"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
"ჯეო ჰოსპიტალსის" ზესტაფონის კლინიკაში შეყვანილი 13 უცხოელი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია და მათი მკურნალობა ადგილზე წარმატებით გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ჯეო ჰოსპიტალსი" ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი ავრცელებს.
ქუთაისი–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მგზავრები გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის "ჯეო ჰოსპიტალსის" ზესტაფონის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში შეიყვანეს. კლინიკის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ კლინიკაში ამ დრომდე სხვადასხვა სახის და სხვადასხვა სპეციალისტების დაკვირვებისა და მკურნალობის ქვეშ რჩება 13-ვე პაციენტი, რომლებიც სხვადასხვა სიმძიმის მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა.
"ავარიის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე კლინიკის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაში ჩადგა. ერთდროულად 13 დაზარალებული პაციენტის მიღება, ერთ-ერთი რთული გამოწვევაა ნებისმიერი კლინიკისთვის, თუმცა გუნდის კოორდინირებულმა და სწორმა ქმედებამ შესაძლებლობა მოგვცა თითოეული პაციენტისთვის დროული და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაგვეწია. ერთიანად მოხდა გადაუდებელი დახმარების, რეანიმაციის, ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, ნევროლოგიისა და დიაგნოსტიკური გუნდების მობილიზაცია. ამ რთულ წუთებში განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და თავდადებით იმუშავეს:
გადაუდებელი დახმარების ექიმმა ლალი ბრეგვაძემ, რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა, ქირურგმა იური ჩოგოვაძემ, ტრავმატოლოგებმა ლევან ჩოგოვაძემ და შოთა კაპანაძემ, ნევროლოგმა მაკა ფერაძემ, სწორედ ამ გუნდური მუშაობის შედეგად ჩვენს პაციენტებს საფრთხე აღარ ელით და ინტენსიურად მიმდინარეობს კვლევები და მკურნალობა", — აცხადებს "ჯეო ჰოსპიტალსის" ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი ირაკლი ლაღიძე.
მისი თქმით დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და ტურისტული მარშრუტით თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში სამი პაციენტი იმყოფებოდა. მათ შორის 17 წლის გოგო, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები და ტვინის შერყევა. ამ ეტაპზე ორი პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. ამ დროის მონაცემებით ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ელის.
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
-
"პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს" "პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს"
გადახედვა
-
გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
კომენტარები