ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით, ქართული თხილის საწარმომ ფუნქციონირება გააგრძელა
გატაცებით, სიზუსტით და ერთგულებით საქმიანობა მომხმარებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად — ეს არის ქართული კომპანია ჯტჯ პლასის დევიზი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კვების მრეწველობას საუკეთესო ხარისხის პროდუქციით ამარაგებს.
შპს ჯტჯ პლასი თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა. საწარმო ყვარელსა და ზუგდიდში მდებარეობს და ჯამში 100-მდე თანამშრომელს ითვლის. გამოცდილი კადრების შემოკრებისა და მაღალი ხარისხის პროდუქციისა თუ მომსახურების მიწოდებამდე, დამფუძნებლებმა თითქმის 20 წელი გაატარეს თხილის სფეროში — იმუშავეს ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა: ხარისხის მენეჯერი, თხილის შემსყიდველი, დამხმარე და სხვა.
დაგროვილმა კომპეტენციამ და ცოდნამ პირდაპირ იმოქმედა ბიზნესის განვითარებაზე — შედეგად, დღესდღეობით ჯტჯ პლასი შესაშური რეპუტაციით სარგებლობს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვრებს გარეთ. კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახის პროდუქტს, როგორიცაა თხილის გული, მოხალული თხილის გული, დაჭრილი მოხალული თხილის გული და სხვა. სამომავლოდ, ჯტჯ პლასი აპირებს თხილის პასტის მომზადებასაც. წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
მრავალწლიანი გამოცდილებისა თუ ადმინისტრაციის ძალისხმევის მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიამ საწარმოს საქმიანობაზე გავლენის მოხდენა მაინც შეძლო. მთლიანად შეიცვალა ჯტჯ პლასის დღის წესრიგი — თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ დისტანციურ რეჟიმზე გადასულიყვნენ, გართულდა პროდუქტის რეალიზაცია.
"წარმოება რომ არ შეჩერებულიყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, თანამშრომლებს დისტანციის დაცვით ემუშავათ, შესაბამისად მოგვიწია მათი შემცირება, თუმცა შეძლებისდაგვარად ვცდილობდით უხელფასოდ არავინ დაგვეტოვებინა. ამას დაემატა გადაადგილებასთან და საბაჟოებთან დაკავშირებული შეზღუდვები. ჩვენს მძღოლებს უწევდათ თვითიზოლაციის წესების დაცვა, რამაც პირდაპირ გამოიწვია მომხმარებლებთან ტვირთის მიწოდების შეფერხება, სანაცვლოდ ისინი აგვიანებდნენ თანხის გადახდას. პარალელურ რეჟიმში უნდა შეგვესყიდა ნედლეული ადგილობრივი ფერმერებისგან, საჭირო გახდა დამატებით თანხების მოძიება, რათა შეგვენარჩუნებინა ბიზნესი", — გვიყვება კომპანიის დირექტორი, ბაჩუკ თამლიანი.
იმისთვის, რომ კომპანიას შიდა ბაზარზე ნედლეულის შესყიდვა და შედეგად შეუფერხებელი მუშაობა გაეგრძელებინა, დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ჩართულიყვნენ ევროკავშირისა (EU) და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის (EIB Group) ერთობლივ ინიციატივაში — ევროკავშრის დაფინანსება ნოვატორებისთვის (InnovFin SME Guarantee Facility).
InnovFin, ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის, არის EIB ჯგუფის (ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ფონდი) ერთობლივი ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის "ჰორიზონტი 2020" ფარგლებში ევროკომისიასთან თანამშრომლობით ხორციელდება. იგი მოიცავს EIB ჯგუფის დაფინანსების ინსტრუმენტებს და საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც სრულად მოიცავს კვლევისა და ინოვაციების მთლიანი ღირებულებათა ჯაჭვის გამართვას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) განვითარების ხელშესაწყობად.
პროგრამა, ადგილობრივი ბანკების შუამავლობით, ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე, საშუალო კაპიტალიზაციის საწარმოებს, დაფარონ სესხის 50% და ხელს უწყობს მათ კვლევების, ინოვაციების და დიგიტალიზაციის დანერგვის პროცესში. კორონავირუსის პერიოდში კი, ბიზნესსაქმიანობის უკეთ ხელშესაწყობად, ეს გარანტია 80%-მდე გაიზარდა და კაპიტალბრუნვისთვის საჭირო ხარჯებიც მოიცვა.
InnovFin-ის პროგრამა ქართულ საწარმოებს სთავაზობს სესხის უფრო ხელსაყრელ პირობებს, ვიდრე ეს ბაზარზეა ხელმისაწვდომი. კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხების შეთავაზება ხდება შემცირებული საპროცენტო განაკვეთით და ამავდროულად, სესხის დაფარვის უფრო გრძელი ან უფრო მოქნილი გრაფიკით, ასევე გირაოს შემცირებული მოთხოვნებით. ამასთან, სესხი გაიცემა მაღალი რისკის მქონე კომპანიებისთვისაც, რომელთა მხარდაჭერაც სხვა შემთხვევაში არ მოხდებოდა. პროგრამაში მონაწილე ბანკები, პროკრედიტი, თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი აფასებენ პროექტებს მათი სტანდარტული საკრედიტო პოლიტიკის საფუძველზე, InnovFin-ის პროგრამის დასაშვებობის კრიტერიუმების გათვალისწინებით და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.
ჯტჯ პლასმა InnovFin-ის პროგრამის ფარგლებში ნედლეულის შესყიდვის მიზნით, სწორედ კაპიტალბრუნვისთვის საჭირო მოკლევადიანი სესხი გამოიყენა. აღნიშნული დახმარების შედეგად, კომპანიამ შეძლო გაეხსნა თითქმის ორი თვით შეჩერებული საწარმო.
"გაწეული მხარდაჭერით ჩვენ შევძელით გაგვეგრძელებინა საქმიანობა — დროულად შევისყიდეთ ნედლეული, ფერმერებს შეფერხების გარეშე გადავუხადეთ თანხა, მომხმარებლებს კი ჩვეულ რეჟიმში მივაწოდეთ პროდუქტი. ასევე, რაც მნიშვნელოვანია, მოვახერხეთ თანამშრომლებისთვის ანაზღაურების დაუგვიანებლად გადახდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროგრამაში ჩართვა ჩვენი საწარმოს ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო", — ამბობს ბაჩუკ თამლიანი.
დღესდღეობით შპს ჯტჯ პლასში მუშაობა პანდემიის შედეგად არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. კომპანიამ შეძლო დაბრკოლებების მიუხედავად გაეგრძელებინა ფუნქციონირება. ამით საწარმომ უზრუნველყო არამხოლოდ თანამშრომლების კეთილდღეობა, არამედ ყველა იმ ადამიანისა თუ კომპანიის, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად იკვეთება მის საქმიანობაში.
"მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის დახმარებით ბიზნესსაქმიანობას უწყვეტად ვაგრძელებთ, ჯერჯერობით არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დღესაც ვსაჭიროებთ პროგრამით სარგებლობას. ახლა, როცა გარკვეულ შედეგს მივაღწიეთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ InnovFin-ის საგარანტიო პროგრამაში ჩართვის გარეშე საწარმოს საქმიანობა სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. გვინდა შემთხვევით ვისარგებლოთ და საწარმოს სახელით მადლობა გადავუხადოთ ევროკავშირსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფს", — ამბობს ბაჩუკ თამლიანი.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა კიდევ უფრო აძლიერებს ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ საქართველოში COVID-19-ის პანდემიის კრიზისის დასაძლევად კერძო სექტორისთვის გაწეულ დახმარებას, აგრეთვე უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებას და ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას. მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა ადგილობრივ ბანკებს 70 მილიონი ევრო გამოუყო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხებზე წვდომის გასაუჯობესებლად, ხოლო ახალი InnovFin-ის პროგრამა 250 მილიონ ევრომდე სასესხო პორტფელს ითვალისწინებს და ქართულ ბიზნესს პანდემიის კრიზისის დაძლევაში ეხმარება. დამატებით 100 მილიონი ევრო კი პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გასაძლიერებლადაა გამოყოფილი.
მთლიანობაში, ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით, დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყვეს. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხის სახით. ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც უპრეცენდენტო კრიზისის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატულ მტკიცე სოლიდარობას ადასტურებს.
Passion, precision and dedication to work to satisfy customer needs – this is the moto of the Georgian company GTG Plus, which has been supplying the food industry with finest quality products for the past five years.
GTG Plus Ltd is a hazelnut manufacturer and exporter that appeared on the market in 2015. The enterprise is located in Kvareli and Zugdidi and employs a total of 100 people. Before recruiting experienced workers and starting to deliver high quality products and services, the founders spent almost 20 years in the hazelnut production industry, working as quality managers, nut collectors, assistants and more.
The accumulated knowledge and expertise had a direct impact on their business development, making GTG Plus a company that enjoys an enviable reputation both in the country and abroad. Today, the company manufactures a variety of products such as hazelnuts, roasted hazelnut kernels, chopped roasted hazelnuts, etc. In the future, GTG Plus is going to also produce hazelnut paste. The manufactured products are exported to the EU countries.
Despite many years of experience and the managerial efforts, the COVID-19 pandemic affected the GTG Plus’s operations, changing the company’s agenda, forcing the employees to work remotely and making it difficult to sell the product.
"In order not to stop the production, we decided to keep the employees working remotely, and we had to cut down the staff, but we tried as much as possible to leave no one unpaid. There were also transportation and customs restrictions. Our drivers had to follow the rules of self-isolation, which directly led to delays in deliveries to customers, and in return, they were late in paying. At the same time, we had to buy raw materials from local farmers, so it became necessary to hire additional staff to keep the business going. Altogether eventually led to a temporary lack of finances", – says the company director, Bachuk Tamliani.
In order for the company to purchase raw materials in the domestic market and continue working as a result, the GTG Plus founders decided to apply to the InnovFin SME Guarantee Facility.
InnovFin, EU Finance for Innovators, is a joint initiative by the EIB Group (European Investment Bank – EIB and European Investment Fund – EIF) in cooperation with the European Commission under the EU Research and Innovation Programme Horizon 2020. It consists of financing tools and advisory services offered by the EIB Group, covering the entire value chain of research and innovation to support investments by micro, small and medium size enterprises (MSMEs).
The programme covers 50% of every loan disbursed by the local banks in Georgia and targets small and medium-sized enterprises and mid-caps that require investment and working capital to finance research, innovation and digitalisation activities. As a response to the COVID-19 pandemic, the guarantee has been increased to cover 80% of loans provided by the local banks to SMEs and mid-caps impacted by the coronavirus crisis for their working capital needs.
The InnovFin SME Guarantee Facility allows for offering more favourable lending terms to Georgian enterprises than otherwise available on the market. In particular, loans to SMEs provided under the facility are offered at reduced interest rates, but often also for a longer or more flexible repayment schedules, reduced collateral requirements and to high risk companies which would not be supported otherwise. The banks participating in the programme, ProCredit, TBC Bank, and Bank of Georgia, evaluate projects on the basis of their standard credit policies, taking into account the InnovFin eligibility criteria and in conformity with respective EU standards.
Under the InnovFin programme, GTG Plus used the short-term loan required for the company’s capital turnover and purchase of raw materials. Because of this assistance, the company could re-open the enterprise that had been closed down for almost two months.
"With their support, we were able to continue our activities, and we timely bought raw materials, paid the farmers without delay, and delivered the product to the customers as usual. In addition, and most importantly, we managed to timely pay the employees. We can confidently say that involvement in this program was vital for the company’s operations", — says Bachuk Tamliani.
Today, GTG Plus fully complies with the existing pandemic regulations. The company continues to operate despite the obstacles, thus ensuring the well-being of its employees and local farmers, as well as all the people and enterprises that are directly or indirectly involved in the company’s activities.
"Although we continue to do business with the EU and EIB Group’s support, we still need involvement in the InnovFin programme to cope with the existing challenges. Now that we have achieved some results, I should admit that our operations would have been very different without the involvement in the InnovFin guarantee programme. I would like to take this opportunity to thank the EU and the EIB Group on behalf of our company", — notes Bachuk Tamliani.
The EIB Group activities supporting Georgian MSMEs reinforce EU and Team Europe support for the recovery of Georgia’s private sector from the COVID-19 pandemic, as well as sustain jobs, maintain liquidity and operations, and fuel the economic recovery of Georgia. In 2020 alone, EIB Group provided EUR 70 million loans for MSMEs with leading banks and the new InnovFin SME Guarantee Facilities can cover up to EUR 250 million of MSME loan portfolio to boost recovery of Georgian businesses from the pandemic. Another EUR 100 million loan is supporting the reinforcement of the national healthcare sector’s ability to deal with the COVID-19 crisis.
Overall, the EU and Team Europe have mobilised around GEL 1.5 billion of new and reallocated assistance to help Georgia deal with the COVID-19 pandemic. Almost 2/3 of this amount is grants, the remaining are loans at favourable interest rates. That is one of the highest levels of EU assistance per capita to any country in the world and demonstrates the EU’s strong solidarity with Georgia at this time of unprecedented crisis.
-
-
გადახედვაევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ
-
გადახედვათამთა მიქელაძე: აფგან სადიგოვი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს თამთა მიქელაძე: აფგან სადიგოვი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
-
გადახედვაშმიჰალი: უკრაინა არ გააგრძელებს რუსული გაზის ტრანზიტზე კონტრაქტს შმიჰალი: უკრაინა არ გააგრძელებს რუსული გაზის ტრანზიტზე კონტრაქტს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვაა ირაკლი კობახიძე: ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვაა
-
გადახედვანინო ლომჯარია: საკონსულო აღრიცხვაზე მხოლოდ დღეს 4 500 მოქალაქე დარეგისტრირდა ნინო ლომჯარია: საკონსულო აღრიცხვაზე მხოლოდ დღეს 4 500 მოქალაქე დარეგისტრირდა
-
გადახედვა8 ოქტომბერს, თბილისის ქუჩებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება 8 ოქტომბერს, თბილისის ქუჩებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
-
გადახედვაზურაბიშვილი: ცესკო, საგარეო, საკონსულოები, ყველა ჩართული იყო იმაში, რომ ყველანაირი შეფერხებები ყოფილიყო ზურაბიშვილი: ცესკო, საგარეო, საკონსულოები, ყველა ჩართული იყო იმაში, რომ ყველანაირი შეფერხებები ყოფილიყო
-
გადახედვაპრეზიდენტი: არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა პრეზიდენტი: არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა
-
გადახედვაგაიცანით "დრაკულა" — გიგანტური ფრინველი პრეისტორიული დედამიწიდან გაიცანით "დრაკულა" — გიგანტური ფრინველი პრეისტორიული დედამიწიდან
-
-
-
გადახედვარობერტ ფიცო: ღიად ვამბობ, რომ ცივი დამოკიდებულება გვაქვს უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ რობერტ ფიცო: ღიად ვამბობ, რომ ცივი დამოკიდებულება გვაქვს უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ
-
გადახედვასაპარლამენტო ჯგუფი "გირჩი" "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას არ გამორიცხავს საპარლამენტო ჯგუფი "გირჩი" "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას არ გამორიცხავს
-
გადახედვასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვაერდოღანი: როგორც ჰიტლერი შეაჩერეს, ასევე შეაჩერებენ ნეთანიაჰუსაც ერდოღანი: როგორც ჰიტლერი შეაჩერეს, ასევე შეაჩერებენ ნეთანიაჰუსაც
-
გადახედვასკოლის მოსწავლეების მშობლებმა, პროტესტის ნიშნად, ცოტნე დადიანის ქუჩა გადაკეტეს სკოლის მოსწავლეების მშობლებმა, პროტესტის ნიშნად, ცოტნე დადიანის ქუჩა გადაკეტეს
-
-
გადახედვაერდოღანი: როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის საერთო ალიანსმა, ასევე შეაჩერებენ ნეთანიაჰუსაც ერდოღანი: როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის საერთო ალიანსმა, ასევე შეაჩერებენ ნეთანიაჰუსაც
-
გადახედვაავიაკომპანია Emirates-მა თვითმფრინავში რაციებისა და პეიჯერების ატანა აკრძალა ავიაკომპანია Emirates-მა თვითმფრინავში რაციებისა და პეიჯერების ატანა აკრძალა
კომენტარები