თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მარტოხელა ადამიანებმა 2020 წელი თვითიზოლაციაში გავატარეთ და ახლაც ნაკლებად გაბედულებს გვეშინია უცხო ხალხთან კონტაქტის დამყარება, გასაკვირი არ არის, რომ სექს-სათამაშოებზე და ვიბრატორებზე მოთხოვნა გაიზარდა.

როგორც ყველა ურთიერთობაში, სიახლეები საკუთარ თავსაც უნდა შევთავაზოთ. ამიტომ ვიბრატორების ახალ კატეგორიაზე ვისაუბროთ, რომლებიც წყალგამძლეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ აბაზანაში მასთან ერთად ცოტა უფრო დიდი დრო გაატარო.

ამ სიაში ის 8 ვიბრატორი შევა, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომია ონლაინმაღაზიებში.

1. ორმაგი მინის დილდო

ფოტო: Amazon.com

ფასი: $10

სიაში ყველაზე იაფად სწორედ ორმაგი მინის დილდოს შეძენა შეგიძლიათ. ის კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მინის სათამაშოები ძალიან კომფორტულია. დილდო შეიძლება გამოიყენო როგორც მასაჟორი.

მომხმარებლის შეფასება: "ჩემს ქალ პარტნიორს ეს სათამაშო ძალიან უყვარს. მისი დახმარებით საუკეთესო ორგაზმებს განიცდის. თანაც ისეთი შეფუთვით მოდის, ვერავინ ვერ მიხვდება რას ყიდულობ. დიდ რეკომენდაციას ვუწევ".

2. ორყურა მასაჟორი

ფოტო: Amazon.com

ფასი: $26

ეს ვიბრატორი თქვენი კლიტორს მასაჟისთვის იდეალურია. მას 10 განსხვავებული იმპულსი აქვს. ძალიან კომპაქტური და მარტივად გამოსაყენებელია.

მომხმარებლის შეფასება: "ჩემს სხეულს მისი შეხება ისე სიამოვნებს, რომ ჩემი ქმარიც ძალიან ბედნიერია, როცა მას ვიყენებთ. 10-დან 10 ქულას დავუწერ. ძალიან რბილი და ნაზი ვიბრაცია აქვს, მარტივად ირეცხება და სწრაფად იტენება".

3. სამყურა მასაჟორი

ფოტო: Amazon.com

ფასი: $28-დან

წინა პროდუქტზე ოდნავ უფრო მეტად განვითარებულია და ერთდროულად რამდენიმე ეროგენულ ზონას შეუძლია მისწვდეს. 7 ძალიან განსხვავებულ და ძლიერ იმპულსს უშვებს. მისი გამოყენება შეგიძლიათ მარტო ან პარტნიორთან ერთად. ფასი კი $28-დან იწყება.

მომხმარებლის შეფასება: "ეს ჩემი საყვარელი სათამაშო გახდა. ძალიან ძლიერი იმპულსები აქვს და შეგიძლია შენს გემოზე მართო. სრულიად წყალგაუმტარია, ამიტომ ნუ შეგაშინებთ მისი აბაზანაში შეტანა".

4. სილიკონის აბსტრაქტული ვიბრატორი

ფოტო: Amazon.com

ფასი: $45

ეს ვიბრატორი 10 განსხვავებულ იმპულსს გამოყოფს და იდეალურია სამგზავროდ, რადგან სპეციალური ფუნქცია აქვს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მგზავრობისას შემთხვევით არ ჩაირთოს.

მომხმარებლის შეფასება: "ბომბი პროდუქტია, ძალიან მაბედნიერებს, ყველას გირჩევთ იყიდოთ".

5. ვარსკვლავი ვიბრატორი

ფოტო: Amazon.com

ფასი: $79

ვარსკვლავუნას მორგება ყველანაირ სხეულზეა შესაძლებელი. მისი გამოყენება მინი ვიბრატორთან ერთადაც შეიძლება. უბრალოდ დაიდეთ ის ეროგენულ ზონაზე და თავის საქმეს თვითონ გააკეთებს.

მომხმარებლის შეფასება: "ვარსკვლავუნას შესახებ მეგობრისგან გავიგე და ძალიან დავინტერესდი. ძალიან მომწონს, რომ მისი გამოყენება შემიძლია არა მხოლოდ მაშინ, როცა აღგზნებული ვარ, არამედ უბრალო რელაქსაციის დროს. მისი იმპულსები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე სხვადასხვაგვარ შეგრძნებას მიტოვებს. ძალიან მომწონს და რეკომენდაციას ვუწევ".

6. ვიბრატორი წყვილისთვის

ფოტო: Amazon.com

ფასი: $45

ამ მრავალმხრივ სათამაშოს მბრუნავი თავი აქვს და თითოეულ მხარზე — 10 სხვადასხვა იმპულსი. რა თქმა უნდა, მისი ეფექტურად გამოყენება თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, აბაზანაშიც თქვენი ერთგული იქნება.

მომხმარებლის შეფასება: "ადრე სხვა ვიბრატორს ვიყენებდი, თუმცა მერე ეს ვცადე და ძალიან მომეწონა. არც ზედმეტად ინტენსიურია და სხვადასხვა მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია. თუკი მსგავსი სათამაშოების დიდი კოლექცია არ გაქვთ, ეს უნდა შეიძინოთ, რადგან ძალიან მრავალფეროვანია".

7. წყალგაუმტარი უნიკალური ვიბრატორი

ფასი: $99

ეს უნიკალური ვიბრატორია, რომელიც სიამოვნებას ისე მოგანიჭებთ, რომ კლიტორთან პირდაპირი კონტაქტი არც ექნება. სათამაშოს ძალიან მოსახერხებელი დიზაინი აქვს და 6 განსხვავებულ იმპულსს უშვებს.

მომხმარებლის შეფასება: "მე მიყვარს ეს სათამაშო. მაღაზიაში სადაც ვმუშაობ უამრავი მსგავსი ნივთი იყიდება, ამიტომ თითქმის ყველაფერი გამოცდილი მაქვს. ეს კი განსაკუთრებულად მომწონს. მართალია არც ისე ჩუმია, მაგრამ სხვებზე ნაკლებ ხმას გამოსცემს. ძალიან მარტივი გამოსაყენებელია და ვურჩევ ყველას, ახლავე შეიძინოთ".

8. Finger pro ვიბრატორი

ფოტო: Amazon.com

ფასი: $39

ვიბრატორის დიზაინი სპეციალურადაა შექმნილი ისე, რომ ცაციებმაც გამოიყენონ. ენის ფორმის ბუსუსებს კი 10 სხვადასხვა იმპულსის გამოშვება შეუძლიათ. არ გამოსცემს ხმას და რა თქმა უნდა, წყალგაუმტარია.

მომხმარებლის შეფასება: "ცოტა დრო დამჭირდა, რომ ჩემს გემოზე მომერგო, მაგრამ ახლა უკვე ძალიან მომწონს. არც ისეთი ძლიერია, მაგრამ შუა ნაწილმა ზუსტად იცის რასაც აკეთებს. ძალიან ჩუმია და იდეალურია განმარტოებისთვის".