MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების" დაცვა იქნება.
ქართველიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბოლო პერიოდში ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით მოექცა. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ტოვებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ონისე ოქრიაშვილის თავდამსხმელი ნიკო ხურცილავა საქალაქო სასამართლოს ეზოს გიორგი ქართველიშვილთან ერთად.
ფოტო: ფორმულა
ქართველიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოძრაობა შეეცდება "ქართული ღირებულებები" ნორმისა და კანონის ფარგლებში დაიცვას, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან "ციხეშიც წავიდნენ".
მოძრაობის დამფუძნებლის აზრით, ბოდიში არა მხოლოდ ონისე ოქრიაშვილმა, არამედ მის ხუმრობაზე გამცინებელმა ადამიანებმაც უნდა მოიხადონ.
"მოგესალმებით. ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და რელიგია, ასევე ის მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ კულტურას ამდიდრებდა, ჩვენს ხალხს წინ მიუძღოდა და სამშობლოს ყველაფრის ფასად იცავდა, პერიოდულად კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე ხდება.
როგორც წესი, მსგავსი კამპანიების ავტორები ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებლები, ქვეყნის გარედან დაფინანსებული ჯგუფები, პოლიტიკოსები, ეგრეთ წოდებული აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები თუ მათთან აფილირებული ადამიანები არიან.
ეს ადასტურებს, რომ ყოველივე ქართულზე შეტევა არა ბუნებრივი, არამედ მიზანმიმართულად დაგეგმილი და ხელოვნურად აგორებული პროცესია, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში ხშირად უკონტროლო სახე ეძლევა.
ქართველი ხალხისთვის საამაყო წინაპრების, კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა, შემდეგ კი ამ საკითხებზე აქტიური განხილვა და მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის ნორმად იქცეს, მხოლოდ ეროვნული ღირებულებების გაუფასურებას ისახავს მიზნად, რომელთა გარშემოც ქართველი ერია გაერთიანებული.
სწორედ ამიტომ, დღეიდან ჩვენი საინიციატივო ჯგუფი, ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად, აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს.
გვინდა საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და, ამავდროულად, მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება. თუმცა, თუკი ჩვენი კულტურის, ეროვნული იდენტობისა და ღირებულებების დასაცავად ეს აუცილებელი იქნება, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ, თითოეულ ჩვენს ქმედებაზე ვაგოთ პასუხი და, საჭიროების შემთხვევაში, ციხეშიც კი წავიდეთ.
მიგვაჩნია, რომ არა მხოლოდ ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს იუმორისტს უწოდებენ, არამედ მათაც, რომლებიც კონკრეტულ კადრებში, სცენაზე, მასთან ერთად სხედან და ხალისობენ, ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ. ამავდროულად, მათი სინანულის საუკეთესო დასტური იქნება, თუ მკაფიო პოზიციას დააფიქსირებენ და პროკურატურას მიმართავენ, რათა აღნიშნულმა უწყებამ ნიკო ხურცილავასთვის პატიმრობის შეფარდება არ მოითხოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვითხოვთ პასუხს.
ვიმეორებ, შევეცდებით, ეს ყველაფერი ნორმისა და კანონის ფარგლებში გავაკეთოთ, თუმცა, თუკი შესაბამისი გარემოებები შეიქმნება და სხვა გზას არ დაგვიტოვებენ, არც პატიმრობის შეგვეშინდება," — განაცხადეს ბრიფინგზე.
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში არაერთი მასალა გავრცელდა, რომელიც გიორგი ქართველიშვილის ქართული ოცნების წარმომადგენლებთან დაახლოებას ასახავს.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეუთანხმა თუ არა მმართველ პარტიასთან მოძრაობის შექმნა, ქართველიშვილმა უპასუხა: "რა უნდა მქონდეს შეთანხმებული? ჩემი ღირებულებების დაცვა ვისთან უნდა შევათანხმო?".
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
გადახედვა
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
კომენტარები