ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრა გადაიდო
ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დღეს კენჭს აღარ უყრიან. ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
ანრი ოხანაშვილის თქმით, არ არის პანაცეა, რომ ეს საკითხი დღეს გავიდეს, მაგრამ აუცილებლად იქნება განხილული მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, ხუთშაბათს.
"ხუთშაბათს შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ. ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები. ოპოზიცია თვლის, რომ მათ აქვთ მოსაზრებები და სურთ, რომ ამ მოსაზრებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ. რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც ჩვენ ამ დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, ეს პასუხისმგებლობა ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ უნდა ვითანამშრომლოთ პოლიტიკურად, რაც არ უნდა არ ვეთანხმებოდეთ მათ", — განაცხადა ოხანაშვილმა.
პარტა მოქალაქეების ლიდერმა, ლევან იოსელიანმა კი აღნიშნა, რომ შეთანხმებამდე მისვლის რესურსი არსებობს.
"არსებობს იმის რესურსი, რომ მივიდეთ შეთანხმებამდე და რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ როგორც დღეს, საარჩევნო კოდექსს სავარაუდოდ ყველა დავუჭერთ მხარს, ასე ამნისტიაზეც ერთობლივი დოკუმენტი შევიმუშაოთ, ერთობლივი ფორმულირება. ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის გაგრძელება", — თქვა იოსელიანმა.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრას პარლამენტში მყოფი ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ლელოს ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად მოახერხებენ საერთო დოკუმენტის მიღებას. კითხვას დეპუტატმა ასე უპასუხა:
"ძალიან რთული კითხვაა. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შევთანხმდეთ. თუ ვერ შევთანხმდებით, ესეც შეთანხმებაა, რომ ვერ ვთანხმდებით".
აღსანიშნავია, რომ ორივე მხარე თავისი "მყარი" არგუმენტების შესახებ საუბრობს.
დღეს ბიუროს სხდომაზე ოპოზიციამ დააყენა ინიციატივა, გამომდინარე კანონპროექტისადმი განსხვავებული მოსაზრებებიდან, განხილვა დაჩქარებული არ ყოფილიყო. საპასუხოდ, კუჭავამ თქვა, რომ პოზიციების დაახლოების მიზნით მხარეებს შეხვდებოდა.
მორიგი სამუშაო შეხვედრა ხუთშაბათს, 27 მაისს გაიმართება.
ამნისტიის შესახებ კანონპროექტები პირველი მოსმენით პარლამენტს დღეს, 25 მაისს უნდა განეხილა.
პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული — ერთი ოპოზიციის და ერთიც მმართველი პარტიის.
20 ივნისთან დაკავშირებულ საქმეებზე ამნისტიის მიღება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შემქნილი დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი იყო.
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
კომენტარები