"მამალი ფუტკრის რძე უშვილობის სამკურნალოდ" - თელავში პროდუქციის წარმოება იწყება
knews.ge-ის ინფორმაციით, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში მცხოვრები ფერმერი ქეთევან ტურაშვილი მამალი ფუტკრის რძის წარმოებას გეგმავს, რომლისგანაც მისივე თქმით, უშვილობის სამკურნალო ბილოგიურად აქტიური პროდუქტი მიიღება.
გამოცემის ცნობით, ქეთევან ტურაშვილს სოფელ ნაფარეულში 40 სკა ფუტკარი ჰყავს. აპრილიდან იგი მამალი ფუტკრის რძის წარმოებას დაიწყებს. გამოცემასთან საუბრისას, მეფუტკრე აღნიშნავს, რომ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა და 1 გრამს 3 ლარად გაყიდის.
"მამალ ფუტკარს ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია - შთამომავლობის გაგრძელება, ამიტომ მასში მამაკაცური ენერგია მთელი მისი ძლიერებით არის წარმოდგენილი. მამალ ფუტკრებს ოჯახში აქვთ კვების განსაკუთრებული რაციონი, რომელიც თავისი კვებითი ღირებულებით სადედე ფუტკრის რძესაც კი აჭარბებს. მამალი ფუტკრის რძეზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. ძალიან ბევრ ადამიანს სურს მამალი ფუტკრის რძის შეძენა, ამიტომ გადავწყვიტე მისი წარმოება. ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე 2 კილოგრამს გავყიდი. ერთი გრამის ღირებულება 3 ლარი იქნება".
მეფუტკრე განმარტავს, რომ მამალი ფუტკრის ჰომოგენატის 50%–ის შემადგენლობაში შედის იგივე კომპონენტები, რომლისგანაც შედგება ფუტკრის რძე, ბუნებრივი ნივთიერებების დანარჩენ 50%-ს კი გააჩნია უნიკალური თვისებები, რაც მზა პროდუქტს განუმეორებელ ხარისხს ანიჭებს.
knews.ge-სთან ინტერვიუში ფერმერი განმარტავს, რომ მამალი ფუტკრის ჰომოგენატი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილების გარდა შეიცავს: ამინომჟავებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, მიკროელემენტებსა და ა.შ. მისივე თქმით, ის აქტიურად გამოიყენება უშვილობის მკურნალობისთვის როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.
გამოცემასთან საუბარში, ფერმერი ირწმუნება, რომ მის მიერ დამზადებული წამლები განსაკუთრებულია, რადგან პრეპარატების შემადგენლობაში ქიმიური ნივთიერებები არ შედის.
ქეთევან ტურაშვილი კახეთის მეფუტკრეთა ასოციაციის წევრია. ის წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას და მეფუტკრეობაში სიახლეების დანერგვას გეგმავს.
ქეთევან ტურაშვილის საქმიანობის შესახებ, სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები