მოქალაქეს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, სოციალური მუშაკი იქეთ დასახმარებელია, მე რით დამეხმარებაო — ნაცვლიშვილი
პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი სოციალური მუშაკების წინაშე მდგარ პრობლემებზე საუბრობს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეს, რომელიც სოციალურ მუშაკს მიმართავს, არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ "ეს ადამიანი იქეთ დასახმარებელია".
"ამ საკითხებს იმიტომ ვსვამ, რომ კონკრეტულად მაინტერესებს ვადები, როდის ამოიწურება ეს პრობლემა და რა არის განრიგი იმისა, რომ ყველა სოციალურ მუშაკს და ყველა მოქალაქეს, რომელიც მიაკითხავს დასაქმების ადგილას, არ გაუჩნდეს განცდა, რომ ეს ადამიანი იქეთ დასახმარებელია და მე რითი შეიძლება დამეხმაროს. ეს ხომ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია, არა?!
რა პირობებში უწევთ ამ ადამიანებს მუშაობა, როგორია მათი სამუშაო გარემო, ინფრასტრუქტურას ვგულისხმობ — საბჭოთა, გაუბედურებული შენობები, სადაც უწევთ ადამიანების მიღება [...] გარემოში, სადაც სოციალური მუშაკები მუშაობენ, არ არის ცალკე სივრცე, სადაც შეიძლება კითხვები დაუსვან, მაგალითად, ბავშვს, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი. ყველას გვესმის, რომ ამ ბავშვის გახსნა არის ძალიან დიდი პრობლემა და მით უმეტეს, შვიდი კაცი რომ უყურებს და არ არის შესაბამისი გარემო.", — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გაჟღერდა კვალიფიციური სოციალური მუშაკების სიმცირის პრობლემაც. ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ კვალიფიციური ადამიანისთვის სოციალური მუშაკის პროფესია მიმზიდველი არაა.
"გასაგებია, რომ შეიძლება იყოს კვალიფიციური კადრების არსებობა, მაგრამ, დავსვათ კითხვა — თუნდაც არსებობს კვალიფიციური კადრი, რატომ უნდა მოვიდეს ის და გახდეს დღეს სოციალური მუშაკი, როდესაც ამ ადამიანებს აქვთ, პირდაპირ ვთქვათ, სამარცხვინო ხელფასი.
დღეს რომ სოციალური მუშაკის პროფესიას ეუფლება ახალგაზრდა ადამიანი, მას სახელმწიფო რა გზავნილს უგზავნის, ახლა რომ უნდა დაამთავროს და ძალიან კვალიფიციური იქნება და სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს, თუ მოინდომებს?! რა ხელფასს სთავაზობს? რა სამუშაო პირობებს სთავაზობს? რა დაცვას სთავაზობს? [...] რამდენად მიმზიდველია დღეს ეს პროფესია?! რას ვაკეთებთ ჩვენ იმისთვის, რომ ორ, სამ და ხუთ წელიწადში რეალურად მიმზიდველი იყოს?!", — აცხადებს ნაცვლიშვილი.
სოციალური მუშაობის შესახებ კანონით განსაზღვრული დავალებების შესრულების შესახებ მოხსენება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში კვალიფიციური სოციალური მუშაკების დეფიციტია.
"ვაკანსიები ცხადდება. ჩვენ დავამატეთ წელს 20 ვაკანსია და პლუს, 30-ის შესაძლებლობა გვაქვს. თუმცა, განსაკუთრებით რეგიონებში, ჩვენ გვაქვს გამოწვევა იმასთან დაკავშირებით, რომ არ არიან პროფესიით სოციალური მუშაკები და შესაბამისად, იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნება გვიჭირს, რომელიც ჩვენი სურვილია [...]
მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნად როდესაც დავაწესეთ განათლებით სოციალური მუშაობა, ძალიან ცოტა რაოდენობის განაცხადები მივიღეთ. განსაკუთრებით რეგიონებში. თბილისში ეს ნაკლებად არის პრობლემა. შესაბამისად, სტანდარტის დაწევა არის ერთ-ერთი არასასურველი, თუმცა აუცილებელი საჭიროება და მერე უკვე ამ სოციალურ მუშაკებთან მუშაობა — სერტიფიცირების პროგრამაში ჩასმა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით, განათლების სამინისტროს რესურსი იქნება საჭირო", — განაცხადა ბარკალაიამ.
განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, სამინისტრო მუშაობს როგორც სოციალური მუშაკების აკადემიურ, ისე პოსტდიპლომურ განათლებაზე.
"საუნივერსიტეტო პროგრამები არსებობს. არსებობს საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამები. ამ მიმართულებით, ალბათ უფრო მეტად პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ ამ პროფესიის. რაც შეეხება სერთიფიცირების ნაწილს, მე მგონი წელს ჩვენ ამოვწურავთ ყველა იმ ადამიანის გადამზადებას, რომელიც დასაქმებულია დღეს სხვადასხვა სისტემაში. შეიძლება რეგიონულ უნივერისიტეტებზეც იყოს ყურადღება გამახვილებული და გარკვეული ინვესტიცია, როგორც ფინანსური, ასევე ინტელექტუალური", — აცხადებს დგებუაძე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მოქმედი სოციალური მუშაკების საქმიანობა გმირობად შეაფასა და მათ "უზარმაზარი კვალიფიკაციის მქონე ხალხი" უწოდა. თუმცა, დაამატა, რომ აუცილებელია რესურსის მოძიება, მათი რაოდენობის გასაზრდელად.
სოციალური მუშაკები ხშირად საუბრობენ რთულ სამუშაო პირობებზე, დაბალ ანაზღაურებასა და კადრების სიმცირეზე. ამ თემაზე საუბარი განსაკუთრებით აქტუალური ხდება ისეთი ფაქტების გახმაურების შემდეგ, სადაც სოციალური მუშაკი სათანადოდ ვერ/არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
2019 წელს სოციალური მუშაკების პროტესტი ფართომასშტაბიან გაფიცვაში გადაიზარდა. ისინი ითხოვდნენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რათა შესძლებოდათ უკეთ შეესრულებინათ თავიანთი სამუშაო.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
კომენტარები