EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
ევროკავშირმა, 23 ივლისს დამტკიცებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში, რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ენერგოკომპანია "ინტერ რაო" (PJSC Inter RAO UES) დაასანქცირა. კომპანია შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქართველოში მოქმედ ენერგოაქტივს აკონტროლებს, მათ შორის — "თელასს", "თელმიკოს", ასევე ჰიდროელექტროსადგურებს — "ხრამჰესი 1-სა" და "ხრამჰესი 2-ს".
ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ინტერ რაო" ფინანსურად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე.
"ინტერ რაო" (PJSC Inter RAO UES) რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა. 2023 წელს კომპანიის შემოსავალმა 1,36 ტრილიონი რუბლი შეადგინა. კომპანიას დაახლოებით 19 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. იგი კონტროლდება რუსეთის სახელმწიფოს მიერ.
"ინტერ რაოს" აქციონერებს შორის არიან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები — "როსეტი" (Rosseti) და "როსნეფტეგაზი" (Rosneftegaz), რომელიც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში ერთ-ერთი უმსხვილესი დივიდენდის გადამხდელია.
კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრებს შორის არიან დასავლეთის სანქციების სიებში შეყვანილი პირები, მათ შორის:
- იგორ ივანოვიჩ სეჩინი — რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია "როსნეფტის" (Rosneft) აღმასრულებელი დირექტორი და ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე;
- დიმიტრი ევგენიევიჩ შუგაევი — რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი.
ევროკავშირის შეფასებით, მაღალი შემოსავლების, რუსეთის ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი როლისა და სახელმწიფო კონტროლის გამო, "ინტერ რაო" რუსეთის ეკონომიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ სექტორში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რუსეთის ფედერაციის მთავრობა კომპანიის შემოსავლების ნაწილს იღებს როგორც გადასახადების, ისე მისი მფლობელების მიერ გადახდილი დივიდენდების საშუალებით.
"ინტერ რაო" საქართველოში არსებულ აქტივებს ორი შვილობილი კომპანიის მეშვეობით აკონტროლებს — Inter RAO Gardabani Holdings-ისა და Silk Road Holdings-ის საშუალებით. პირველი მათგანი ფლობს ჰიდროელექტროსადგურებს —"ხრამჰესი 1-სა" და "ხრამჰესი 2-ს", ხოლო Silk Road Holdings ფლობს "თელასისა" და "თელმიკოს" 75%-იან წილებს.
"ინტერ რაოსთან" დაკავშირებული აქტივების გამო საქართველოსა და რუსულ კომპანიას შორის წლების განმავლობაში არსებობს დავაც. კომპანიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი საარბიტრაჟო დავის ფარგლებში საქართველოს გადასახდელი აქვს 75,9 მილიონი დოლარი.
- საქართველომ რუსულ კომპანია Inter RAO-სთან $76-მილიონიანი დავა წააგო
- სახელმწიფოს დავა არ წაუგია, ეს არის ნაწილობრივ დაკმაყოფილება — კალაძე Inter RAO-ზე
- ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რამდენად მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობა — თურნავა Inter RAO-ზე
- საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს რუსული კომპანიისთვის $80,5 მილიონის გადახდა დააკისრა
ევროკავშირის მიერ კომპანიის სანქცირების შემდეგ, ევროკავშირის ბანკებსა და კომპანიებს შესაძლოა შეეზღუდოთ "ინტერ რაოსთან" და მის მიერ პირდაპირ ან ირიბად კონტროლირებულ სუბიექტებთან გარკვეული ფინანსური ოპერაციების განხორციელება.
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები