მეგობართან ერთად ჭადრაკის თამაში კარგია, მაგრამ რას იტყვით ჭადრაკზე, რომელსაც ერთდროულად სამი თამაშობთ?

1972 წელს ცნობილმა ინჟინერმა რობერტ ზუბრინმა დააპატენტა ჭადრაკი სამ ადამიანზე. ასეთ დროს მოთამაშეები სამი ფერის ფიგურებს და არასტანდარტულ დაფას იყენებენ. ზუბრინის ჭადრაკში ფიგურების მოძრაობის წესი არსებითად იგივეა, როგორც ტრადიციულ ჭადრაკში, თუმცა განსხვავება მაინც არის.

დაფაზე უჯრები ოთხკუთხა, ან ექვსკუთხაა და არა კვადრატი. არსებობს ვერსიები, სადაც უჯრები სამკუთხედის ფორმისაა.

წესები

უჯრები, ფიგურები და დაფა გასაგებია, მაგრამ წესები? როგორი წესებით თამაშობს ერთდროულად სამი? რა მოხდება თუ ორი ერთის წინააღმდეგ გაერთიანდება?

ასეთი ჭადრაკი ნამდვილად უცნაურია, მაგრამ დაგვეთანხმეთ, ძალიან საინტერესოა! ზუბრინის პატენტის გარდა, ჭადრაკის სხვადასხვა ვერსიებია ისეთი, სადაც სამ მოთამაშეს ერთდროულად შეუძლია თამაში. როგორც წესი, ეს უცნაური თამაშიც მაშინ მთავრდება, როდესაც მოთამაშეს შამათს უსვამენ. თუმცა, აქ ქულები სხვანაირად ნაწილდება, ერთ ქულას იღებს ის, ვინც შამათს სვამს, ხოლო ნახევარს, რომელიც შამათს გადაურჩება, მაგრამ ვერც თავად ჩასვამს. ის ვისაც შამათი ჩაუსვეს, ბუნებრივია საერთოდ ქულის გარეშე რჩება.

კონკრეტულად ზუბრინის მიერ შექმნილ ვერსიაში, მოთამაშეები 96 უჯრიან დაფას იყენებენ. რაც შეეხება გამარჯვებულს, თამაში გრძელდება მანამ სანამ მხოლოდ ერთი მოთამაშე არ დარჩება. სვლის ჯერი მორიგეობით მოდის და ამჯერად ორ მოწინააღმდეგეს ერთდროულად უტევთ. ამასთან, იმასაც უყურებთ თუ როგორ უტევენ ერთმანეთს თქვენი მოწინააღმდეგეები, რაც ნამდვილად სახალისოა.

თუმცა, არსებობს ისეთი ვერსიებიც, სადაც თამაშს უშუალოდ შამათი არ წყვეტს. მაგალითად, ილშატ ტაგიევის ვერსიაში მოწინააღმდეგეს მხოლოდ მაშინ უტევთ, როდესაც ის გიტევთ. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ იმას შეუტევთ ვინც წინა სვლაზე შეგიტიათ.

მოკლედ, როგორც ჭადრაკია მრავალფეროვანი, როგორც ჩანს, მისი სათამაშო ვერსიებიც ასეთია.

დაინტერესდით? ასეთ შემთხვევაში გთავაზობთ ონლაინ ვერსიას, სცადეთ!