მაღალი ფონური რადიაცია, შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებდეს — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, რომელშიც ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდი მონაწილეობდა, შედარებით მაღალი ფონური რადიაცია, შესაძლოა, სინამდვილეში, ადამიანების ჯანმრთელობას აუმჯობესებდეს.
ფონური რადიაცია იონური რადიაციის ტიპია, რომელიც მოდის როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური წყაროებიდან. ბუნებრივი წყაროები მოიცავს კოსმიურ რადიაციას და ბუნებრივად რადიოაქტიურ ელემენტებს, ხელოვნური წყაროები კი — ყველაფერს, დაწყებული სმედიცინო რენტგენის სხივებიდან, დასრულებული ბირთვული იარეღების გამოცდებამდე.
ჟურნალ Biogerontology-ში გამოქვყნებული კვლევის მიხედვით, მენციერებმა შეისწავლეს აშშ-ს გარემოსდაცვითი სააგენტოს რადიაციის დოზის მთვლელის საშუალებით აღწერილი ფონური რადიაციის მონაცემები 1960-იანი წლებიდან დღემდე.
შემდეგ, მათ ეს ინფორმაცია შეადარეს ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ჯანმრთელობის შეფასების ინსტიტუტის მონაცემებს აშშ-ს კიბოს სტატისტიკისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ.
ის, რაც მათ აღმოაჩინეს, ნამდვილად მოულოდნელი იყო. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც შედარებით მაღალი ფონური რადიაციის დასხივების პირობებში ცხოვრობდნენ, ჰქონდათ მნიშვნელოვნად დაბალი რისკი ფილტვების, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის კიბოს განვითარებისა.
"ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა — მოსახლეობის ჯანმრთელობის ყველაზე ინტეგრაციული ინდექსი, დაახლოებით 2.5 წლით უფრო მეტია იმ ადამიანში, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო მაღალი ფონური რადიაციის პირობებში ცხოვრობდნენ", — წერენ მკვლევრები მოხსენებაში. "მაღალ ფონურ რადიაციას აშკარად სასიკეთო ეფექტი აქვს ადამიანების ჯანმრთელობაზე".
"ბენ-გურიონის უნივერსიტეტის შესანიშნავი მკვლევრები პოტენციურად უარყოფენ ათწლეულების მანძილზე შემუშავებულ სამეცნიერო თეორიას", — ამბობს თავის განცხადებაში დუგ სეზერმანი, უნივერსიტეტის ამერიკელი მოკავშირეების მთავარი აღამსრულებელი დირექტორი. "ეს აღმოჩენა ერთგვარი შვებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საშუალოზე უფრო მაღალი ფონური რადიაციის პირობებში უწევთ ცხოვრება".
თუმცა, ნაცვლად იმის მტკიცებისა, რომ მაღალი ფონური რადიაცია პირდაპირ დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მკვლევრები გვთავაზობენ, რომ საჭიროა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ფართოდ გავრცელებული პარადიგმა რადიაციის უარყოფითი ეფექტების შესახებ.
მკვლევრების მიხდებით, ამ გაბატონებული აზრის შედეგად, ასობით მილიარდი დოლარი იხარჯება რადიაციის მაქსიმალურად დაბალ დონეზე შენარჩუნებისთვის.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რამდენად მაღალი შეიძლება იყოს ფონური რადიაციის დონე და ახასიათებს თუ არა იგივე დადებითი ეფექტები რადიაციას, რომლის დონეც ბუნებრივი წყაროებით გამოწვეულ დასხივებისას აღემატება.
"ფონური რადიაციის დონის ზედა ბარიერი, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა, იგი ბუნებრივი რადიაციის ზედა ზღვარს მაინც აღემატება", — წერია მოხსენებაში.
კომენტარები