როგორ იყენებენ ძვლის ფხვნილს NASA-ს კოსმოსურ ხომალდებში
NASA-ს და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში კოსმოსური ხომალდი Solar Orbiter გასული წლის თებერვალში გაუშვეს. მისიის მიზანი მზის ატმოსფეროს შესწავლაა. უცნაური ისაა, რომ ხომალდი ბრუტალური დამცავი ფარითაა აღჭურვილი.
ხომალდმა ცოტა ხნის წინ დაასრულა თავისი პირველი მოგზაურობა მზის გარშემო. ამ მოგზაურობას იგი, CNN-ის მიხედვით, თავისი დაფხვნილი ძვლების ფარის საშუალებით გადაურჩა, რომელსაც SolarBlack ეწოდება. როგორც ჩანს, ძვლები კოსმოსური რადიაციის წინააღმდეგ კარგ დამცავს წარმოადგენენ.
მზის გარშემო მოგზაურობის დროს Solar Orbiter-ზე დასხივების რაოდენობა 13-ჯერ აღემატება იმ რაოდენობას, რაც დედამიწამდე აღწევს. გარდა ამისა, შექმნილი ტემპერატურა აღემატება მეტალის დნობის ტემპერატურას, ამიტომ საჭირო იყო ხომალდის დამატებითი ფარით აღჭურვა.
ფარი კომპანია ENBIO-მ შექმნა. ამავე კომპანიამ განავითარა სინთეტური ძვლის ფარი სამედიცინო და კბილის იმპლანტებისთვის. მათი აზრით, ძვლის ფარი, შესაძლოა, ტიტანის კოსმოსური ზონდისთვისაც გამოდგეს.
პრობლემა ისაა, რომ ჩვეულებრივი სინთეტური ძვლის ფარი ინტენსიური რადიაციის პირობებში იწვება და იცვლის ფერს. ამიტომ, საჭირო გახდა მისი წინასწარ მომზადება და ფერის შეცვლა იმისთვის, რომ მეცნიერებს გაეკონტროლებინათ ფარის სითბოს შთანთქმის თვისებები ისე, რომ მას ხომალდი არ დაეზიანებინა.
შემდეგი რამდენიმე წლის მანძილზე Solar Orbiter უფროდაუფრო მიუახლოვდება მზეს. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, შეიძლება ძვლის ფხვნილი კოსმოსური აღმოჩენების განუყოფელ ნაწილად იქცეს.
კომენტარები