თიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა
თიბისი კაპიტალმა მაკრო-სექტორული მიმოხილვის წარდგენას უმასპინძლა. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2021-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით. მიმოხილვის შემდეგ, საჯარო და კერძო სექტორის წარმომაგდენლების მონაწილეობით, პანელური დისკუსია ჩატარდა. ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ პუბლიკაციის წარდგენისთვის ონლაინ რეჟიმში ედევნებინათ თვალი.
თიბისი კაპიტალის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მშპ-ის ზრდა მოსალოდნელზე ძლიერია - რეალური ზრდა 2021 წელს დაახლოებით 10.5% იქნება, 2022 წელს კი - 6.5%.
კვლევის თანახმად, 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 40% 2021 წელს აღდგება, 2022 წლის მაჩვენებელი კი 2019 წლის 90%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ზრდა მხოლოდ ნაწილობრივ არის განპირობებული ტურისტული შემოსავლების აღდგენით. ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ვაქცინაციაა. საქართველოს ტურიზმის აღდგენისთვის მნიშვნელოვან ქვეყნებში ვაქცინაცია არათანაბრი ტემპით მიმდიარეობს — ისრაელში და ევროკავშირის ქვეყნებში პროცესი — სწრაფი, ახლო რეგიონის ქვეყნებში კი ნელი ტემპით. საქართველოში მოსახლეობის 5,6%-მა უკვე მიიღო ვაქცინის ერთი დოზა მაინც. 30%-ს კი გარკვეული ბუნებრივი იმუნიტეტი აქვს ვირუსის წინააღმდეგ.
ინფლაცია 2021 წლის ბოლოსთვის 7.4%-ს მიაღწევს, 2022 წლისთვის კი 3%-იან სამიზნე ნიშნულზე დაბალი იქნება. ინფლაციის შემცირებისა და ტურისტული შემოდინებების სრულად აღდგენის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილებაა მოსალოდნელი. თიბისი კაპიტალი დოლარი-ლარის კურსს წლის ბოლოსთვის 3.0-3.3 ინტერვალში ვარაუდობს.
პუბლიკაციის სექტორული ნაწილის თანახმად, გლობალურად, აქციების ფასების მიხედვით, სექტორების უმეტესობა ზრდას განაგრძობს. კრიზისამდელ დონეს მხოლოდ ავიაციის, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიები ჩამორჩება.
კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების დინამიკის აღდგენისა და იჯარის შემოსავლიანობის გაუმჯობესების გათვალისწინებით, გაყიდვები კრიზისამდელ ნიშნულს 2021 წელს გადააჭარბებს
შესამჩნევი გაუმჯობესება შეინიშნება დიდი სასტუმროების დატვირთულობაში. თუმცა, კვლავ დაბალი მაჩვენებელი რჩება მცირე და საშუალო სასტუმროებში.
"თიბისი კაპიტალის პუბლიკაციები ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შესახებ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის დამატებითი ინსტრუმენტია მდგომარეობის შესაფასებლად და საკუთარი საქმიანობის უკეთ დასაგეგმად. კრიზისული პერიოდის შემდეგ, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - აღდგენის პერიოდი დადგა, სადაც ჩვენი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. იმისთვის, რომ ეკონომიკის აღმავლობისა და გაუმჯობესების ეტაპს მომზადებულები შევხვდეთ, სექტორული და მაკრო მიმოხილვები თიბისი კაპიტალის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. თიპისი კაპიტალმა კრიზისულ ვითარებას პირველივე დღეებში უპასუხა და პირველები ვიყავით, ვინც ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად დისტანციური ვებინარი ჩაატარა. 1 წლის შემდეგ კი, რეგულაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, ფიზიკურ სივრცეში კვლავ პირველებმა ვუმასპინძელთ ჩვენს პარტნიორებს", — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი პუბლიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: tbccapital.ge
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით "ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით
კომენტარები