NASA, კოსმონავტების გაგზავნამდე, SpaceX-ს მთვარეზე ცარიელ ხომალდღს დაასმევინებს
პარასკევს, SpaceX-მა NASA-სთან ისტორიულ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ილონ მასკის კომპანიას Starship-ის აწყობა მოუწევს, რომელიც ამერიკელ ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე მეორედ დასვამს.
2,9 მილიარდიანი კონტრაქტი NASA-ს Artemis-ის პროგრამის ძირითადი ნაწილია. Space X-მა ჯეფ ბეზოსის კომპანიას Blue Origin-ს აჯობა.
თუმცა, როდესაც Starship პირველად გაფრინდება მთვარისკენ, მას მგზავრები არ ეყოლება, რადგან NASA-ს სურს, რომ SpaceX-მა ხომალდის უსაფრთხოება დაამტკიცოს.
"NASA ითხოვს სატესტო ფრენას, რათა დავრწმუნდეთ, რომ სისტემები გამართულად მუშაობს და მთვარის ზედაპირზე დასაჯდომად ყველაფერი მწყობრშია" — ლიზა უტოსონი-მორგანი, NASA-ს Human Landign Systems პროგრამის მენეჯერი.
თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში შექმნილ სიტუაციას, რთულია იმის თქმა, შეძლებენ თუ არა NASA და SpaceX ასტრონავტების მთვარეზე დასმას 2024 წელს, როგორც ამას თავიდან დაგვპირდნენ.
SpaceX მუშაობას განაგრძობს და სერიოზული წინსვლაც აქვთ, თუმცა, ბოლო 4 სრულმასშტაბიანი საფრენი პროტოტიპიდან ოთხივე აფეთქდა.
მიუხედავად ამისა, ილონ მასკის კომპანიას დიდი ამბიციები აქვს, SpaceX გვპირდება, რომ წლის ბოლომდე Starship პირველად გავა ორბიტაზე.
კომენტარები