ბოლო დროს კინოს, მუსიკისა და ზოგადად შოუბიზნესის ვარსკვლავებს ტოლს აღარ უდებენ ფეისბუქის, ინსტაგრამის, იუთუბისა თუ ტიკტოკის მომხმარებლები, რომლებიც ბლოგებით, პოსტებით, სურათებითა და ვიდეოებით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ყურადღებას იქცევენ.

იმისთვის, რომ სხვას თვალში მოხვდე, რას აღარ შეიძლება მიმართო: ამის მისაღწევად ვიღაცები სპეციალურ სასწავლო კურსებსა და ტრენინგებსაც კი გადიან. თუმცა არიან ისეთ ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულებიც, რომელთაც განსაკუთრებული მონდომება სულაც არ სჭირდებათ, რომ ერთგული გულშემატკივრები შეიძინონ.

აი, სწორედ ასეთები არიან იორკშირული ტერიერები, სახელად მაშო და ბეტი.

თუ არ გჯერათ, მათი სახელობის ფეისბუქგვერდიდან ახლა რამდენიმე ვიდეოს გაჩვენებთ, რომლებიც, დიდი ალბათობით, სხვა მრავალი მაყურებლის მსგავსად თქვენი ახალი საყვარელი თავშესაქცევი გახდება.

აშკარაა, რომ ცუგების ანცობის დამსახურებით მათი პატრონის ყოველი დღე განსაკუთრებულია.

ამ გვერდზე უამრავ მსგავს ვიდეოს გადააწყდებით, რომლებიც ისე გაგამხიარულებთ, რომ მაშოს და ბეტის ფანებიც კი შეიძლება გახდეთ.

ან სულაც მათი პატრონის.

ისღა დაგვრჩენია, ამ მრავალფეროვან და მრავალწევრიან ოჯახს ისეთი ხალისიანი და ბედნიერი თანაცხოვრობა ვუსურვოთ, რომ კიდევ სხვა უამრავი ასეთი ვიდეოთი ჩვენც გაგვანებივრონ.