12 შემთხვევა, როდესაც Friends-მა სერიოზულ თემებს თავი კარგად გაართვა
სერიალი მეგობრები ძირითადად მარტივი იუმორით, მხიარული პერსონაჟებით და ლაღი ისტორიებითაა ცნობილი. მაყურებელსაც სწორედ ამიტომ უყვარს იგი. Friends-ის ყურებისას ყველაფერი ცუდი გავიწყდება, თუნდაც 20 წუთის განმავლობაში.
სერიალს ხშირად აკრიტიკებენ მრავალფეროვნების ნაკლებობის და გამო, რასაც შოუს თანაავტორი, მარტა კაუფმანიც სინანულით ეთანხმება. თუმცა თუკი კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სერიალში ბევრი სერიოზული თემაა განხილული და თანაც, წარმატებულად.
დღეს სწორედ 15 მათგანს გაგახსენებთ:
1. მონიკას პირველი პაემნის შემდეგ ჰქონდა სექსი, მაგრამ იგი არავინ განსაჯა
ხშირ შემთხვევაში ქალის მსგავს საქციელს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვება ხოლმე. ქალის სექსუალობის საკითხი იმდროინდელ ამერიკაში არანაკლებ საკამათო თემა იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მონიკა არავის გაუკრიტიკებია, რაც ძალიან კარგი მაგალითია მაყურებლებისთვის.
2. ტრადიციული ოჯახის დოგმა შეცვალეს
პირველი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ისტორია სწორედ რომ როსის და მისი ლესბოსელი ყოფილი ცოლის ურთიერთობაა. როსი ნელ-ნელა ეგუება იმ ფაქტს, რომ მის შვილს ერთი მამა და ორი დედა ეყოლება. ამ სეზონში მისი პერსონაჟი ცვლილებების რთულ გზას გადის. იმ დროისთვის, ეს ძალიან პროგრესული შეხედულება იყო და მსგავსი ოჯახის მაგალითებს ეკრანზე ხშირად ვერ ნახავდით.
3. საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს შეუძლიათ ნამდვილი მეგობრები იყვნენ
მართალია, მეგობრების პერსონაჟებს თითქმის ყველას ერთმანეთისთვის ნაკოცნი აქვს, სერიალის უმეტეს ნაწილში მათი გულწრფელი მეგობრობაა ნაჩვენები.
4. როდესაც მონიკას და ჩენდლერს შვილი არ უჩნდებოდათ და ბავშვის აყვანა გადაწყვიტეს
მონიკამ და ჩენდლერმა არამხოლოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ასევე გვიჩვენეს, რა გზის გავლა უწევთ ადამიანებს, რომლებსაც შვილის აყვანა სურთ. მიუხედავად ხუმრობებისა, ეს ისტორია საკმაოდ დრამატული იყო და მსახიობებმაც საოცრად გაართვეს თავი.
5. როდესაც ფიბი მისი ძმის შვილების სუროგატი დედა გახდა, მაგრამ საბოლოოდ ბავშვების დათმობა გაუჭირდა
ფიბის ემოციები ნამდვილად გულწრფელი იყო ამ სერიაში. იუმორთან ერთად შოუს ავტორებმა სევდაც შემოგვაპარეს, რაც სერიალს რეალობასთან უფრო აახლოებს.
6. სამივე ქალი პერსონაჟი სხვადასხვა გზით გახდა დედა
დედობა მათი არჩევანი იყო, თუნდაც მაშინ, როდესაც ამას არ გეგმავდნენ.
7. ხანდახან სჯობს წყვილი მაშინაც დაშორდეს, როდესაც ჯერ კიდევ უყვართ ერთმანეთი
ხშირად გვგონია, რომ წყვილები მხოლოდ მაშინ შორდებიან, როცა ერთმანეთი აღარ უყვართ. თუმცა მონიკა და რიჩარდი იმიტომ დაშორდნენ, რომ ცხოვრებისგან სხვადასხვა რამ სურდათ, ხოლო რეიჩელი და როსი ერთმანეთს არ ენდობოდნენ. თუმცა, ორივე წყვილს ჯერ კიდევ უყვარდა ერთმანეთი.
8. როდესაც ჩენდლერს მოუწია სამსახურის გამო სხვაგან გადაცხოვრებულიყო, მაგრამ არ ელოდა, რომ მონიკა თავის ცხოვრებას მიატოვებდა და გაჰყვებოდა
ჩენდლერმა იცოდა, რომ მონიკას კარიერა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მისი დათმობა არ მოუთხოვია.
9. როდესაც მეგობრებს განსხვავებული შემოსავალი ჰქონდათ
სერიალში ფინანსურ უთანასწორობას ძალიან დელიკატურად მიუდგნენ. ხშირია, როდესაც ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ თავიანთ მეგობრებს ნაკლები შემოსავალი აქვთ და რამდენად მოქმედებს ეს მათ ყოველდღიურობაზე.
10. როდესაც პერსონაჟები თავიდან იწყებდნენ ცხოვრებას
ხშირად გვაჩვენებდნენ იმას, რომ შეგიძლია შენი ცხოვრება თავიდან დაიწყო, თუკი არ ხარ კმაყოფილი იმით რაც გაქვს.
11. როცა გვაჩვენეს, როგორ მოქმედებს განქორწინება ადამიანებზე
შეიძლება როსს სხვებზე მეტად, მაგრამ მაინც თითოეულ პერსონაჟს ჰქონდა გარკვეული შეხება განქორწინებასთან. მათი ემოციები ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან რეალური იყო.
12. როდესაც მასკულინური შეხედულებები დაარღვიეს
ჯოის პერსონაჟი ძალიან ემოციური იყო. ის არასდროს ექცეოდა მასკულინურ ჩარჩოებში. ატარებდა ჩანთას, მიიღო მონაწილეობა კაცების პომადის რეკლამაში, მეგობრების მიმართ სიყვარულის გამოხატვა არ ერიდებოდა. ის თავისუფლად ცხოვრობდა და იყო ისეთი, როგორიც იყო.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
კომენტარები