7 რჩევა, რომელიც სწავლისა და მუშაობის შეთავსებაში დაგეხმარება
ფოტო: Yin Fang / Dribbble
სწავლისა და მუშაობის ერთმანეთთან შეთავსება დღეს იმაზე მეტ ახალგაზრდას უხდება, ვიდრე წარსულში. ბევრისთვის ეს არჩევანია, დანარჩენებისთვის — იძულებითი არჩევანი. მიუხედავად ამ განსხვავებისა, ნებისმიერ შემთხვევაში რთულია, ორ სხვადასხვა საქმეზე კონცენტრირდე და დროც შესაბამისად გადაანაწილო.
ინტერნეტსივრცეში პოპულარული მიმი "როგორ გვეძინოს 8 საათი 3 საათში" ყველაზე ზუსტად აღწერს, რა სირთულე ახლავს თან მუშაობის სწავლასთან შეთავსებას. ამ სირთულესთან გამკლავებას ყველა ინდივიდუალური მეთოდით ცდილობს. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე გზას, რომელიც სამსახურისა და უნივერსიტეტის შეთავსებაში მე დამეხმარა.
1. მკაფიოდ გამოყავი დრო
ფოტო: Tenor
სწავლის და მუშაობის შეთავსება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუკი დროის მენეჯმენტის საბაზისო უნარები მაინც არ გვაქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, 24-საათიანი დღე მკაფიოდ დავყოთ სექტორებად და არა — ალალბედზე; თითოეული საქმისთვის გამოცდილებით წინასწარ გამოთვლილი დრო უნდა განვსაზღვროთ. ამ საქმეებში შედის ძილიც — მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული დატვირთვის რეჟიმში ორგანიზმი საჭირო ენერგიის აღდგენას ახერხებდეს; ამიტომ, არაფრის დიდებით არ დანებდე ძილის პროკრასტინაციას.
2. შეამცირე არასაჭირო მოცალეობის საათები
ფოტო: Tenor
ნუ გაგიკვირდება, რომ მოცალეობაც იყოფა საჭიროდ და არასაჭიროდ — თუკი თავისუფალი დროის ფეისბუქის "სქროლვაში" გატარება გსურს, ასეც უნდა მოიქცე, რადგან სხვა ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია, დასვენების დროს ნამდვილად დავისვენოთ, რათა "გადაწვა" თავიდან ავიცილოთ.
აი, არასაჭირო მოცალეობის საათებს რაც შეეხება — ასეთი დრო იმაზე ხშირად და დიდხანს გვაქვს, ვიდრე ვისურვებდით. მასში შედის, მაგალითად, მგზავრობა, რომელიც მომაბეზრებელიც არის. ამიტომ, თუკი, ავტობუსში, მეტროში ან სხვა სხვა სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას პატარ-პატარა საქმით დაკავდები, თუნდაც მხოლოდ კონსპექტებისთვის თვალი გადავლებით, მგზავრობის რუტინა ნაკლებად შემაწუხებელი გახდება და შენც შეძლებ, დრო მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენო.
3. გადაანაწილე საქმეები
ფოტო: Giphy
ხშირად, რაც უფრო იმატებს საქმეები, მით მეტად ძლიერდება პროკრასტინაციის სურვილი და უსაგნო იმედი, რომ "ყველაფერს მოასწრებ". სწავლის და მუშაობის შეთავსებისას მნიშვნელოვანია, რეალისტები ვიყოთ და დედლაინებს ვარდისფერი სათვალით და ენერგეტიკული სასმელების იმედად არ ვუყუროთ.
მას შემდეგ, რაც დროის სექტორებს მკაფიოდ გამოვყოფთ, გაგვიადვილდება იმის შეფასებაც, რისი მოსწრება შეიძლება ამ ხნის განმავლობაში. მაგალითად, თუკი მეცადინეობისთვის 3 საათი გვაქვს გამოყოფილი, 10-გვერდიანი რეფერატის ჩაბარებამდე კი მხოლოდ ერთი კვირა გვრჩება, დროა, საქმეს მოსამზადებელი სამუშაოებით — გამოსაყენებელი მასალის შერჩევით — უკვე შევუდგეთ.
4. აწარმოე საქმიანი დღიური
ფოტო: Giphy
კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ხშირად გადააწყდები, დავალებების და დედლაინების დავიწყებაა. ზოგჯერ ყოველდღიურად არა ერთი ან ორი, არამედ რამდენიმე სხვადასხვა სირთულის დავალებაა შესასრულებელი. ამიტომ, არაფერია დასაძრახი, თუკი რომელიმე გონებიდან ამოგივარდა.
სწორედ ამიტომაა საჭირო საქმიანი დღიურის წარმოება, რომელიც შენს საუკეთესო მეგობრად და პერსონალურ მენეჯერად იქცევა. მასში კვირის დასაწყისში წინასწარ გაწერ გამოყოფილ დროში განაწილებულ პრიორიტეტულ საქმეებს. შემდგომში კი, ყოველ დღის დაწყებამდე ნახავ შესასრულებელ საქმეებს საათების მიხედვით, რაც უფრო ორგანიზებულ მუშაობაში დაგეხმარება. ამასთან, დღიური ერთგვარ "ჩექლისტადაც" შეგიძლიათ გამოიყენო, რაც პროგრესისთვის თვალის დევნების და მოტივაციის მიღების საშუალებაა.
ასევე იხილეთ:
5. საქმის კურსში ამყოფე ორივე მხარე
ფოტო: Tumblr
მნიშვნელოვანია, რომ შენ მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ იცოდეს მენეჯერმა სამსახურში და ლექტორმა — უნივერსიტეტში. ამას რამდენიმე სარგებელი მოაქვს; უპირველესად ის, რომ შენი რეპუტაცია ორივე ადგილას იზრდება. პასუხისმგებლიანი ადამიანის სახელის მოპოვება კი მოსალოდნელი სირთულეების გადალახვაშიც დაგეხმარება; ბევრი ლექტორი და მენეჯერი დააფასებს, რომ საქმის კურსში აყენებ, ამასთან, სათანადო ძალისხმევას იღებ დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად. ამიტომ, კრიტიკულ სიტუაციაში, შესაძლოა, პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარონ.
6. აკეთე ორი ერთში — თუ ეს შესაძლებელია
ფოტო: Tenor
ხშირად, საქმე ზემოხსენებულ მოცალეობის საათებში არ ითვლება, თუმცა, მისი ადგილი მაინც ხელისშემშლელია ჩვენს მჭიდროდ დაყოფილ დღის გეგმაში. ასეთი საქმეები, ძირითადად, რუტინულია: სახლის დალაგება, ჭურჭლის გარეცხვა და სხვა.
თუკი ამის საშუალება გექნება, ორი საქმე ერთისთვის განკუთვნილ დროში შეგიძლია მოასწრო; მაგალითად, უსმინო ლექციის აუდიოჩანაწერს ჭურჭლის რეცხვისას, ან დაალაგო სახლი ნასწავლის გადამეორების პარალელურად.
7. დრო დაუთმე საკუთარ თავს
ფოტო: Tenor
ჩამონათვალში ბოლო ადგილზე ყოფნის მიუხედავად, ეს ის ფაქტორია, რომელიც უპირველესად უნდა გაითვალისწინო, სანამ, სწავლის და მუშაობის შეთავსებას შეეჭიდები; რამდენად მოახერხებ, რომ დაისვენო, დალიო ბევრი წყალი, გაერთო და, უბრალოდ, აკეთო ის, რაც გსურს. ეს განსაკუთრებით მიემართება მათ, ვინც "ვორკაჰოლიკია" — რამდენად მნიშვნელოვანიც უნდა იყოს შენი საქმე, ან რამდენადაც უნდა გიყვარდეს მისი კეთება, საჭიროა ზომიერების ფარგლების დაცვა.
ამის შესრულება მნიშვნელოვანია, როგორც შენი კეთილდღეობისთვის, ასევე სწავლასა და მუშაობაში წარმატებისთვისაც. ზეგანაკვეთური სამუშაო ხშირად საპირისპირო რეაქციას იწვევს და შესრულებული საქმე, როგორც იტყვიან, სანახევროდ გაკეთებული გამოდის.
ამიტომ, საქმიანი დღიურის გეგმებში აუცილებელიც კი არის, რომ საკუთარ თავზე ზრუნვის საათებიც იყოს გაწერილი.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
გადახედვა
-
თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა
გადახედვა
-
რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება
გადახედვა
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს
გადახედვა
-
"თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება "თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება
გადახედვა
-
ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს
გადახედვა
-
ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა — სელენა გომესის ადვოკატი თაღლითობის საქმეზე სარჩელის გაუქმებას ითხოვს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა — სელენა გომესის ადვოკატი თაღლითობის საქმეზე სარჩელის გაუქმებას ითხოვს
გადახედვა
-
ირანში უცხოურ მედიასთან ინტერვიუებზე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ირანში უცხოურ მედიასთან ინტერვიუებზე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს
გადახედვა

კომენტარები