ვეგანობის გრძელი ისტორია მოკლედ: რატომ დაიწყო ადამიანმა კვების რაციონის შეცვლა
ვეგანებად ის ადამიანები იდენტიფიცირდებიან, რომლებიც არ ჭამენ არც ხორცს, არც თევზს, არც ყველს, არც მაიონეზს და არც თაფლს; ისინი არც რძის შრატის პროტეინს იღებენ და არც ჟელატინს — ანუ არაფერს, რაც ცხოველისგან ან მის მიერ იქმნება. ვეგანები არც ისეთ ტანსაცმელს, აქსესუარებსა თუ ნებისმიერ სხვა ნივთს იყენებენ, რომლებიც ცხოველისგან მზადდება — არანაირი ტყავი, მატყლი, მარგალიტი ან სპილოს ძვლის კლავიშებიანი პიანინო.
ვეგანობა ვეგეტარიანელობის უკიდურესი ფორმაა. მართალია, ეს ტერმინი 1944 წელს დამკვიდრდა, თუმცა ხორცის მიღებისგან თავის შეკავების იდეას ჯერ კიდევ ძველ ინდურ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხებში ვხვდებით. ვეგეტარიანიზმი კი პირველად ბერძენმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა, პითაგორა სამოსელმა დაახლოებით ძვ.წ. 500 წელს ახსენა. მართკუთხა სამკუთხედებზე თეორემის შემქმნელი ყველა არსებისადმი — მათ შორის, ადამიანებისადმიც — გულმოწყალების ღირებულებას უსვამდა ხაზს. ვეგეტარიანელობას მხარს ბუდიზმის, ინდუიზმისა და ჯაინიზმის მიმდევრებიც უჭერდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ადამიანებმა სხვა ცხოველებს ტკივილი არ უნდა მიაყენონ.
უხორცო ცხოვრების წესი დასავლეთში მასობრივად არასდროს გავრცელებულა. თუმცა ის საზოგადო ჯანდაცვაზე ყურადღების გამახვილებისა თუ რელიგიური სენტიმენტების გაძლიერების პერიოდებში იჩენდა ხოლმე თავს. Ephrata Cloister, მკაცრი რელიგიური სექტა, რომელიც 1972 წელს პენსილვანიაში დაარსდა, ცელიბატობასთან ერთად ვეგეტარიანელობასაც უჭერდა მხარს. მე-18 საუკუნის უტილიტარისტი ფილოსოფოსი, ჯერემი ბენტამი მიიჩნევდა, რომ ცხოველთა ტანჯვა ისეთივე სერიოზული საკითხი იყო, როგორიც ადამიანის ტანჯვა. მან ამ ასპექტში ადამიანის უპირატესობის იდეა რასიზმსაც კი შეადარა.
პირველი ვეგეტარიანული საზოგადოება ინგლისში, 1847 წელს ჩამოყალიბდა. სამი წლის შემდეგ კი მღვდელმა სილვესტერ გრემმა ამერიკის ვეგეტარიანული საზოგადოება დააფუძნა. გრემი პრესვიტერელი ღვთისმსახური იყო და მისი მიმდევრები, რომლებსაც გრემელებს უწოდებდნენ, მის მითითებებს ემორჩილებოდნენ. ეს მითითებები ვეგეტარიანელობას, ზომიერებას, თავშეკავებასა და ხშირ ბანაობას მოიცავდა.
1944 წლის ნოემბერში ბრიტანელმა დურგალმა, დონალდ უოტსონმა გამოაცხადა, რომ რადგან ვეგეტარიანელები რძის პროდუქტებსა და კვერცხს ჭამდნენ, ის ახალი ტერმინის, ვეგანის, შექმნას აპირებდა იმ ადამიანების აღსაწერად, რომლებიც ამ პროდუქტებსაც არიდებდნენ თავს.
ამ ამბამდე ერთი წლით ადრე ბრიტანეთის ფერმის ძროხების 40%-ში ტუბერკულოზი აღმოაჩინეს და უოტსონმა ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მან თქვა, რომ ვეგანური ცხოვრების წესი ხალხს დაბინძურებული საკვებისგან იცავდა. ტერმინის გამოყენებიდან სამი თვის შემდეგ კი უოტსონმა ოფიციალური განმარტება გამოსცა, თუ როგორ უნდა გამოთქმულიყო ეს სიტყვა. "ვეგანი და არა ვეჯანი", — წერდა ის თავის ახალ ვეგანთა საზოგადოების გაზეთში, რომელსაც 25 გამომწერი ჰყავდა. 2005 წელს, როდესაც უოტსონი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, ბრიტანეთში 250,000 თვითიდენტიფიცირებული ვეგანი სახლობდა. აშშ-ში კი იმავე პერიოდში 2 მილიონი ვეგანი ცხოვრობდა — მობის, ვუდი ჰარელსონის და ფიონა ეფლის ჩათვლით.
მკაცრი ვეგანიზმი ყველა ტიპის ცხოველური პროდუქტის გამოყენებას კრძალავს — მათ შორის ისეთსაც, რომელიც საკვები არ არის. მაგრამ როგორც ცხოვრების ნებისმიერი ისეთი წესის არჩევანი, რომელიც "იზმით" მთავრდება, ვეგანიზმიც მკაცრ საზღვრებს არ მოიაზრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვეგანიზმისა თუ ვეგეტარიანიზმის მრავალი მიმდევარი დადგენილ წესებს ხშირად არღვევს ხოლმე. მაგალითად, ვიტამინი B12 თითქმის მთლიანად ცხოველურ პროდუქტებში გვხვდება, ამიტომ ბევრი ვეგანი დანამატებიან საკვებს მიირთმევს ან პირდაპირ ვიტამინს სვამს, რათა მისი საჭირო რაოდენობა მიიღოს.
თანამედროვე დასავლურ სამყაროში ვეგეტარიანელობა ფილოსოფიური და რელიგიური ფესვებისგან გათავისუფლდა და ჯანმრთელობისთვის მიღებულ არჩევანად გადაიქცა. ამაზე ის მრავალრიცხოვანი რესტორნები მეტყველებს, რომლებიც ვეგეტარიანულ კერძებს გვთავაზობს. ხოლო წვეულების მენიუს დაგეგმვამდე სულ უფრო ხშირად კითხულობენ, არის თუ არა სტუმართაგან ვინმე ვეგეტარიანელი. თუმცა ვეგანიზმი ჯერ კიდევ ცხოველთა უფლებების მოძრაობას უკავშირდება და ფართო საზოგადოების ცნობიერებაში ბოლომდე არაა დამკვიდრებული.
ვეგანებმა საკვების არჩევისას იმ დონის სიმკაცრე შეუძლიათ გამოავლინონ, რამდენიც მოუნდებათ. მაგალითად, საერთაშორისო ვეგეტარიანელთა კავშირის ვებსაიტზე ვეგანებისთვის ისეთი სასარგებლო რჩევებს შეხვდებით, როგორიც საცხობ ფორმებზე ცხოველური ცხიმის წასმა ან ძვლის ნახშირით რაფინირებული შაქრის გამოყენებაა. თუმცა, ამასთან, არსებობს უმი ვეგანიზმიც, რომელიც საკვების მოუმზადებლად, უმად მირთმევას ნიშნავს. თუ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავალთ, მონო კვებას მივიღებთ — იდეას, რომ კუჭმა ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ტიპის საკვები უნდა გადაამუშაოს. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ რაიმეს მიირთმევთ, დიდი ალბათობით, არსებობს ვინმე სხვა, ვინც იმავეს ჭამაზე ამა თუ იმ მიზეზით უარს ამბობს.
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები