"პირველი აქტი" — რადიოსპექტაკლი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 103 წლის აღსანიშნავად
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წლის აღსანიშნავად თიბისიმ სპეციალურად მოწვეულ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად რადიოსპექტაკლი პირველი აქტი მოამზადა.
მიხეილ ჩარკვიანის და დავით ხორბალაძის რადიოსპექტაკლში მსახიობები მერაბ ნინიძე, ნინო კასრაძე და კახა კინწურაშვილი მონაწილეობენ.
რადიოსპექტაკლის მოსმენას მსურველები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად 103 წლის შემდეგ, 26 მაისს, 17:10 საათზე თიბისის და საბას ფეისბუქგვერდებზე შეძლებენ.
რადიოსპექტაკლის შესახებ:
საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი აქტი არის ისტორიის ნიშნული, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცევისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო. 26 მაისს მიღებული დოკუმენტი მიიჩნევა დამოუკიდებლობის მოპოვების დღედ და მიუხედავად იმისა, რომ ეს თარიღი ნამდვილად უდიდესი მონაპოვარია, შემოქმედებითი ჯგუფი თვლის, რომ ეს არის შეთანხმება დამოუკიდებლობის სურვილზე და წარმოადგენს არა დასასრულს, არამედ დამოუკიდებლობის მოპოვების დასაწყისს, რომელიც 1918 წლის 26 მაისს დაიწყო და დღემდე გრძელდება, სწორედ ეს სურვილი წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ იდენტობას.
პირველი აქტი არის რადიოსპექტაკლი, რომელშიც სამი ხმა ისტორიულ ფაქტებზე და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით დამოუკიდებლობის იდეაზე მსჯელობს, აანალიზებს საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ აქტს, როგორც პირველ ქმედებას დამოუკიდებელი ქვეყნის შესაქმნელად და ცდილობს გაიაზროს, როგორ აისახა ეს დღე თითოეული მათგანის ცხოვრებაზე და რა მოხდებოდა, ეს დღე საერთოდ რომ არ ყოფილიყო. სამი მსახიობი საუბრობს დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლაზე, როგორც უწყვეტ პროცესზე, რომელიც დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრების მსურველისთვის ყოველდღიურ საზრუნავს წარმოადგენს. ამ დადგმაში დამოუკიდებლობის პირველი აქტი გულისხმობს თეატრალური დადგმის პირველ მოქმედებას, რომელიც თავისთავად იგულისხმება, რომ პროცესი არ დასრულებულა, ეს მხოლოდ პირველი აქტია და ახლა მეორე ან მესამე აქტში ვიმყოფებით. ისტორიული წყაროების კვლევით, ჯგუფი ცდილობს, ფოკუსირდეს დამოუკიდებლობის აქტის მიღების ისეთ დეტალებზე, რომლებზეც, შესაძლოა, საზოგადოებას აქამდე ყურადღება არ გაუმახვილებია და შექმნას ამ დღის სრულიად ახალი პერსპექტივა.
ტექსტში გამოყენებულია დოკუმენტური მასალა გაზეთებიდან: საქართველო, სახალხო საქმე, ალიონი, ერთობა.
ასევე, გამოყენებულია ფრაგმენტები ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძის წიგნიდან ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთი მოგონებანი და ფრაგმენტები შემოქმედებითი ჯგუფის პირადი გამოცდილებიდან.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები