ვლადიმერ პუტინს გენური ინჟინერიის პროექტები აშინებს
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შიშობს, რომ გენური ინჟინერიის საშუალებით ვიღაც შეძლებს ისეთი იარაღის შექმნას, რომლითაც ერთდროულად მთელი დედამიწის მოსახლეობის განადგურება გახდება შესაძლებელი.
საგამოძიებო საინფორმაციო გადაცემა Meduza-ს მიხედვით, რუსეთის გენეტიკის კვლევების პროგრამის წევრები ამბობენ, რომ ეს თითიდან გამოწოვილი პრობლემაა. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სფეროში რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყანა თავის რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების გენეტიკური კვლევების პროგრამას იწყებს, პუტინს მისი სამხედრო და უსაფრთხოების ასპექტები აშფოთებს. ასე რომ, ქვეყნის ლიდერი ქვეყნის გენეტიკის კვლევით პროგრამებზე კონტროლის გამყარებას ისახავს მიზნად.
"ჩვენ უნდა დავსხდეთ და ამ ძალიან სენსიტიური თემის გარშემო ძირითადი წესები უნდა შევიმუშაოთ", — გასცა გაფრთხიელბა პუტინმა 2018 წელს.
თუმცა, როგორც Meduza იუწყება, სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, მან გენეტიკის კვლევების 1.7 მილიარდი დოლარით დაფინანსება დაუშვა და, ალბათ, ეს პროგრამა ორჯერ უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებს მომავალში.
Meduza-ს მიხედვით, პუტინის შიში გენეტიკური ინჟინერიით შექმნილი საბრძლო აღჭურვილობის მიმართ იმდენად დიდია, რომ იგი ქვეყნის ამბიციური პროექტის დაფინანსებას პირველ რიგში იმიტომ დათანხმდა, რომ მეცნიერებმა კვლევის გამოყენების ჩამონათვალში სიტყვა "უსაფრთხოება" გამოიყენეს. მოგვიანებით ეს მეცნიერები პირად საუბრებში ხუმრობდნენ კიდეც, რომ ალბათ რუსეთის პრეზიდენტი ისეთი შეიარაღებას წარმოიდგენდა, რომლის შექმნაც, მათი აზრით, შეუძლებელია.
სიტყვა "უსაფრთხოება" სინამდვილეში გულისხმობდა რუსეთის დაცვას ისეთი საშიში დაავადებებისგან, როგორებიცაა SARS და ებოლა — მაშინ COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ჯერ არც კი იყო დაწყებული — და რუსეთში ძლიერი გენეტიკური კვლევითი პროგრამის შექმნას გლობალური კვლევითი საზოგადოებისგან დამოუკიდებლად.
"წინადადების ამ ნაწილში მათ ხაზი გაუსვეს გეგმას იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფდნენ ტექნოლოგიურ დამოუკიდებლობას", — განუცხადა Meduza-ს მოსკოვის ენგელჰარდტის ინსტიტუტის მოლეკულურმა ბიოლოგმა, დმიტრი კუპრაშმა. "ჩვენ თვითონ უნდა შევძლოთ ჩვენი ქიმიური აგენტებისა და აღჭურვილობის წარმოება და დავიცვათ რუსეთის გენეტიკური ტექნოლოგიები იმ შემთხვევისთვის, თუ სანქციებს დაგვიწესებენ და მათ შეძენას ვეღარ შევძლებთ".
"გენეტიკური იარაღის" შექმნა ისეთი ფორმით, როგორიც პუტინს აშფოთებს, შესაძლოა საერთოდ შეუძლებელი იყოს და დღევანდელი ტექნოლოგიებით, რა თქმა უნდა, არაა მიღწევადი. მიუხედავად ამისა, ყველაფერი მაინც ისე ჟღერს, თითქოს რუსეთის ამბიციურ გენეტიკური კვლევების პროგრამას სწორედ "გენეტიკური იარაღის" გამო ექცევა ამდენად დიდი ყურადღება. აქედან გამომდიანრე, ნამდვილად ღირს მათზე თვალყურის დევნება მაშინ, როდესაც გენების შესწორების ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება.
კომენტარები