კახაძე პრაიდზე: გამოხატონ თავისი ნება, მაგრამ ადგილი, რომელიც მათ აქვთ შერჩეული, ჩემთვის შეიძლება მიუღებელი იყოს
ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე აცხადებს, რომ თბილისი პრაიდმა ღირსების მარშის გასამართი ადგილი სხვებს უნდა შეუთანხმოს. დეპუტატი ამტკიცებს, რომ მომხრეა ადამიანებმა გამოხატონ თავისი ნება, მაგრამ ამავდროულად, ჰომოფობიური მოტივით აცხადებს, რომ უამრავი ადგილია თბილისში "სადაც შეიძლება ამის გაკეთება", შერჩეული სივრცე ანუ რუსთაველის გამზირი კი "მიუღებელია".
"მე მაგალითად, სიმართლე გითხრათ, ადამიანის უფლებრივ ნაწილში, მომხრე ვარ, რომ გამოხატონ თავისი ნება, მაგრამ ის ადგილი, რომელიც მათ აქვთ შერჩეული, ჩემთვის შეიძლება მიუღებელი იყოს.
საერთოდ, ადგილის შერჩევა, კონსენსუსის საგანი უნდა იყოს და არის უამრავი ადგილი თბილისში, სადაც შეიძლება ამის გაკეთება.
ადამიანის უფლებრივი ნაწილი ყოველთვის გადის ორ ნაწილზე: ერთი, როდესაც მე მაქვს უფლება და მეორე, როდესაც სხვის უფლებას პატივი უნდა ვცე და ეს შეთანხმებული უნდა იყოს", — განუცხადა მან მთავარ არხს.
ქართული ოცნების წევრებს ამ დრომდე არ უხსენებიათ, რომ რუსთაველის გამზირზე არ უნდა გამოდიოდნენ პრორუსული, ქსენოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, მაშინ, როცა ამბობენ, რომ პრაიდმა სხვა სივრცე უნდა აირჩიოს.
კახაძის მსგავსად ამ არგუმენტს წლების განმავლობაში იყენებდნენ სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფები. ისინი უკრძალავდნენ ლგბტ თემს რუსთაველის გამზირზე გასვლას და ამტკიცებდნენ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც წინაპრები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, ყველა არ უნდა გამოდიოდეს. ამ ჰომოფობიური განცხადების მიზანი ლგბტ თემის დამცირება და მათთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იყო.
Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, ლევან ვასაძე ღირსების მარშის გაუქმებას მოითხოვს და ხელისუფლებას ამისთვის 10-დღიან ვადა მისცა, რომელიც 25 ივნისს გავიდა.
გარდა ამისა, ვასაძე ქართული ოცნებისგან ისეთი კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს, რომელიც ქვიარ თემის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვას.
თბილისი პრაიდის მარშის ჩატარებაზე ლევან ვასაძის ულტიმატუმს მმართველი პარტიიდან თავდაპირველად გია ვოლსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების" წინააღმდეგია.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სრული კონტექსტის გათვალისწინებით", პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით სერგეენკომ კი ჰომოფობიურ განცხადება გააკეთა. ამასთან, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით მან "ზომიერებისა" და "ნაკლები ენთუზიაზმისკენ" მოუწოდა.
ღირსების მარში თბილისში პირველად 2019 წლის ივლისში გაიმართა. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა მისი ჩაშლა მაშინაც სცადეს, თუმცა მარში მაინც ჩატარდა.
- რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც ზიზღის ტალღის გარდა არაფერი მოაქვს, ამას ვერ ვხვდები — ელისაშვილი
- თუ გრძნობ, რომ შეიძლება დაპირისპირება მოხდეს, მორალური ვალდებულება აქვთ, თავი შეიკავონ — მაჭარაშვილი პრაიდზე
- კუჭავას აზრით, პრაიდის უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტარების მომართვა საჭირო იქნებოდა, "საფუძველი რომ არსებობდეს"
- კობახიძე პრაიდის კვირეულზე: სრული კონტექსტის გათვალისწინებით, უარი უნდა ეთქვათ ჩატარებაზე
- პრაიდზე საუბრისას ვოლსკი ამბობს, რომ პოპულარიზაციისა და რეკლამირების წინააღმდეგია
- დავით სერგეენკო ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებს და პრაიდს "ზომიერებისკენ" მოუწოდებს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები