ერთი სტატიით შეგიძლია ეროვნულ ბანკში ანაზღაურებადი სტაჟირება დაიწყო — კონკურსი
ფიშინგის შესახებ ერთი კარგი სტატია, როგორც იტყვიან, არასდროსაა ზედმეტი. განსაკუთრებით მაშინ, როცა კიბერთაღლითობის შემთხვევები თვალშისაცემად იმატებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და On.ge-მ სტატიების კონკურსი — რა ვიცით ფიშინგის შესახებ — გამოაცხადეს.
ერთგვარი გასაღები უკვე მოცემული გაქვთ — შეგიძლიათ, მუზას ან შთაგონებას არც კი დაელოდოთ, რადგან სტატია სამი სათაურიდან ერთ-ერთზე უნდა შექმნათ:
- როგორ ამოვიცნოთ მატყუარა
- როგორ არ გავებათ კიბერხაფანგში
- თუ ამ 5 რაღაცას აკეთებ, კიბერთაღლითები ადვილად გამოგიჭერენ
რაც მთავარია, მოტივაციის ასამაღლებლად პრიზიც სოლიდურია — გარდა იმისა, რომ გამარჯვებული სტატია On.ge-ზე გამოქვეყნდება, მისი ავტორი საქართველოს ეროვნულ ბანკშიც გაივლის ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას.
რაც შეეხება, ცალკეულ დეტალებს;
- სტატია არ უნდა აღემატებოდეს 800 სიტყვას;
- სტატიის ფორმატი უნდა იყოს PDF ან MS Word;
- გამოყენებულ ვიზუალურ მასალას მითითებული უნდა ჰქონდეს წყარო და შესაბამისი ბმული;
- სტატიაში აუცილებლად უნდა იყოს ნახსენები ფიშინგი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ სრულწლოვან პირებს შეუძლიათ, საკონკურსო სტატიები კი 7 მაისის ჩათვლით მიიღება.
საუკეთესო ნამუშევარი 14 მაისს დასახელდება, დამსახურებულ სტაჟირებას კი, რომლის ანაზღაურებაც ყოველთვიურად 500 ლარი იქნება, გამარჯვებული ავტორი 2 თვით გაივლის.
საკონკურსო სტატია უნდა გამოგზავნოთ ჩვენს მეილზე: [email protected]
რას მოიცავს სტაჟირება
საქართველოს ეროვნული ბანკი გამარჯვებულს არჩევანის თავისუფლებას სთავაზობს, მას შეეძლება 2-თვიანი სტაჟირება საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გაიაროს, ან იმ მიმართულებით, რომელიც მისთვის საინტერესო იქნება.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების არჩევის შემთხვევაში სტაჟიორის ფუნქციები შემდეგნაირად გადანაწილდება:
- განყოფილების ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვა;
- საკომუნიკაციო ინსტრუმენტების გამოყენებით, ციფრული საინფორმაციო კამპანიების უზრუნველყოფა, შესაბამისი მასალების მომზადებასა და გავრცელებაში მონაწილეობის მიღება;
- სხვადასხვა თემატური გამოცემების ადაპტირების და ვიზუალიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები