ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას შეფასებით, სახალხო დამცველს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პოლიტიკურ ნარატივზე აგებული გამოსვლა ჰქონდა. მან ნინო ლომჯარიას რიტორიკულად ჰკითხა: "ანგარიში ნიშნავს თუ არა იმის მოყოლას, რომ არსებობს რაღაც დადებითი და უარყოფითი.

"მარიამ ლაშხს მადლობა სწორი პასაჟისთვის. ნუთუ არცერთხელ არ მომხდარა მედიაბულინგი, ფეიკნიუსი ადამიანების მართლა ბედ-იღბლის დანგრევა, თან ასეთი მასობრივი შეტევით. დათო ევგენიძეს რომ გარიცხავენ პოზიციის გულისთვის არასამთავრობო ორგანიზაციიდან ეს უნდა მოხდეს, თუ არ უნდა მოხდეს? ჩვენ პირადად ვიცნობთ ერთმანეთს და შესაბამისად, არანაირ გაჯიბრებას არ აქვს ადგილი, ოღონდ მართლა გულწრფელად მომეჩვენა, რომ თქვენ დღეს გქონდათ აბსოლუტურად პოლიტიკურ ნარატივზე აგებული გამოსვლა და არა ანგარიშგება იმ საკონსტიტუციო ინსტიტუციის მიმართ, რომლის მიმართაც ხართ ანგარიშვალდებული. ამიტომ, უბრალოდ გკითავთ, რაიმე დადებითი ტენდენცია თქვენი მონიტორინგის არეალში მოხვდა თუ არა", — ჰკითხა ოდიშარიამ ომბუდსმენს.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. წლიურ ანგარიშში მრავალ სხვა საკითხთან ერთად ომბუდსმენმა ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა გარდაცვალების ფაქტების გამოძიება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შემთხვევებზე, დისკრიმინაციაზე, გენდერული თანასწორობით კუთხით არსებულ პრობლემებსა და მედიის სფეროში არსებუბულ გამოწვევებზე.

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.