თბილისში 80 წლის მეზობელმა კორონავირუსით ინფიცირებულ და-ძმას კერძები მოუმზადა
ქართულ ენაში მეზობლებზე იმდენი რამ თქმულა, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისათვის ნებისმიერი მათგანის წარდგენა შეიძლება მეზობლობის ფენომენის ასახსნელად.
"ამომავალი მზე", "თვალის სინათლე", "მზეზე წინ სანახავი დილა" და სხვა — ეს ის ეპითეტებია, რომლებითაც ქართულ ზეპირსიტყვიერებაში მეზობლები არიან დახასიათებულები. ნამდვილად ყველა მათგანი შეჰფერის ამ ამბის გმირს — ზოია ბებოს.
ზოია ბებო ჟურნალისტი თამარ იაკობაშვილის კარის მეზობელია. სწორედ თამარის დახმარებით გავიგეთ მისი კეთილშობილების შესახებ. 80 წლის ქალს კარგ ამინდში თურმე კარი ყოველთვის ღია აქვს და სამეზობლოს გემრიელი კერძების სურნელით ცდუნებას ცდილობს ხოლმე.
რამდენიმე დღის წინ, როცა თამარის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა, ორივე მათგანი სახლში აღმოჩნდნენ. ზოია ბებომ ეს ამბავი ალბათ მალევე შეიტყო, რადგან მეზობლებს დაუკაკუნა და თავისი "საფირმო კერძებით" გაწყობილი სინი კართან დაუტოვა. თან, ბოდიშის მოხდენით დაუძენია, "სათანადო ყურადღებას ვერ გაქცევთო".
"ჩვენთვის გაამზადა თავისი საფირმო ღომი და კიდევ ბევრი რამ, დააკაკუნა და კართან დაგვიტოვა"
"80 წლისაა, რისკის ჯგუფს წარმოადგენს და მაინც გადაწყვიტა, რაღაცები გაემზადებინა", — წერს თამარი ფეისბუქზე, — "არ არსებობს ჩემთვის ამაზე უკეთესი საჩუქარი".
"მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო"
ეს ამბავი პანდემიური სოლიდარობის ერთ-ერთი მაგალითია — თუ როგორ ცდილობენ ადამიანები, კრიზისულ სიტუაციაში სხვებს დაეხმარონ. გასული წლიდან ალბათ გახსოვთ ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანილი მეზობლის ძაღლს ქვედა სართულიდან კვებავდა.
ასევე გასულ წელს, ამერიკელ ფერმერს, რომელმაც ინფარქტი გადაიტანა, მეზობლებმა მოსავალი დაუბინავეს.
თუმცა, ქართულ სამეზობლოში განსაკუთრებული სოლიდარობა, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, არც პანდემიამდე იყო უჩვეულო ამბავი. რამდენიმე წლის წინ საგურამოში კაცმა, საკუთარის ნაცვლად, მეზობლის სახლი გაარემონტა.
კოვიდპანდემიის პერიოდში კი, მარნეულში ქალებმა ვირუსით დაინფიცირებული ოჯახის ნაკვეთი გათოხნეს, რათა მათი მოსავალი შეენარჩუნებინათ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები