"ფულის გამთეთრებლად გამომაცხადეს, რადგან მათი დანაშაულის მიჩქმალვა სურთ" — ირანელი ბიზნესმენი ღარიბაშვილის ინტერესზე საუბრობს
ირანელი ბიზნესმენი, ფურია ნაიები მთავარ არხთან სატელეფონო ინტერვიუში პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბიზნესინტერესებზე მიუთითებს და ამბობს, რომ საკუთარი დანაშაულის დამალვის მიზნით, საქართველოში ფულის გამთეთრებლად გამოაცხადეს.
საქმე ეხება 16 ივნისს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესახებ. კერძოდ, უწყების განცხადებით, 6-მა ადამიანმა $15 მლნ, €20 მლნ და ₾1 მლნ შემოიტანა და ცრუ მეწარმეობას ეწეოდა. მათგან 5 ადამიანი დააკავეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ფ.ნ.-ს მიმართ, რომელიც მთავარი არხის ინფორმაციით, ფურია ნაიებია.
"პირველად რუმინეთში შემომიტიეს, ჩემი აქტივების მოპარვა უნდოდათ, ამ პროცესში ჩართული იყო მინდია ჯანელიძე, რომელიც კონტრტერორისტულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ასევე, ძმები აკაკი და ლაშა ჩხენკელები.
ლაშა ჩხენკელმა მაიძულა, რომ ჩემი საბანკო ანგარიშის ნაწილი მისთვის მიმეცა და ამისთვის ყალბი საბუთები გამოიყენა. სამივე ირაკლი ღარიბაშვილის დავალებებს ასრულებდა. ჩხენკელებიც და ჯანელიძეც ირაკლი ღარიბაშვილის სახელით მელაპარაკებოდნენ. ჯერ ბანკი წამართვეს, შემდეგ ტანკერები მომპარეს და აქეთ დამემუქრნენ", — აცხადებს ის [მთავარი არხის თარგმანი].
ნაიების თქმით, მის წინააღმდეგ საქმის მთავარი მიზეზი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დაბრუნებაა.
"რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მისი გუნდი, აკაკი და ლაშა ჩხენკელებიც დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ჩემი პრობლემა ის იყო საქართველოში, რომ ირანელი ვარ, ფულის გამთეთრებლად მხოლოდ იმიტომ გამომაცხადეს, რომ თავიანთი დანაშაულის მიჩქმალვა და ჩემი დადანაშაულება სურს", — ამბობს ის.
მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და ამ საქმეში მონაწილე ყველა პირის წინააღმდეგ თეირანის უზენაეს სასამართლოსა და ინტერპოლს მიმართა. ნაიებისვე მტკიცებით, მას ფული საზღვარზე არ გაუტანია.
"ეს არის პროპაგანდა ჩვენ წინააღმდეგ. ფული მთლიანად ქვეყანაშია, მე ერთი დოლარიც არ გამიტანია საზღვარზე. ჩემთვის დაბრალება უნდათ რაღაცის. როგორ უნდა გამეტანა ფული სატვირთო მანქანით? მე რა, სატვირთო მანქანის მძღოლი ვარ? და მაინც, თუ ეს მე გავაკეთე, ესე იგი, საზღვარზე კორუმპირებული ხალხი ჰყავთ", — თქვა მან.
16 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დიდი ოდენობის თანხების მალულად შემოტანა გამოავლინეს. უწყების ცნობით, შემოტანილი თანხა, მისი უკანონო წარმომავლობის შესანიღბად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და მათ მფლობელობასა და მმართველობის ქვეშ არსებული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე გამოგონილი დანიშნულებით განათავსეს.
პროკურატურის ინფორმაციით, შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ შეკავშირებულმა პირებმა, მათ მიერ დამზადებული და საბანკო დაწესებულებებში წარდგენილი ყალბი ინვოისებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, თითქოსდა სხვადასხვა საქონლის შეძენის დანიშნულებით, საწარმოების საბანკო ანგარიშებიდან განახორციელეს მრავალჯერადი ტრანზაქციები სხვადასხვა ქვეყანაში.
უწყების განცხადებითვე, მოიძიეს და დააყადაღეს დანაშაულის ორგანიზატორის, ფ.ნ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების მიერ, სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით, შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონებები, მათ შორის, ოთხი ბინა, კომერციული ფართი, მიწის ნაკვეთები და სამი ძვირადღირებული მანქანა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები