10 მუზეუმი და გალერეა თბილისში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმრო
თუ შენთვის განტვირთვა ხელოვნების ნიმუშების დათვალიერებასთან, თვალისმომჭრელი სანახაობით ტკბობასა და ხელოვნებისა თუ ისტორიის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებასთან ასოცირდება, ალბათ, მუზეუმებისა და გალერეების ხშირი სტუმარი ხარ. თბილისში უამრავი სივრცეა, რომელიც დამთვალიერებლებს უცხოელი და ქართველი ხელოვანების შემოქმედებასა თუ დაუვიწყარ სანახაობასა სთავაზობს.
თუ თავისუფალი დროის ხელოვნებისთვის დათმობა, ამ სფეროზე მეტის გაგება ან უბრალოდ უქმე დღის საინტერესოდ გატარება გსურს, გთავაზობთ 10 მუზეუმსა და გალერეას, რომელსაც თბილისში უნდა ესტუმრო:
1. თბილისის ილუზიების მუზეუმი (Museum of Illusions Tbilisi)
Museum of Illusions Tbilisi ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს საოცარ ვიზუალურ, სენსორულ და შემეცნებით გამოცდილებას ჰპირდება. საოცარი ინსტალაციები და ექსპონატები ნებისმიერ სტუმარს გააოცებს. დაუვიწყარი გამოცდილების გარდა, მუზეუმში ძალიან საინტერესო და სახალისო ფოტოების გადაღებაც შეგიძლია, რომელსაც სოციალურ ქსელებში შენს მეგობრებს გაუზიარებ. ილუზიების მუზეუმი ბეთლების 10-ში მდებარეობს.
2. Holoseum
ილუზიების მუზეუმში სტუმრობის შემდეგ შეგიძლია, ბეთლების 10-ში Holoseum-იც მოინახულო. ეს მრავალგანზომილებიანი პროექციების სამყარო-მუზეუმი ჯადოსნურ ფერებში დაუვიწყარ მოგზაურობას გპირდება. ამ მოგზაურობისას მიღებული საოცარი ვიზუალური შთაბეჭდილება კი ძალიან დიდხანს გაგყვება.
3. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს შეიქმნა და საქართველოში ყველაზე დიდ სამუზეუმო გაერთიანებას წარმოადგენს. თავად სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს კი ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც 1852 წლიდან იწყება. მუზეუმში დამთვალიერებლებს უამრავი საინტერესო მუდმივმოქმედი თუ დროებითი გამოფენის ნახვა შეუძლია. საოცარი ექსპონატები მუზეუმის თითოეულ სტუმარს წარსულში დაუვიწყარ მოგზაურობას სთავაზობს. მუზეუმი რუსთაველის გამზირის 3-ში მდებარეობს.
4. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, 27 ნომერში კიდევ ერთი საინტერესო ადგილის — ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დათვალიერება შეგიძლია. მუზეუმი ხშირად მასპინძლობს საინტერესო პროექტებსა და გამოფენებს, შესაბამისად მნახველები მუზეუმს ყოველ ჯერზე ახალი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით ტოვებენ.
5. 4710
თუ თანამედროვე ქართველი ხელოვანების შემოქმედებით ხარ დაინტერესებული, შეგიძლია, ამაღლების 19-ში გალერეა 4710-ს ესტუმრო. გალერეა ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. 4710-ის სივრცე და გამორჩეული ექსპონატები თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ნამდვილად საინტერესო აღმოჩენა იქნება.
6. თბილისის ციფრული სივრცე
Tbilisi Digital Space - თბილისის ციფრული სივრცე იმ ადამიანებისთვისაა, რომელთაც ხელოვნებასთან ერთად საოცარი სანახაობებიც უყვართ. მუზეუმის დათვალიერება ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის საინტერესო გამოცდილება იქნება. დაუვიწყარი გამოცდილებისთვის მუზეუმს მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ან პატარებთან ერთად თბილისი მოლის მე-3 სართულზე შეგიძლია ეწვიო.
7. The Why Not Gallery
The Why Not Gallery ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენასა და მათ პოპულარიზაციას ემსახურება. გალერეის მაღაზიაში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების დათვალიერება და მათი შეძენა შეგიძლია. გალერეა აღმაშენებლის 150-ში მდებარეობს.
8. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი
რუსთაველის 7 ნომერში მდებარე Georgian Museum of Fine Arts/ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 100-ზე მეტი ქართველი ხელოვანის 3 500-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს. მუზეუმი ხელოვნების მოყვარულებს საშუალებას აძლევს, მათთვის აქამდე უცნობი ქართველი ხელოვანები და მათი საინტერესო შემოქმედება გაიცნონ და შეიყვარონ.
9. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა
თუ მშვიდ და სასიამოვნო გარემოში გამორჩეული ხელოვნების ნიმუშებით ტკბობა გსურს, რუსთაველის გამზირის 11-ში მდებარე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ამისთვის ზედგამოჭრილი ადგილია. ეროვნულ გალერეაში 8 დარბაზი ფუნქციონირებს, სადაც ბევრი საინტერესო გამოფენისა და ხელოვნების ნიმუშების აღმოჩენა შეგიძლია.
10. თბილისის ისტორიის მუზეუმი
თუ გსურს, თბილისის ისტორიის შესახებ უფრო მეტი გაიგო, შეგიძლია, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) უნდა მოინახულო. მუზეუმის ფონდებში 50 000-ზე მეტი ექსპონატი ინახება, რომელიც ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრულიდან დღემდე თბილისის ისტორიას მოგვითხრობს. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, დოკუმენტური მასალა, ფოტოკოლექცია, ხალხური, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები. აღსანიშნავია, რომ თბილისის ისტორიის მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენებიც ხშირად იმართება. მუზეუმი სიონის 8 ნომერში მდებარეობს.
თუ თბილისში მიმდინარე მოვლენებისა და საინტერესო ფაქტების შესახებ მეტის გაგება გინდა, შემოუერთდი ჩვენს ფეისბუქ ჯგუფს — რა ხდება თბილისში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები