რა განსხვავებაა ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს შორის?
ფოტო: Ilona Rybak
შენ კომფორტულ ტახტზე წევხარ, ფსიქოლოგს გულს უშლი და პრობლემებისგან თავისუფლდები — არამხოლოდ ფილმებსა და სერიალებში, ჩვენს წარმოსახვაშიც ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ჩატარებული თერაპიები ამ სურათითაა წარმოჩენილი. ინდივიდუალურ შემთხვევებში კი პროცესი უფრო განსხვავებულია.
თერაპია მოიცავს როგორც ფსიქოლოგიურ მკურნალობას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატებით ჩარევას. მას ფსიქოლოგებიც ატარებენ და ფსიქიატრებიც. ხანდახან ისინი ერთად მუშაობენ პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის აღსადგენად.
ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს შორის მთავარი განსხვავება მათ განათლებასა და პრაქტიკაშია. შევაჯამოთ მთავარი ნიშნები:
ფსიქიატრები
განათლება
როგორც სხვა ექიმები, ფსიქიატრებიც იღებენ სამედიცინო განათლებას. თითოეული ფსიქიატრი სამედიცინო ხარისხის მფლობელი უნდა იყოს და მისი არჩევისას ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.
ფსიქიატრები სწავლობენ ადამიანების სხეულის სისტემას, ფუნქციას, ისტორიას, ფიზიკურ მონაცემებსა და თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობის გეგმას.
სამედიცინო სკოლის შემდეგ, ფსიქიატრები 4-წლიან ტრენინგებს გადიან, რა დროსაც ისინი სწავლობენ დიაგნოზისა და მკურნალობის ფორმებს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ მდგომარეობებზე, მათ შორის ისეთებზე, როგორებიცაა ბიპოლარული აშლილობა და შიზოფრენია. სწავლების პროცესში შედის კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპიების ტექნიკებიც.
მუშაობის სპეციფიკა
ზოგი ფსიქიატრი სპეციალიზირებულია ფსიქოფარმაკოლოგიაში, ნეიროფსიქოლოგიაში, სასამართლო ექსპერტიზაში, მოზარდების ფსიქოლოგიაში, გერიატრიაში (ასაკით გამოწვეულ დაავადებებში) და ა.შ.
ფსიქიატრების პასუხისმგებლობაა ფსიქიკური დარღვევების დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატების სწორად შერჩევა. ექსპერტიზისას მათი ყურადღება მიმართულია ტვინში არსებულ ქიმიურ დისბალანსზე. ისინი ცოდნაზე დაყრდნობით აფასებენ პაციენტის ფსიქიკურ და ფიზიკურ სიმპტომებს და ადგენენ გეგმას, რომლითაც მას ეხმარებიან გამოჯანმრთელებაში.
ფსიქოლოგები
განათლება
ფსიქოლოგებს სამედიცინო განათლების ნაცვლად აქვთ ფილოსოფიის დოქტორის (Ph.D.) ან ფსიქოლოგიის დოქტორის (Psy.D.) ხარისხი.
Ph.D. ნიშნავს, რომ ფსიქოლოგის განათლება დაფუძნებულია კვლევებზე, რომლის ფარგლებშიც მას დაცული აქვს დისერტაცია. Psy.D. ხარისხი ფოკუსირებულია კლინიკურ ასპექტებსა და ფსიქოსოციალურ თერაპიაზე. თუ ფსიქოლოგს მხოლოდ მეცნიერების მაგისტრის ხარისხი (M.S.) აქვს, მაშინ ის ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ მუშაობს.
მუშაობის სპეციფიკა
ფსიქოლოგები იყენებენ დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (DSM) კრიტერიუმებს დიაგნოსტიკისათვის. სამედიცინო პრინციპების გათვალისწინების ნაცვლად, ისინი ფსიქოლოგიურ ტესტებს იყენებენ. მაგალითად, მინესოტას მრავალფაზიანი პიროვნების საკვლევ კითხვარს (MMPI), რორშახის მელნის ლაქების ტესტს და ა.შ. მათი შედეგების მიხედვით კი პაციენტის მდგომარეობის ინტერპრეტაციას ახერხებენ.
ფსიქოლოგებს არ აქვთ რეცეპტის გამოწერის კომპეტენცია. საჭიროების შემთხვევაში, ისინი პაციენტს ფსიქიატრთან უშვებენ, ან მასთან ერთად მუშაობენ. ფსიქოლოგები ფსიქოსოციალური თერაპიის ექსპერტები არიან და პაციენტის გონებასა და ემოციებზე არიან კონცენტრირებულნი.
როგორ მუშაობენ ისინი ერთად
პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე და თერაპიის საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ხანდახან ერთად მუშაობენ. ფსიქოლოგები პაციენტებს კვირაში რამდენჯერმე შეიძლება ხვდებოდნენ, როცა ფსიქიატრებთან შეხვედრა კვირაში ან თვეში ერთხელ ხდება.
თითოეული სპეციალისტის შრომა მნიშვნელოვანი და უნიკალურია, თუმცა გუნდური მუშაობით ისინი ხშირად უკეთეს შედეგს აღწევენ.
ვისთან უნდა მიხვიდეთ?
ფოტო: Andrew Rybalko / Getty Images
პენ სთეითის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი მიშელ ნიუმენი ამბობს, რომ ტელევიიზიები თერაპიების შესახებ ხშირად მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ.
ფსიქოლოგები ადამიანის ქცევას აკვირდებიან, ფსიქიატრები კი ბიოლოგიას, ნეიროქიმიას, ფსიქოსოციალურ ისტორიას, სამედიცინო პრობლემებსა და ასევე იმ კურსებს, რომლებსაც პაციენტი ჯანმრთელობის აღსადგენად გადის.
იმისთვის, რომ თქვენი მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, ექსპერტის დახმარება გჭირდებათ. დეპრესიის მქონე უამრავ ადამიანთან გუნდი მუშაობს, რომელიც შედგება ფსიქოლოგისგან ან თერაპევტისგან, ფსიქიატრისგან და ჯანდაცვის პროვაიდერისგან. თუმცა, როგორ უნდა გაარკვიოთ, რომელ მდგომარეობაში რომელი მათგანი დაგეხმარებათ?
მკურნალობის ჩატარებს მსურველმა პირველადი რჩევის თხოვნით პირად ექიმს უნდა მიმართოს. იმ პაციენტების დასამშვიდებლად, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ოჰაიოს უნივერსიტეტის ფსიქიატრი კეტრინ ბრაუნლოუ აღნიშნავს, რომ უმრავლეს შემთხვევაში ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ერთად მუშაობენ. მისი სიტყვებით, ერთ-ერთ მათგანთან კონსულტაცია საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სპეციალისტმა პაციენტს შესაბამისი მკურნალობის გაგრძელების გზა აჩვენოს.
ამის მიუხედავად, ექიმის არჩევისას დაკვირვებულობა მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა სამედიცინო სფეროს ნებისმიერი წარმომადგენელი უწოდებდეს თავს "თერაპევტს". ის აღნიშნავს, რომ აუცილებელია ლიცენზირებული ფსიქოლოგის/ფსიქიატრის/კონსულტანტის შერჩევა.
ფსიქოლოგები
"ფსიქოლოგები ფოკუსირებულნი არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის იდენტიფიცირებასა და მის მკურნალობაზე. პროცესი არ მოიცავს წამლებს, თუმცა მასში შედის თერაპიები, საუბრები და ა.შ.", — ამბობს ნიუმენი.
ისინი თერაპიული მკურნალობის განსხვავებულ გზებს მიმართავენ. მის ფარგლებში შესაძლოა თერაპევტმა აწმყოში მიმდინარე პრობლემები განიხილოს, ან ღრმა წარსულში ის მიზეზები ეძიოს, რომლებიც ამჟამინდელ დეპრესიის წყარო ან გამომწვევია.
დეპრესიასთან საბრძოლველად ფსიქოლოგები ხშირად იყენებენ კოგნიტურ-ბიჰევიორულ ან ინტერპერსონალურ ფსიქოთერაპიას. მათი ნაწილი შერეულ თერაპიასაც მიმართავს. თუ ფსიქოლოგთან ვიზიტები არ გეხმარებათ, მისი დროული შეცვლა ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება ფსიქიკური გამოჯანმრთელების გზაზე.
ზოგჯერ ადამიანებს კონკრეტული პრობლემის გადაჭრა სჭირდებათ, რისთვისაც შესაბამისი სპეციალისტის არჩევა უფრო უადვილდებათ. მაგალითად, ნარკოტიკებთან ან ალკოჰოლთან პრობლემის შემთხვევაში ის თერაპევტი უნდა შეარჩიოთ, რომელიც დამოკიდებულებებსა და მიჯაჭვულობებს მკურნალობს.
"თუ თქვენ ფსიქოთერაპია გჭირდებათ, ჯობს რომ ფსიქოლოგთან მიხვიდეთ, რასაც თავის მხრივ მოტივაცია და პრობლემების გადასაჭრელად ბრძოლის სურვილი სჭირდება. ფსიქოთერაპიის დროს, ადამიანი იძენს უნარებს, რომლებსაც მკურნალობის დასრულების შემდეგაც იყენებს, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობა შეინარჩუნოს", - ამბობს ნიუმენი.
ფსიქიატრები
ნაკლები შინაგანი ძალისხმევა სჭირდება ფსიქიატრთან მკურნალობას, რადგან ის უფრო მეტად პრეპარატების გამოყენებასთან და პრობლემების ამ გზით გადაჭრასთანაა დაკავშირებული. თავის მხრივ, ამ სახის მკურნალობას თავისი გვერდითი ეფექტები შესაძლოა ახლდეს. ამას გარდა, წამლების მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა პრობლემები განახლდეს.
ნიუმენის თქმით, ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოზი ან შიზოფრენია მკურნალობის ფარგლებში პრეპარატების ჩარევას გულისხმობს. რაც შეეხება დეპრესიასა და შფოთვას, მაშინ წამლების მიღების აუცილებლობა შესაძლოა არ არსებობდეს და ფსიქოთერაპია უფრო სასარგებლო იყოს.
ბრაუნლოუ ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს გართულებული სამედიცინო ისტორია და ნევროლოგიური პრობლემები აქვს, მაშინ ის პირველ რიგში ფსიქიატრთან უნდა მივიდეს. შესაძლოა, მას ინტენსიური მკურნალობის გავლა დასჭირდეს. თუმცა, წყვილებთან, ოჯახებთან და ჯგუფებთან ფსიქოლოგები მუშაობენ. ამ მიმართულებით ფსიქიატრები სპეციალიზირებულნი არ არიან.
იელის მედიცინის სკოლის ფსიქიატრიის პროფესორი ჯერარდ სანაკორა ამბობს, რომ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ფსიქოლოგს პრეპარატის გამოწერის საშუალება აქვს და ასევე გვხვდება სიტუაციები, როდესაც ფსიქოთერაპიაში სპეციალიზირებული ფსიქიატრები პაციენტებს წამლებს არ უნიშნავენ.
ნევროლოგი
იმის გამო, რომ ფსიქიატრთან ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში ჯერაც ტაბუდადებული თემაა, ხშირად პაციენტები შფოთვისა თუ დეპრესიის შემთხვევაში ნევროლოგთან ან ნევროპათოლოგთან მიდიან. მიუხედავად იმისა, რომ ნევროლოგებსაც შეუძლიათ წამლის გამოწერა, უნდა გახსოვდეთ, რომ ისინი სულ სხვა სპეციფიკის პრობლემებზე მუშაობენ და ფსიქიატრთან ან ფსიქოლოგთან ვიზიტი სულაც არაა სამარცხვინო. საკუთარ თავზე ზრუნვა საჭირო, მნიშვნელოვანი და ღირებული რამაა.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები