დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. კერძოდ, როგორც NCDC-ში ამბობენ, ინდური შტამი დაუფიქსირდა ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურს და ყველა მათგანი იდენტიფიცირებული და იზოლირებულია.

"ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით", — ვკითხულობთ განცხადებაში.

NCDC-ის ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული ერთი და იმავე ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან.

"სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია. ეპიდკვლევების მონაცემებით, მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", — აცხადებენ უწყებაში.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობ