ნოტინგემის მცხოვრებმა 4 წლის ესსამ გულწასული დედის გადასარჩენად საოცარი გონებამახვილობა გამოიჩინა: მან საყვარელ სათამაშო მანქანაზე სასწრაფო დახმარების ნომერი ამოიკითხა და გულწასული დედისთვის დახმარება გამოიძახა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, 17-წუთიანი საუბრის განმავლობაში პოლიციელებს მაინც შეატყობინა, რომ დედას დახმარება ესაჭიროებოდა.

როგორც ესსას დედა აღნიშნავს, ბავშვმა კარზე კაკუნის გაგონებისას თავდაპირველად შეამოწმა, უცხო ადამიანები ნამდვილად სასწრაფო დახმარება იყო თუ არა, შემდეგ კი მათ გასაღები საფოსტო ყუთიდან მიაწოდა, რათა კარების ჩამოღება საჭირო არ გამხდარიყო.

განსაკუთრებული სიმამაცისა და გონებამახვილობისთვის ნოტინგჰემშირის პოლიციამ ბავშვს მადლობა გადაუხადა.