არიანა გრანდე ფანებისთვის $1 მილიონის ღირებულების თერაპიას დააფინანსებს
არიანა გრანდე თავის გულშემატკივრებს ახალი ალბომების გარდა თერაპიის დაფინანსებითაც გააბედნიერებს. მომღერალი ორგანიზაცია Betterhelp-თან თანამშრომლობს — ეს ონლაინ პლატფორმაა, სადაც ადამიანებს ფსიქოლოგთან დაკავშირება შეუძლიათ.
საჭიროების შემთხვევაში, პლატფორმაზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს სპეციალური ლინკით და ის 1 თვის განმავლობაში უფასოდ გამოიყენოს. თუკი ამ დროის გასვლის შემდეგ ისინი გადაწყვეტენ თერაპიის გაგრძელებას, მათ 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ.
არიანამ ამ სიახლის შესახებ ფანებს ინსტაგრამზე აცნობა.
"ძალიან მიხარია, რომ Betterhelp-თან ვთანამშრომლობ. თერაპიასთან წვდომა მხოლოდ პრივილეგირებულ ადამიანებს არ უნდა შეეძლოთ. მესმის, რომ ეს ერთჯერადი აქცია პრობლემას ბოლომდე ვერ აღმოფხვრის, მაგრამ მაინც მინდა ამის გაკეთება. მინდა დაგანახოთ, რომ დახმარების თხოვნა სირცხვილი არაა. იმედი მაქვს საკუთარ თავს არ განსჯით, იმის გამო რომ თერაპევტი გჭირდებათ", — წერს მომღერალი
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ბრიტანეთში არიანა გრანდეს კონცერტზე ტერორისტული აქტი მოხდა, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა. 2018 წელს ინტერვიუში, არიანამ ღიად ისაუბრა ამ ამბის შემდეგ მის მენტალურ მდგომარეობაზე. როგორც მომღერალმა განაცხადა, მას დღემდე აწუხებს პოსტ ტრავმატული სტრესული აშლილობა.
"შფოთვა ყოველთვის მაწუხებდა, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობდი, რადგან მეგონა ეს ყველასთვის ნაცნობი სიტუაცია იყო. მაგრამ ამ კონცერტის შემდეგ, როდესაც სახლში დავბრუნდი, ყველაზე რთული შეტევები მქონდა", — თქვა მომღერალმა ინტერვიუში.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები