სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
ფოტო: ტვ პირველი
თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.
სიგუას მეუღლის ადვოკატის, თამარ ლუკავას განმარტებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გამომდინარე იყო იმ გარემოებებიდან, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
"რა თქმა უნდა, არსებობდა ძალადობის ფაქტები, ამის დამადასტურებელია ის, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია, არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული აქვს თბილისის პროკურატურას. ასევე, ელექტრონული ზედამხედველობა არის დაწესებული ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ, კანონიერ ძალაშია შესული ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ეს ცხადყოფს, რომ არსებობდა რეალური საფრთხე, რისკები იმისა, რომ მსხვერპლს შეჰქმნოდა სიცოცხლის და ჯანმრთელობის პრობლემები, სწორედ ამიტომ იყო დატოვებული თავის დროზე ელექტრონული ზედამხედველობა ძალაში და, შესაბამისად, ჩვენ დღეს ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდით, რომ შემაკავებელი ორდერი დარჩებოდა ძალაში," — თქვა სოფია სიგუას ადვოკატმა, თამარ ლუკავამ.
იოსებ სიგუას ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, მოსამართლეს შემაკავებელი ორდერი უნდა გაეუქმებინა და ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
"ზეპირი დასაბუთების მსვლელობის დროს მოსამართლემ ცალსახად განმარტა, რომ არ დასტურდება სოფიო სიგუას მიერ წარდგენილი არც ერთი ბრალდება და არ დასტურდება იოსებ სიგუას მხრიდან ძალადობის განხორციელების არც ერთი ფაქტი. მოსამართლის განმარტება მდგომარეობს შემდეგში, რომ პრევენციის მიზნით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ამ მოტივით ტოვებს შემაკავებელ ორდერს ძალაში. ეს თავის მხრივ, ჩვენი შეფასებით, წარმოადგენს კანონის არსებით დარღვევას, რასაც, შესაბამისად, აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით," — თქვა თეონა გვაზავამ.
გახმაურებულ საქმეზე იოსებ სიგუამ პირველი კომენტარი პროსამთავრობო ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა. სიგუა მეუღლის ყველა ბრალდებას უარყოფს და მას რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს.
"სოფიას მიერ ჩემს მიმართ არის ძალიან მძიმე ბრალდებები წარდგენილი. ეგ ყველაფერი არის სიტყვიერი, რომელსაც კარგად ახერხებს და კარგად ლაპარაკობს, მაგრამ ეგ არის აბსურდი.
როგორ მიგაჩნიათ, ადამიანთან იცხოვრო 13 წელი, რომელიც ძალადობს, თითქმის ყოველ ორსულობაზე გცემს, გემუქრება, ძალადობს... და ამას ეხლა, ამხელ 13 წლის მერე, მანამდე თურმე ეშინოდა და ვერ ბედავდა... ეს არის ყოვლად აბსურდი.
ადამიანს თუ ესე ეშინია მეუღლის, არ წამოვა მასთან ერთად საზღვარგარეთ, არ დაისვენებს 10 დღე და მთელი წლის განმავლობაში შეიძლება სამჯერ წავსულიყავით სხვადასხვა ქვეყნებში.
სოფოს მიზანია, რომ ჩემს რეპუტაციაზე ზიანი მომაყენოს და ყველანაირად უნდა, რომ აი, ესე რაღაცნაირად გამანადგუროს," — განაცხადა სიგუამ.
სოფია სიგუა-შატბეროვამ მეუღლის წინააღმდეგ ბრალდებები თავდაპირველად "ნოდარ მელაძის შაბათში" 5 ივლისს გააჟღერა. მისი თქმით, იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით და მე-12 სართულიდან გადაგდებით ემუქრებოდა, ერთხელ კი იარაღიც შუბლზე მიადო. სოფია სიგუა იმასაც ამბობდა, რომ ქმარი მას ორსულობის დროსაც სცემდა. იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები