Google-მა წაშალა ცნობილი აპლიკაციები, რომლებიც Facebook-იდან პერსონალურ მონაცემებს იპარავდნენ
Google ისევ აქტიურად ცდილობს, Play Store-იდან ამოიღოს ის აპლიკაციები, რომლებიც არღვევენ კონფიდენციალურობის წესებს. Ars Technica წერს, რომ გუგლმა 9 აპლიკაცია უკვე გააქრო Play Store-დან. ეს კი მას შემდეგ, რაც ვებგვერდის ანალიტიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ეს აპლიკაციები Facebook-ის პროფილებიდან პერსონალურ ინფორმაციას იპარავდნენ. აპლიკაციები, ერთი შეხედვით, საეჭვოდ არ გამოიყურებოდნენ, სწორედ ამიტომ მათი ჯამური ჩამოტვირთვების რაოდენობა 5.8 მილიონს სცდება. მათ ისეთი მარტივად საპოვნელი სახელები ჰქონდათ, როგორიცაა "Horoscope Daily" და "Rubbish Cleaner".
მსგავსი აპლიკაცია ტელეფონიდან მაშინ იღებდა ინფორმაციას, როცა ირთვებოდა და ფეისბუქის ავტორიზაციის გვერდს ტვირთავდა, ეს კი იმისთვის იყო, რომ JavaScript-ის კოდს მოეპოვებინა წვდომა სერვერზე, რათა მოეპარა ინფორმაცია და მოესწრო, რომ გადაეცა აპლიკაციის მთავარი სერვერისთვის. მათ ასევე შეეძლოთ მოეპარათ ქუქი ფაილები ნებადართული საიტებიდან. მართალია, ამ შემთხვევაში Facebook იყო სამიზნე, მაგრამ ამ აპლიკაციების შემქმნელებს შეეძლოთ წაეღოთ ინფორმაცია სხვა ინტერნეტ სივრცეებიდანაც.
Google-მა Ars-ს განუცხადა, რომ მან ამ აპლიკაციების ყველა დეველოპერი დაბლოკა, თუმცა, ამან შეიძლება ისინი ვერ შეაკავოს, რადგანაც მათ ახალი პროფილების შექმნაც შეუძლიათ.
რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, მოხდა თუ არა ყველა აპლიკაციის ამოცნობა. Google-ის ავტომატური დაცვის სისტემა Play Store-ში არ ამატებს ვირუსულ აპლიკაციებს, მაგრამ როგორც ჩანს, დახვეწილი აპლიკაციებს დაცვის სისტემისთვის გვერდის ავლა მაინც შეუძლიათ.
რაც არ უნდა იყოს, იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ როცა რაიმეს უცნობი რესურსებიდან იწერთ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცნობილი ან სანდო ჩანს ესა თუ ის აპლიკაცია.
კომენტარები