ანტონიო გუტერეში

27 Jul. 2026, 14:00

ხელოვნურ ინტელექტს (AI) შეუძლია კლიმატის კრიზისის გადაჭრაში დაგვეხმაროს, მაგრამ იგი ასევე დიდი რაოდენობით მიწას, წყალს და ენერგიას მოიხმარს. მისი მონაცემთა ცენტრები უკვე იმაზე მეტ ელექტროენერგიას იყენებს, ვიდრე ქვეყნების უმრავლესობა. 2030 წლისთვის კი, AI-მ შეიძლება უფრო მეტი ენერგია მოიხმაროს, ვიდრე ყველა ქვეყანამ, გარდა ხუთისა, და იმდენი წყალი, რამდენიც სუბსაჰარული აფრიკის ყველა, 1,3 მილიარდ მცხოვრებს მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა საბაზისო საჭიროებებისთვის. [მონაცემთა ცენტრები] ასევე იკავებენ მიწის ტერიტორიებსაც, თანაც, ხშირად ისეთ ადგილებში, სადაც მისგან არანაირ სარგებელს არ იღებენ.

ყველა ამ პრობლემის მიუხედავად, ადგილობრივებს ხშირად წარმოდგენაც არ აქვთ, თუ რა ზიანს აყენებს გარემოს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც მათ გარშემო შენდება. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ, შეიქმნას გარემოსდაცვითი გამჭვირვალობის ინიციატივა AI-ისთვის. მოვუწოდებ ყველა მსხვილ AI კომპანიას, დაადგინოს ზუსტი მასშტაბი, თუ რა გავლენას ახდენს გარემოზე საკუთარი სისტემებით და გაასაჯაროოს ეს მონაცემები. ამასთან, გამოხატოს მზადყოფნა, რომ 2030 წლისთვის ყველა მონაცემთა ცენტრი განახლებად ენერგიაზე გადავიდეს. დროა, ფარდა აეხადოს ყველაფერს. თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი დღეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
  2. სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
  3. ქვიზი: რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
  4. 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
  5. კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას…