დოიჩე ველე აკდადემია და მითების დეტექტორი მედიაწიგნიერებისთვის
უკვე მეოთხე წელია მითების დეტექტორი დოიჩე ველე აკადემიასთან პარტნიორობით მედიაწიგნიერების პოგრამას ახორციელებს. პროგრამა თეორიულ სწავლებასთან ერთად ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალ მითების დეტექტორზე სტაჟირებასაც ითვალისწინებს, რომელიც 2020 წლის სექტემბრიდან Facebook-ის პარტნიორი გახდა.
30 ივნისს მედიაწიგნიერების პროგრამის მე-9 ჯგუფის კურსდამთავრებულების საკონკურსო ნამუშევრების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და მითების დეტექტორის რჩეულთან ერთად, პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული კონკურსანტები გამოვლინდნენ.
მე-9 გამოშვების გამარჯვებული და მითების დეტექტორის რჩეული დავით რობაქიძე გახდა. მითლაბელი დავითი თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტია და საკონკურსო ნაშრომი ქართულ ბეჭდურ მედიაში ვაქცინებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე მოამზადა.
პირველი საპრიზო ადგილი ბექა ჯოყილაძემ დაიკავა. ბექა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მეოთხე კურსის სტუდენტია. საკონკურსო ნაშრომის მომზადებისას ის ინფოდემიის თემით დაინტერესდა და სოფელ დიდაჭარაში 105 წლის ყუდუს შავაძეს ესტუმრა, რომელმაც ისპანკასდროინდელი ამბები გაიხსენა.
პრიზი მეორე ადგილისთვის ნათია თვალიაშვილს გადაეცა. ნათია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების ბაკალავრია. საკონკურსო ნაშრომისთვის მან "კარტოგრაფების საქმე" შეისწავლა და დისკრედიტაციის კამპანიის მთავარი აქტორებითა და მესიჯებით დაინტერესდა, რომელიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ გატარდა.
მესამე ადგილი ლალე სოფიევას მულტიმედია ნაშრომს გადაეცა. მითლაბელი ლალე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. "კაცი-ფარი" ანუ ამბავი ჩემი დიდი ბებიისა" ლალეს საკონკურსო ნაშრომია, რომელიც დემოკრატიული გზით არჩეულ პირველ მუსლიმ ქალზე — ფარიხანუმზე გვიყვება.
მულტიმედია ნაშრომები მოწვეულმა ჟიურის წევრებმა — მარგარიტა ანთიძემ (Reuters), ქეთი თუთბერიძემ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), ეკა სამხარაძემ (ფორმულა TV), თინა დვალიშვილმა (DW Akademie) და თამარ ხორბალაძემ (მედიის განვითარების ფონდი) შეაფასეს.
3,5 თვიანი სასწავლო კურსის ფარგლებში "მითლაბელებს" საშუალება ჰქოდნათ, გაეღრავებინათ ცოდნა მედიაწიგნირების საბაზისო საკითხებში, დაუფლებოდნენ ფაქტების გადამოწმების უნარებს და შეესწავლათ ვერიფიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიები, ასევე გაერათ პრაქტიკული კურსი ფაქტების გადამოწმების პორტალ მითების დეტექტორზე.
"მითების დეტექტორის ლაბორატორიის" პროგრამას MDF-ი 2017 წლიდან წარმატებით ახორციელებს და 175 კურსდამთავრებული ჰყავს. პროექტის მიზანია დეზინფორმაციის გამოწვევებს მედიაწიგნიერების გზით უპასუხოს.
კომენტარები