7 სასარგებლო რჩევა, თუ განათლების მიღება საზღვარგარეთ გსურს
ფოტო: Shutterstock
პროფესიული ცოდნის გაღრმავება, უცხო ენის დონის გაუმჯობესება, დამოუკიდებლობა, თვალსაწიერის გაფართოება და განსხვავებული გამოცდილებისა და შეხედულებების მქონე ადამიანებთან შეხვედრა პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს გვიღვივებს სურვილს, ქვეყნის საზღვრებს გავცდეთ და სასწავლებლად ჩვენს საოცნებო უნივერსიტეტებს მივაშუროთ.
მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ სწავლა მარტივი შეიძლება სულაც არ იყოს, უამრავ ადამიანს ეს ხშირად აუხდენელ ოცნებად მიაჩნია. ამის მიზეზი კი, ძირითადად, მოხალისეობრივი და სასწავლო გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ On.ge-მ გადაწყვიტა, აღნიშნული თემის შესახებ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა ნატალია ჭამიაშვილისთვის დაესვა, რომელიც პლატფორმა W4W (განათლება და კარიერული განვითარება) და ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაცია მოხალისეთა ჰაბის დამფუძნებელია. ნატალია ამჟამად Erasmus Mundus-ის პროგრამით მაგისტრატურის საფეხურზე სწავლობს და საკუთარ გამოცდილებასთან ერთად On.ge-ის Instagram Live-ის ფარგლებში რჩევები იმ ადამიანებისთვისაც გაეზიარებინა, რომელთაც საზღვარგარეთ სწავლა სურთ.
გთავაზობთ 7 რჩევას, რომელიც აუცილებლად დაგეხმარება, თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს:
1. მოიძიე დეტალური ინფორმაცია სასურველი პროგრამების შესახებ
ფოტო: Giphy
თუ საზღვარგარეთ სწავლა გინდა, პირველი ნაბიჯი სასურველი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიებაა. უამრავი ადამიანი შესაძლებლობებს ხელიდან მხოლოდ იმის გამო უშვებს, რომ საჭირო ინფორმაცია არ აქვს. სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად შეგიძლია ფეისბუქ ჯგუფები W4W (განათლება და კარიერული განვითარება) და მოხალისეთა ჰაბი (განათლება და კარიერული განვითარება) გამოიყენო.
თუ უნივერსიტეტიდან გინდა გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ წასვლა, კარგი იქნება, თუ კონკრეტული უნივერსიტეტის საგარეო დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდებს გამოიწერ. თუ დამოუკიდებლად გსურს სასწავლო ან მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართვა, სხვადასხვა გამგზავნი ორგანიზაციებისა და საელჩოს გვერდები უნდა გამოიწერო, რომლებიც გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციას ხშირად აქვეყნებენ. მსგავს და სხვა საინტერესო ინფრომაციას თავად ნატალიას ტიკტოკზეც აღმოაჩენ.
2. გაითვალისწინე უნივერსიტეტისა თუ ორგანიზაციის პრიორიტეტები და მოთხოვნები
ფოტო: Giphy
თითოეული უნივერსიტეტისა და ორგანიზაციის პროგრამას განსხვავებული პრიორიტეტები და მოთხოვნები აქვს. ეს შესაძლოა, პიროვნულ თვისებებსა და უნარებს ან გამოცდილებას უკავშირდებოდეს, უნივერსიტეტის შემთხვევაში განსაკუთრებით — აკადემიურ მოსწრებას, კონფერენციებში მონაწილეობას, სხვადასხვა აქტივობებს და ა.შ. პრიორიტეტებისა და მოთხოვნების პოვნა მომზადებაში დაგეხმარება, რაც, საბოლოოდ, შესაძლებლობას მოგცემს, შესაბამისი უნივერსიტეტისა თუ ორგანიზაციის სასურველი კანდიდატი გახდე.
3. რეზიუმე კონკრეტული პროგრამის მოთხოვნების მიხედვით შეადგინე
ფოტო: Giphy
შერჩევის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური ეფექტური რეზიუმეს მომზადებაა. არასწორია მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ადამიანები ერთსა და იმავე რეზიუმებს განსხვავებულ პოზიციებსა და პროგრამებზე აგზავნიან. რეზიუმე ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის უნდა შეადგინო და ის უნარ-ჩვევები, თვისებები და გამოცდილება ასახო, რომელსაც კონკრეტული პროგრამა კანდიდატისგან ითხოვს.
ნატალიას თქმით, სასურველია, რეზიუმე 2 გვერდს არ აღემატებოდეს და სადა იყოს, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი პროფესია ისეთ კრეატიულ სფეროს არ უკავშირდება, რომლის გათვალისწინებაც რეზიუმეში აუცილებელი იქნება. მაგალითად, გრაფიკული დიზაინერის რეზიუმეში მისი პროფესიული უნარები შესაბამისად უნდა ჩანდეს.
ნატალიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რეზიუმეს თან ერთვოდეს თარიღები (მაგალითად, სწავლის დაწყებისა და დასრულების) და საკონტაქტო ინფორმაცია. გამოცდილება კი ქრონოლოგიურად, ყველაზე ახლიდან — ძველისკენ უნდა იყოს მითითებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეზიუმეში კონკრეტულ პროფესიასთან და პროგრამასთან შეუსაბამო გამოცდილებისა და განათლების შესახებ მითითება რეკომენდირებული არაა.
4. სამოტივაციო წერილი ზედმეტი არასდროსაა!
ფოტო: Giphy
საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის სამოტივაციო წერილის დაწერა ხშირად ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, თუმცა ასეთის არ არსებობის შემთხვევაშიც კი, ნატალია გვირჩევს, წერილი აუცილებლად გავაგზავნოთ.
სამოტივაციო წერილიც ისევე, როგორც რეზიუმე, კონკრეტული პროგრამის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს და ისეთი უნარ-ჩვევები, მიზნები და გამოცდილება უნდა იყოს წარმოჩენილი, რომელიც უნივერსიტეტსა თუ ორგანიზაციას აინტერესებს. მნიშვნელოვანია, მიუთითო, კონკრეტულად როგორ შეესაბამები აღნიშნულ მოთხოვნებს, რას შესძენ გუნდს ან უნივერსიტეტს იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებს შორის სწორედ შენ შეგარჩევენ.
ნატალია გვირჩევს, ვეცადოთ, რომ სამოტივაციო წერილს ერთ გვერდზე მეტი არ დავუთმოთ და გავითვალისწინოთ კონკრეტული პროფესიისა და სფეროს მოთხოვნებიც. მისი თქმით, სამოტივაციო წერილში ისიც აუცილებლად უნდა მივუთითოთ, თუ საიდან შევიტყვეთ კონკრეტული პროგრამის შესახებ ინფორმაცია.
გარდა ამისა, ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა პრობლემებისა თუ მიზეზების გამო ჩვენთვის სწავლა და მუშაობა პრიორიტეტი არ იყო. ეს შეიძლება იყოს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახური მდგომარეობა და სხვ. სამოტივაციო წერილი შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მსგავსი პერიოდებისა და მიზეზების შესახებ ორგანიზაციასა თუ უნივერსიტეტს აცნობო.
5. არ დაგავიწყდეს აკადემიური მოსწრების მნიშვნელობა
ფოტო: Giphy
მართალია, მოხალისეობრივ გაცვლით პროგრამებში აკადემიურ მოსწრებასა და GPA-ს უმეტესად დიდი ყურადღება არ ექცევა და სხვა კრიტერიუმებია პრიორიტეტული, სასწავლო გაცვლითი პროგრამების შემთხვევაში აკადემიური მოსწრება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. უნივერსიტეტმა სწავლისადმი შენი ინტერესი თვალნათლივ უნდა დაინახოს.
რა თქმა უნდა, მუდმივად კარგი ქულების მიღება მარტივი სულაც არაა და ხშირად სტრესთან ასოცირდება. ჩვენს ცხოვრებაში არსებობს ისეთი პერიოდებიც, როდესაც აკადემიური მოსწრება სულაც არაა პრიორიტეტული და ეს სრულიად ბუნებრივია. სწორედ ამიტომ, თუ GPA იმდენად მაღალი არ გაქვს, როგორიც გინდოდა, ეს დამაბრკოლებელ გარემოებად არ უნდა ჩათვალო. შეგიძლია, მიზეზები უნივერსიტეტს სამოტივაციო წერილში განუმარტო. შეგიძლია, შენი მონდომება და მიზნები იმგვარად წარმოაჩინო, რომ უნივერსიტეტისთვის აკადემიური მოსწრება და ნიშნების ფურცელი პრიორიტეტული სულაც აღარ იყოს.
6. შეძლებისდაგვარად მოემზადე უცხო გარემოში ცხოვრებისთვის
ფოტო: Giphy
საზღვარგარეთ წასვლასთან ერთად ახალ გარემოში ცხოვრების თანმდევი პრობლემებიც იჩენს თავს და სულაც არაა გასაკვირი, რომ ეს ცოტათი მაინც გაშინებდეს. ამ შიშის დასაძლევად ნატალია პრობლემებისა და მათი მოგვარების სტრატეგიების წინასწარ ჩამოწერასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ დანერგვას გვირჩევს. მისი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებო ბიუჯეტის სწორად განაწილებაა, რომელიც მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეს.
7. გამოიყენე ნებისმიერი შესაძლებლობა და არ დანებდე!
ფოტო: Giphy
შესაძლოა, ახლა კონკრეტულ მოთხოვნებს არ შეესაბამები ან უბრალოდ არ გაგიმართლა. ეს დანებების საფუძველი ნამდვილად არაა! გააანალიზე, რა გიშლის ხელს მიზნის მიღწევაში, ეცადე აღნიშნული პრობლემები აღმოფხვრა და, პარალელურად, ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენო. მთავარია, არ დანებდე და ოცნებას აუცილებლად აიხდენ!
ნატალიასა და On.ge-ის ინსტაგრამის Live და სხვა რჩევები სრულად შეგიძლია ამ ვიდეოში ნახო:
-
OpenAI-მ ახალი მოდელი გამოუშვა — როგორია და რას გვთავაზობს GPT-5.2 OpenAI-მ ახალი მოდელი გამოუშვა — როგორია და რას გვთავაზობს GPT-5.2
გადახედვა
-
რა გვხდის სხვა ცხოველებზე აღმატებულს? — კაცობრიობის პარადოქსი რა გვხდის სხვა ცხოველებზე აღმატებულს? — კაცობრიობის პარადოქსი
გადახედვა
-
სუპერდედამიწაზე, სადაც წელიწადი 10 საათს გრძელდება, მკვლევრებმა უჩვეულო რამ შენიშნეს სუპერდედამიწაზე, სადაც წელიწადი 10 საათს გრძელდება, მკვლევრებმა უჩვეულო რამ შენიშნეს
გადახედვა
-
საჭმლის ზეთისგან შექმნეს წებო, რომელსაც მანქანის გათრევაც კი შეუძლია საჭმლის ზეთისგან შექმნეს წებო, რომელსაც მანქანის გათრევაც კი შეუძლია
გადახედვა
-
მეცნიერებმა შეიძლება რომაული ბეტონის სიმყარის საიდუმლო ამოხსნეს — კვლევა მეცნიერებმა შეიძლება რომაული ბეტონის სიმყარის საიდუმლო ამოხსნეს — კვლევა
გადახედვა
-
რუსეთში არის ვულკანი, რომელიც წლების წინ კატასტროფულად ამოიფრქვა, შემდეგ კი ისევ გაიზარდა რუსეთში არის ვულკანი, რომელიც წლების წინ კატასტროფულად ამოიფრქვა, შემდეგ კი ისევ გაიზარდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა სტოუნჰენჯთან არსებული 16 ორმოს საიდუმლო ამოხსნეს — ახალი კვლევა მეცნიერებმა სტოუნჰენჯთან არსებული 16 ორმოს საიდუმლო ამოხსნეს — ახალი კვლევა
გადახედვა
-
სპერმის დონორს კიბოს გამომწვევი გენი აღმოაჩნდა — მისი სპერმა საქართველოშიც გამოგზავნეს სპერმის დონორს კიბოს გამომწვევი გენი აღმოაჩნდა — მისი სპერმა საქართველოშიც გამოგზავნეს
გადახედვა
-
არქეოლოგებმა ადამიანის მიერ ცეცხლის დანთების უძველეს მტკიცებულებას მიაგნეს არქეოლოგებმა ადამიანის მიერ ცეცხლის დანთების უძველეს მტკიცებულებას მიაგნეს
გადახედვა
-
რატომ უკნავიან კატები უფრო ხშირად კაცებს, ვიდრე ქალებს — ახალი კვლევა რატომ უკნავიან კატები უფრო ხშირად კაცებს, ვიდრე ქალებს — ახალი კვლევა
გადახედვა
-
როგორ ამცირებს ვარჯიში სიმსივნის რისკს? — კვლევა როგორ ამცირებს ვარჯიში სიმსივნის რისკს? — კვლევა
გადახედვა
-
ჩინეთის ძველ ქალაქში კაცებს მსხვერპლად სწირავდნენ — ორმოში ჩაყრილი თავის ქალების ანალიზი ჩინეთის ძველ ქალაქში კაცებს მსხვერპლად სწირავდნენ — ორმოში ჩაყრილი თავის ქალების ანალიზი
გადახედვა
-
300-ზე მეტი წლის წინ ჩაძირული გემიდან პირველი "განძი" ამოიტანეს 300-ზე მეტი წლის წინ ჩაძირული გემიდან პირველი "განძი" ამოიტანეს
გადახედვა
-
ასტრონომებმა ყველაზე ადრეული ზეახალი ვარსკვლავი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ყველაზე ადრეული ზეახალი ვარსკვლავი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩინეთში ახალი სახეობის მტაცებელი ცხოველი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩინეთში ახალი სახეობის მტაცებელი ცხოველი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
π-ს 100 წლის წინ შექმნილი ფორმულები სამყაროს შეიძლება დღესაც აღწერდეს — კვლევა π-ს 100 წლის წინ შექმნილი ფორმულები სამყაროს შეიძლება დღესაც აღწერდეს — კვლევა
გადახედვა
-
შეიძლება ჰობიტები გვალვისა და ჩვენს წინაპრებთან კონკურენციის გამო გადაშენდნენ — კვლევა შეიძლება ჰობიტები გვალვისა და ჩვენს წინაპრებთან კონკურენციის გამო გადაშენდნენ — კვლევა
გადახედვა
-
ტელესკოპმა "სუბარუმ" ეგზოპლანეტა და შეუმდგარი ვარსკვლავი დააფიქსირა ტელესკოპმა "სუბარუმ" ეგზოპლანეტა და შეუმდგარი ვარსკვლავი დააფიქსირა
გადახედვა
-
ჩერნობილში დრონის შეტევამ რადიაციისგან დამცავი გუმბათი დააზიანა — გაეროს სააგენტო ჩერნობილში დრონის შეტევამ რადიაციისგან დამცავი გუმბათი დააზიანა — გაეროს სააგენტო
გადახედვა
-
წინა ათწლეულში სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე 62 000 პინგვინი შიმშილისგან მოკვდა — კვლევა წინა ათწლეულში სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე 62 000 პინგვინი შიმშილისგან მოკვდა — კვლევა
გადახედვა
-
მარსზე აღმოჩენილი ქვები მიანიშნებს, რომ იქ ძველად ტროპიკული კლიმატი იყო მარსზე აღმოჩენილი ქვები მიანიშნებს, რომ იქ ძველად ტროპიკული კლიმატი იყო
გადახედვა

კომენტარები