დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად — ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
"იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ, გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ რაღაც გარკვეული მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, ბუნებრივია. ჩვენ მათ ვიგებთ, როგორც მოცემულობას და ჩვენ გვესმის მათი სურვილები. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. ამისთვის, მოგეხსენებათ, სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რამდენიმე დღის წინ მათ ჩაატარეს უსაფრთხოდ გარკვეული ღონისძიება, გუშინწინაც იყვნენ შეკრებილები ლისის ტბაზე, მაგრამ დღეს დაანონსებული მარში და მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად", — თქვა მან.
მისი თქმით, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს, ამიტომ ორგანიზატორებს მარშის ჩასატარებლად ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს.
"მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი, შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. მეორე, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მუდმივ კონტაქტზე ე.წ. პრაიდის, ამ მარშის ორგანიზატორებთან, მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხის და შესაბამისად, მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მე მინდა მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება და ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია", — თქვა მან.
ღარიბაშვილის მტკიცებით, "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები" პირიქით, უმცირესობების დისკრიმინაციას უწყობს ხელს. პრემიერმინისტრის აზრით, საქართველოში ლგბტ თემის წევრებს არავითარი საფრთხე არ ექმნებათ და "აბსოლუტურად ნორმალურ" ვითარებაში ცხოვრობენ.
"არცერთი ფაქტი არ არსებობს აღნიშნული დისკრიმინაციის და ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ თუ ცალკეული შემთხვევა დაფიქსირებულა ოდესმე, ამის განზოგადება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. მეორე მხრივ, მე მინდა ვთქვა, რომ ამ აქციის მოწინააღმდეგეების მრავალრიცხოვანი აქციაა დღეს დაგეგმილი. მე მინდა, მათ მივმართო თხოვნით, ესეც რა თქმა უნდა, არის მათი კონსტიტუციური უფლება, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ჩატარდეს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. ეს გამოხატვის პროტესტის ფორმა უნდა იყოს მშვიდობიანი და არ უნდა შეიცავდეს ძალადობის რაიმე ნიშნებს", — აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ის, როგორც პრემიერმინისტრი სამოქალაქო დაპირისპირებასა და ქაოსს არ დაუშვებს, თუმცა ასევე საუბრობს ქართულ ტრადიციებსა და მათ პატივისცემაზე.
"რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ყველას რომ ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი წესები და ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენ წესებსა და ტრადიციებს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში", — აცხადებს ის.
ღარიბაშვილი იმასაც ამტკიცებს, რომ ღირსების მარშის ორგანიზატორების უკან ოპოზიცია დგას მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით.
"აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს. რა თქმა უნდა, სწორედ მათი მიზანი არის. დღეს ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ამას ჩვენ არ დავუშვებთ. რა თქმა უნდა, როგორც ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში", — თქვა მან.
თბილისი პრაიდის კვირეული დღეს, 5 ივლისს ღირსების მარშით დასრულდება. ამ დღეს მობილიზებას აპირებენ ძალადობრივი ჯგუფებიც. გარდა ამისა, მარშის საწინააღმდეგო აქცია დაგეგმა საპატრიარქომაც. გარდა ამისა, შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც.
საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები