160 ათასი უფასო პრეზერვატივი მხოლოდ შინწასაღებ სუვენირადაა განკუთვნილი — საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიმდინარე კვირაში არაერთხელ გააჟღერა მოთხოვნა, რომ ოლიმპიურ სოფელში მცხოვრებებმა ფიზიკურ დისტანციასთან დაკავშირებული რეგულაციები უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაჯარიმდებიან, მიიღებენ დისკვალიფიკაციას ან დეპორტაციასაც კი. კომიტეტის გაწერილი წესების მიხედვით, "არიდებული უნდა იქნას ფიზიკური კონტაქტის არასასურველი ფორმები".
ამგვარი განცხადების შემდეგ უხერხული კითხვები გაჩნდა იმ 160 ათასი პრეზერვატივის გარშემო, რომელიც, ტრადიციისამებრ, ოლიმპიურ სოფელში უნდა დარიგდეს.
1988 წელს სეულში გამართული ოლიმპიადის შემდეგ, უსაფრთხო სექსის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ასობით ათასი უფასო პრეზერვატივი მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე მონაწილეებს ყოველთვის ურიგდებათ. თუმცა, წლევანდელ ოლიმპიადაზე მოქმედი წესების 33-გვერდიანი კრებულის მიხედვით, კონდომებს ამჯერად მხოლოდ "სუვენირის" დანიშნულება აქვთ.
ორგანიზატორების თქმით, პრეზერვატივები 15 ათას სპორტსმენს ოლიმპიურ სოფელში გამოყენებისათვის არ ურიგდება. ამის ნაცვლად, მათ ისინი შინ უნდა წაიღონ შიდსისა და აივ-ინფექციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებად.
სამხრეთ კორეაში გამართული 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს მონაწილეებს 110 ათასზე მეტი პრეზერვატივი დაურიგეს, 2016 წლის რიოს ოლიმპიადის დროს კი მონაწილეებს 450 ათასი კონდომი გადაეცათ.
წელს დასარიგებელ პრეზერვატივებს ოთხი იაპონური მწარმოებელი დაამზადებს.
წლევანდელ ოლიმპიადაზე უსაფრთხოების სხვა ზომების დაცვაც მოითხოვება. ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ღონისძიების დაწყებამდე, 23 ივლისისათვის, მონაწილეების თითქმის 80 პროცენტი სრულად აცრილი იქნება. მიუხედავად ამისა, მათ მაინც მოუწევთ ფიზიკური დისტანციის დაცვა ერთმანეთთან. ორგანიზატორები აპირებდნენ, რომ სპორტსმენებს სადილობა დიდ დარბაზებში ერთად შესძლებოდათ, თუმცა, ახლა ყველა მონაწილეს მოუწოდებენ, რომ მარტომ ისადილოს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები