ირაკლი კოვზანაძე

2 Jun. 2021, 17:32

რამდენიმე წელია ისმის კითხვა, ვისი პასუხისმგებლობაა ლარი, ლარის კურსი, მთავრობის, ეროვნული ბანკის და ზოგადად, არავის უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს თავის მანდატში უწერია, რომ ინფლაციაზე პასუხისმგებელი, ჩემთვის პასუხი ნათელია — ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა. 

ფულის ემისია ეროვნული ბანკის ექსკლუზიური ფუნქციაა, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელება ეროვნული ბანკის ფუნქციაა. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი და არავის აქვს უფლება ჩაერიოს მის საქმიანობაში. წარმოგვიდგენია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავი აარიდოს ევროზე პასუხისმგებლობას ან ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აშშ დოლარზე პასუხისმგებლობას?

ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს უსმენდნენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება

სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას, რომელმაც პატიმრების…