ლეიბორისტული პარტიის განცხადებით, მათთვის ადამიანის ჩაგვრა სექსუალური ორიენტაციით თუ სხვა ნებისმიერი ნიშნით მიუღებელია.

"ჩვენთვის მიუღებელია ადამიანების ჩაგვრა სექსუალური ორიენტაციით თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი, თავად განკარგავდეს საკუთარ ცხოვრებას და სარგებლობდეს კანონით მინიჭებული უფლებებით. ლეიბორისტული პარტია ყოველთვის გმობდა და დაგმობს დისკრიმინაციის ყოველგვარ ფორმასა და გამოვლინებას, ასევე ყველაფერს გააკეთებს მომავალშიც, რათა დამკვიდრდეს თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი", — აცხადებენ პარტიაში.

Tbilisi Pride-ს განცხადებით, 15 პოლიტიკური გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ დისკირმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად, დაიცავს თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. ამასთან, არ დაუშვებს პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას.

ხელმომწერ პარტიებს შორის ლეიბორისტული პარტია არ არის.