ხისტი, რეპრესიული, დაუსაბუთებელი — სოციალური სამართლიანობის ცენტრი რიონის ხეობაში საპოლიციო მოქმედებებზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტს სახელმწიფო მეტწილად საპოლიციო ძალებით პასუხობდა. ეს მათივე შეფასებით, უგულებელყოფს პრობლემის გადაჭრის კონსტრუქციულ და დიალოგზე ორიენტირებულ გზებს.
დოკუმენტში, რომელიც ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტის პარალელურად ღონისძიებების შეფასებას ეხება ვკითხულობთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები დაუსაბუთებლად და დისპროპორციულად ერეოდნენ პროტესტის მონაწილეთა გადაადგილების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ყურადღებას ამახვილებს აქტივისტთა დაკავებისა და დაჯარიმების შემთხვევებზეც, რაც, მათივე შეფასებით "პროცესის ესკალაციას უწყობს ხელს და რადიკალიზების საფრთხეებს ზრდის".
ორგანიზაცია ეხმაურება 11 აპრილს, სოფელ ნამოხვანში საპროტესტო კარვების დაშლისა და ტერიტორიის გადათხრის ფაქტს.
"სამართალდამცავებმა კარვების დაშლის საფუძვლად მდინარე რიონის ადიდების საფრთხე მიუთითა, რისი რისკებიც რელევანტური მეტეოროლოგიური საექსპერტო დასკვნით დღემდე არ არის დადასტურებული", — ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს უარი აქტივისტთა მოთხოვნაზე, კარვები ისევ ნამახვანში, ალტერნატიულ ადგილას განეთავსებინათ ნიშნავს, რომ მიზანი არა პროტესტის მონაწილეთა უსაფრთხოება, არამედ კონკრეტულ სივრცეში პროცესების შეწყვეტა იყო.
"აქციის ორგანიზატორებისთვის სწორედ სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე აქციის ჩატარება იყო გამოხატვის არსებით კომპონენტი, რადგან ამ ლოკაციიდან უშუალოდ შეეძლოთ ჰესის მოსამზადებელ სამუშაოებზე ვიზუალური დაკვირვება და პროტესტის ადრესატამდე მიტანა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, სახელმწიფოს აქვს ხისტი და რეპრესიული პოლიტიკა, რითაც "დაუსაბუთებლად და თვითნებურად ერევა რიონის ხეობის მცველების მშვიდობიან შეკრების უფლებაში". ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს მიდგომა პროცესების გართულების რისკებს ქმნის.
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 23 მაისიდან რიონის ხეობიდან დედაქალაქში გადმოინაცვლებს.
გაიგე მეტი:
- ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ENKA-ს ბაზასთან კარავი გაშალეს, მშენებლობამდე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია
- აქტივისტების თქმით, მიუხედავად მორატორიუმისა, კაშხლის მშენებლობა გრძელდება — რას ამბობენ ENKA-ში
- გუმათში პოლიცია შეგნებულად ძაბავს, რომ დააპირისპიროს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჩვენთან — გოლეთიანი
- უზრუნველვყოფთ, ყველას მიეცეს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა — მედიატორი ევროკავშირიდან ნამახვანჰესზე
- ნამახვანჰესის პროექტის მედიაციაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრი ჩაერთვება
- სასამართლომ კომპანია ENKA 5000 ლარით დააჯარიმდა
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები