გრეის ანატომიის 5 პერსონაჟი, რომელმაც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ცნობიერება აამაღლა
გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს Grey's Anathomy-ის სხვადასხვა სეზონიდან.
გრეის ანატომიას ხშირად აკრიტიკებენ. ამის მიზეზი ხან საყვარელი პერსონაჟების შოუდან გაშვება, ხან — სერიალის "ასაკია". შონდა რაიმსის სუპერპოპულარული პროდუქტი ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამედიცინო დრამაა.
თუმცა, გრეი-სლოუნის საავადმყოფოში განვითარებული ამბების ერთგულმა მაყურებელმა კარგად იცის ის ღირსებები, რაც ამ შოუს აქვს. მათგან ერთ-ერთი კი მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების მიპყრობაა. იქნება ეს ოჯახში ძალადობა, იარაღის საფრთხე, რასიზმი, გაუპატიურების მსხვერპლთან მოქცევის პრობლემა თუ მენტალური ჯანმრთელობა.
დღეს ზუსტად იმ 5 პერსონაჟზე გიამბობთ, რომელმაც სხვადასხვა ფსიქიკურ დაავადებაზე, სინდრომსა თუ აშლილობაზე ცნობიერება აამაღლა და უხილავ დაავადებებზე მაყურებლის ყურადღება მიიპყრო. თუ ამ აშლილობებთან თავს აიდენტიფიცირებთ, მიმართეთ სპეციალისტს, ან თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები თქვენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდით Facebook ჯგუფში – მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი.
1. კრისტინა იანგი — PTSD
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) სტრესულ მოვლენაზე ან სიტუაციაზე მოგვიანებით განვითარებული ან გახანგრძლივებული რეაქციაა. ტიპური ნიშნებია: ტრავმის განმეორებითი განცდა აკვიატებულ მოგონებებში (ფლეშბექი), სიზმრებში; სხვა პიროვნებებისაგან ჩამოშორება; გარე სამყაროზე ინტერესის დაკარგვა; უძილობა და ა.შ. ზოგჯერ ამ სიმპტომებს თან სდევს დეპრესია, შფოთვა ან სუიციდური აზრები.
მერვე სეზონის მიწურულს სერიალის მთავარი პერსონაჟები ავიაკატასტროფაში ხვდებიან, ტრაგედიას ლექსი გრეი და მარკ სლოუნი ეწირებიან. ტრავმირებული გადარჩენილები 2 კვირის განმავლობაში ტყეში არიან დაკარგულები. კატასტროფიდან ცოტა ხანში იანგი შოკშია, თუმცა არ ნებდება და გარშემო ყველას ეხმარება, თუმცა მას შემდეგ, რაც იპოვიან და შინ დააბრუნებენ, ის პოსტტრავმული სტრესული აშლილობით (PTSD) იტანჯება.
კრისტინა იანგის ფსიქიკური მდგომარეობა კარგადაა გადმოცემული შემდეგ სერიებში. ყველაზე ენერგიულ, ოპტიმისტ, სიცოცხლით სავსე და აქტიურ პერსონაჟს აშლილობა ღრუბლიან, გამოცარიელებულ, ჩუმ ადამიანად აქცევს. მის პარტნიორი, ოუენი, რომელსაც ასევე PTSD-ს გამოცდილება აქვს, პირველია, რომელსაც კრისტინა საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:
"მარკი კვდებოდა და ვერ ვეხმარებოდი, ყოველდღე, ნელ-ნელა კვდებოდა. გაბმულად მესმოდა ცხოველების ხმები და ხმაური გარშემო, ისინი წრეს გვივლიდნენ და გველოდებოდნენ. 4 დღე გადაბმულად მეღვიძა და ველოდი, რომ მოვიდოდნენ და შემჭამდნენ, მაგრამ ამას არ აკეთებდნენ".
2. ენდრიუ დელუკა — ბიპოლარული აშლილობა
ბიპოლარული აშლილობა ფსიქიკური დაავადების ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანები მანიაკალური მდგომარეობიდან დეპრესიულზე ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად გადადიან. მათ მოულოდნელად ეცვლებათ განწყობა და ხასიათის ცვლილებათა ეპიზოდებს ავლენენ.
მე-16 სეზონში ენდრიუ დელუკას ფსიქიკური ჯანმრთელობა შოუს ერთ-ერთი საინტერესო ხაზია. პერსონაჟი ხშირად ეწინააღმდეგება გუნდს, ცდილობს გმირულად მოიქცეს და თავისი სიმართლე დაამტკიცოს. ის მართალია ტრეფიკინგის მსხვერპლზე და რიჩარდის დიაგნოზზე. დელუკა ვებერს გადაარჩენს, თუმცა დღის ბოლოს საავადმყოფოს შესასვლელში ზის და ტირის. მისი მდგომარეობა მანიაკალური დეპრესიის ეპიზოდში გადაიზრდება.
დელუკას აშლილობა არც ისე უხილავია და კოლეგების გარემოცვაშიც იჩენს თავს, ის უხეშად მიმართავს ოჯახის წევრებს და მეგობრებს. ენდრიუს ბიპოლარულ აშლილობის დიაგნოზს გრეის ანატომიის სპინოფ სერიალში, Station 19, მისი და, კარინა დელუკა ადასტურებს. მოგვიანებით იგივეს ამბობს შოუს შემქმნელი კრისტა ვერნოფიც:
"დელუკა ბიპოლარია, ის მანიურ პერიოდში იყო დიდი ხნის განმავლობაში. იმის მიუხედავად, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლზე მართალი იყო, ის, რაც მან გამოავლინა, ყველასთვის წარმოუდგენელი და უჩვეულო იყო. მისი მდგომარეობა მანიაკალურ დეპრესიაში გადაიზარდა, რაც გამოიხატება სცენაში, როცა რიჩარდის გადარჩენის შემდეგ საავადმყოფოს იატაკზე ზის და სასოწარკვეთილებისგან ტირის".
3. ამელია შეპარდი — ნარკოდამოკიდებულება
დამოკიდებულება [Addiction] ბიოფსიქოსოციალური აშლილობაა, რომელიც ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან სხვა ნივთირებების განმეორებით გამოყენებასა და მათზე დამოკიდებულებაში გამოიხატება. დამოკიდებულებაში მოიაზრება აზარტული თამაშებიც. ამ დაავადების დროს სუბიექტი თვითდაზიანებისკენაა მიდრეკილი. დამოკიდებულების განვითარებასა და ამ ჩვევების განმეორებით ხასიათზე ფსიქოსოციალური გარემოფაქტორები მოქმედებენ.
ამელია სერიალის ერთ-ერთი უძლიერესი პერსონაჟია, რომელსაც, იმის გარდა, რომ ტვინის სიმსივნეს გადაურჩა, უამრავი ტრავმა აქვს გამოვლილი: ის პატარა იყო, როცა მამის მკვლელობას შეესწრო, ნარკოდამოკიდებულების გამო ოჯახმა გარიყა, გადაჭარბებული დოზას შეეწირა მისი პარტნიორი, ხოლო მისი პირველი შვილი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა. ამელია ნარკოტიკების მოხმარებას წყვეტს, სწავლობს და ერთ-ერთი წარმატებული ქირურგი ხდება, თუმცა, როცა სირთულეებს თავს აღწევს, დერეკი იღუპება.
ამელია ძმის სიკვდილს ისე უმკლავდება, როგორც მის წარმოდგენებში "ძლიერი ადამიანები" იქცევიან. ის არ ტირის — ამის ნაცვლად იცინის, ხუმრობს, გადაბმულად მუშაობს, საუკეთესო შედეგები აქვს, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ადამიანს, რომელიც მის დახმარებას ცდილობს, საჯაროდ უყვირის. ამელია გარბის და იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე წელია, რაც დამოკიდებულებისგან გათავისუფლებულია, ერთადერთ გასაქცევად, სადაც თავს "სისუსტის" უფლებას მისცემს, ნარკოტიკები წარმოუდგენია. მას ოუენთან საუბარი და მისი მხარდაჭერა ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ის, რომ ნარკოდამოკიდებულება ფსიქიკური დაავადებაა, შოუმ არამხოლოდ ამ ეპიზოდებში აჩვენა კარგად. მომავალში ამეილია თინეიჯერ გოგოს დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში ეხმარება.
სერიალის ერთ-ერთი შემქმნელი, კრისტა ვერნოფი, ხშირად მოუწოდებს დამოკიდებულების შემთხვევაში მაყურებელს დახმარება მიიღოს.
4. ჯო უილსონი — დეპრესია
ადამიანები, რომლებიც დეპრესიაში არიან, ხშირად თავს მარტოსულად და იზოლირებულად გრძნობენ. ისინი საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებისას იმედგაცრუებას განიცდიან, მათი მდგომარეობა კი გარშემომყოფების დამოკიდებულებით შეიძლება გამწვავდეს.
როცა სერიალში ჩნდება, ჯო უილსონი ჭკვიანი, მიზანდასახული, ენამოსწრებული და ლამაზი გოგოა, რომლის სახეზეც მხოლოდ ნათელ მომავალს ამოიკითხავთ. თუმცა მისი ცხოვრება ასეთი იყო: ჯერ კიდევ როცა ჩვილი იყო, ის ქუჩაში დატოვეს; ბავშვთა სახლის შემდეგ, ფურგონში გაიზარდა; პირველი ადამიანი, ვისაც ენდო — მოძალადე აღმოჩნდა. ჯო იხსენებს, რომ ყოფილი ქმრის ერთ-ერთი თავდასხმის შემდეგ მას მუცელი მოეშალა და ნეკნები დაემსხვრა. თუმცა ე.წ. Rock Bottom, დედის გაცნობა აღმოჩნდება, რომელიც ეტყვის, რომ ის გაუპატიურების შედეგად ჩაისახა და შვილის გაცნობის სურვილი არასდროს ჰქონია.
სანამ პროფესიონალის დახმარებას ითხოვს, ჯო საკუთარ თავში იკეტება, არავის ესაუბრება, საბოლოოდ კი პაციენტის დედასთან მოთმინებას კარგავს და ტირილს იწყებს. ამის შემდეგ ჯო მირანდა ბეილის ეტყვის, რომ მკურნალობა სჭირდება და ფსიქიკური რეაბილიტაციის ცენტრში მიდის. თერაპიის კურსის შემდეგ ის გრეი-სლოუნის კლინიკაში ბრუნდება.
5. მირანდა ბეილი — OCD
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) ფსიქიკური აშლილობის ფორმაა, როცა ადამიანს აკვიატებული აზრები ან კომპულსიური ქმედებები აწუხებს, რომელთაც ვერ აკონტროლებს და სურვილის მიუხედავად, ვერც გათავისუფლებას ახერხებს. აშლილობის მართვაში ადამიანებს დიაგნოზი და მკურნალობა ეხმარებათ.
მუდამ სრულყოფილი და წესრიგის მოყვარული მირანდა ბეილი ვერ ეგუება იმ აზრს, რომ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) აქვს. რიჩარდ ვებერი, რომელიც ასევე დამოკიდებულებით [ალკოჰოლიზმი] იტანჯებოდა, ბეილის მოუწოდებს, რომ საკუთარი დაავადება აღიაროს და მკურნალობას დათანხმდეს.
ბეილის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა სერიალში მე-10 სეზონიდან შემოდის, როდესაც უშეცდომო ბეილის საქმიანობაზე აშლილობა კვალს ტოვებს. იმისთვის, რომ მუშაობის უფლება მიიღოს, სუპერვაიზერი ბეილის მარტივი დავალების შესრულებას სთხოვს: მოხსნას ნაკერები, თუმცა ამ დროს მისი ინსტრუმენტები გადანაცვლებულია და არაა ისე დალაგებული, როგორც ეს ბეილის სურს. ამ მოცემულობაში ბეილი დავალებას ვერ ასრულებს, იმის მიუხედავად, რომ ეს პროცედურა მას ათასჯერ აქვს შესრულებული.
მოგვიანებით ბეილი ამბობს, რომ არ სურდა ის საკუთარი აშლილობით შეეფასებინათ:
"მე sci-fi-ის მოყვარული, 40-ს გადაცილებული აფროამერიკელი ქალი ვარ, ჯიუტი ქმარი და საყვარელი შვილი მყავს. ჩემს სამსახურში უმნიშვნელოვანესი როლი მაკისრია, სასწაულებს ჩავდივარ და ადამიანებს სიცოცხლეს ვუნარჩუნებ; ამასთან ერთად, ვხელმძღვანელობ მათაც, ვინც მომავალში ასევე სასწაულებს ჩადიან და სხვა ადამიანებს სიკვდილისგან იხსნიან. და დიახ, მე ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მაქვს".
ბეილი მკურნალობის კურსს იწყებს და აშლილობის სამართავად სტატინებსა და ანტიდეპრესანტებს იღებს. როგორც მომდევნო სეზონებში ვხედავთ, აშლილობა მის წარმატებას ხელს ვერ უშლის და შეუდარებელი მირანდა ბეილი ქირურგიული განყოფილების უფროსი ხდება.
ამავე თემაზე:
- 10 მარტივი რამ, რისი შეხსენებაც ზედმეტი არასდროსაა;
- 8 ადამიანი ყვება, როგორ იმოქმედა პანდემიამ მათ კვებით აშლილობაზე;
- ეს ტესტი გეტყვით, რამდენად ახლოს ხართ "მენტალურ გადაწვასთან" — BurnoutIndex;
- რა განსხვავებაა ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს შორის?
- როგორ ამოვიცნოთ დეპრესია და როგორ დავეხმაროთ გარშემომყოფებს — ინტერვიუ ანა ღვინიანიძესთან.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვავის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ბოლო პერიოდში ძალოვნების კვების ტენდერებს პერმანენტულად იგებს? - IDFI ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ბოლო პერიოდში ძალოვნების კვების ტენდერებს პერმანენტულად იგებს? - IDFI
-
გადახედვასაჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი: თბილისის მერიიდან გიგა სოფრომაძის გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი: თბილისის მერიიდან გიგა სოფრომაძის გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა
-
გადახედვაპრეზიდენტი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფს ქმნის, რომელიც მოქალაქეებს უსასყიდლოდ დაეხმარება პრეზიდენტი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფს ქმნის, რომელიც მოქალაქეებს უსასყიდლოდ დაეხმარება
-
გადახედვასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს
-
გადახედვაჯო უილსონი: თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას, 29 დეკემბერს ის უნდა ელოდოს პასუხს, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდა ჯო უილსონი: თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას, 29 დეკემბერს ის უნდა ელოდოს პასუხს, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდა
-
გადახედვაქეთი ფარცხალაძე: ჩემამდე რატომ უნდა მოდიოდეს პარტიის ხელი? ქეთი ფარცხალაძე: ჩემამდე რატომ უნდა მოდიოდეს პარტიის ხელი?
-
გადახედვაPHR: შშმ აქტივისტ ქალს შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნეს PHR: შშმ აქტივისტ ქალს შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნეს
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე თბილისის მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს გიგა სოფრომაძეს თანამშრომლობას სთავაზობს მამუკა ხაზარაძე თბილისის მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს გიგა სოფრომაძეს თანამშრომლობას სთავაზობს
-
გადახედვასაზოგადოებრივი ჯგუფები "საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას" აფუძნებენ საზოგადოებრივი ჯგუფები "საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას" აფუძნებენ
-
გადახედვაპროფკავშირების შენობასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა პროფკავშირების შენობასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
-
გადახედვაგიორგი გახარია: პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს. გიორგი გახარია: პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს.
-
გადახედვაგიორგი გახარია: ირაკლი რუხაძემ ჯობია ყაველაშვილს დაანებოს თავი და "იმედს" მიხედოს გიორგი გახარია: ირაკლი რუხაძემ ჯობია ყაველაშვილს დაანებოს თავი და "იმედს" მიხედოს
-
გადახედვაანა ლომთაძემ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო პროტესტის ნიშნად დატოვა ანა ლომთაძემ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო პროტესტის ნიშნად დატოვა
-
გადახედვაგორში, სასწრაფო დახმარების და პოლიციის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა — არის მსხვერპლი გორში, სასწრაფო დახმარების და პოლიციის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა — არის მსხვერპლი
-
გადახედვასუს: გორში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ორი საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს სუს: გორში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ორი საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
-
გადახედვაპროკურატურა: გარდაბანში, დის მკვლელობაში ბრალდებულ პირს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა პროკურატურა: გარდაბანში, დის მკვლელობაში ბრალდებულ პირს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვარესან ქიქავა "ოცნებას" — სანამ "ტრამპი ებრძვის დიფ სთეითს", შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა და თქვენი ხარჯების ანაზღაურება რესან ქიქავა "ოცნებას" — სანამ "ტრამპი ებრძვის დიფ სთეითს", შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა და თქვენი ხარჯების ანაზღაურება
-
გადახედვაანა წითლიძე: ზუგდიდის "ოპოზიციურმა" საკრებულომ "ოცნების" ბიუჯეტი დაამტკიცა, 51%-ით გაზრდილი ხელფასებია არჩევნების გაყალბებაში მონაწილე ტიტუშკებისთვის ანა წითლიძე: ზუგდიდის "ოპოზიციურმა" საკრებულომ "ოცნების" ბიუჯეტი დაამტკიცა, 51%-ით გაზრდილი ხელფასებია არჩევნების გაყალბებაში მონაწილე ტიტუშკებისთვის
-
გადახედვაანალენა ბერბოკი: კონსულტაციებს ვაწარმოებთ EU-ს პარტნიორებთან საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებისა და მიზანმიმართულ სანქციებისთვი ანალენა ბერბოკი: კონსულტაციებს ვაწარმოებთ EU-ს პარტნიორებთან საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებისა და მიზანმიმართულ სანქციებისთვი
-
გადახედვაგიგა სოფრომაძე, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს გიგა სოფრომაძე, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს
-
გადახედვადოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდას მანქანიდან ესროლეს დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდას მანქანიდან ესროლეს
კომენტარები