რომ ჯენსონს საფრთხეში ვაგდებთ. ჩვენ მას წამითაც არ ვაცილებთ თვალს და ის მხოლოდ უსაფრთხო ქვეწარმავლებთან ურთიერთობს. მას ყველაფერი აინტერესებს და ერთი წამითაც რომ დავტოვოთ მარტო, შეიძლება ისეთ ქვეწარმავალს ჩაავლოს ხელი და დაუწყოს თამაში, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდება. ამიტომ მას თვალს არასოდეს ვაცილებთ", ამბობს ტონი.