10 მარტივი რამ, რისი შეხსენებაც ზედმეტი არასდროსაა
ფოტო: Anna Parini
უმეტესად, ზრდასრული ადამიანები საკუთარი თავის გამამხნევებლები თავადვე ვართ. ეს ლოგიკურიცაა — ჩვენ თავზე ზრუნვა თავადვე გვევალება და არავინაა ვალდებული, რომ დღე შეგვიმსუბუქოს. ყველა სხვა ადამიანს ხომ საკუთარ თავზეც აქვს საზრუნავი?
თუმცა არის მარტივი ფრაზები, რომელთა მოსმენაც ყველაზე ძლიერ ადამიანსაც კი სასიამოვნო შეგრძნებას დაუტოვებს და თან შეახსენებს, რომ მათზე ზრუნავენ და პანდემიის დროს, ამ სამყაროში მარტონი არ არიან.
მაგალითად, მეგობრულად ნათქვამი "ძალიან ყოჩაღი ხარ" ერთ-ერთი იმ ფრაზათაგანია, რომელთა მოსმენაც რთული დღის შემდეგ ყველას გვესიამოვნება.
დარწმუნებულნი ვართ, რომ რთულ სიტუაციებს თავადაც გაუმკლავდებით, მაგრამ გაზაფხულის ერთ მშვიდ საღამოს გადავწყვიტეთ შეგახსენოთ ის მარტივი რამეები, რომელთა თქმაც საკუთარი თავისთვის ან მეგობრებისთვის დაგავიწყდათ.
1. წყალი დალიე
საქმეში ჩაფლულებს ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი სხეულის 65% წყლისგან შედგება. ასე რომ, საკუთარი თავისთვის ამ მაცოცხლებელი მინერალის მოკლება არც ისე სასარგებლოა. მოიდგი კომპიუტერთან წყალი ჭიქით ან სულაც ბოთლით და თუ დღის ბოლომდე 1,2 ლიტრ წყალს დალევ, ჩათვალე რომ დღის განმავლობაში ერთ ამოცანას თავი იდეალურად გაართვი.
2. თვალები დაასვენე
ჩვენი ცხოვრებიდან ინტერნეტს ვერ გავაქრობთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხანდახან ტექნოლოგიებისგან შესვენება სასარგებლოა, როგორც შენი თვალებისთვის, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
ყოველ საათში 5 ან 10 წუთიანი პაუზით და გავლა-გამოვლით თვალებსაც დაასვენებ და ვირტუალურ სამყაროში ჩაკარგული ერთ ადგილზეც არ იჯდები.
3. ნორმალურია, თუ უხასიათოდ ხარ
არ დაგავიწყდეს, რომ არავის მიმართ ხარ ვალდებული 24/7-ზე ბედნიერი ღიმილი გქონდეს სახეზე გადაჭიმული. კი, ნორმალურია, თუ თავს უხასიათოდ გრძნობ, მაგრამ სულ ასე ყოფნა არაფერში გჭირდება.
და თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვები გაწუხებს, თვითდიაგნოსტიკით თავი არ დაიტანჯო და ყველაფრის გარკვევა პროფესიონალს ანდე.
4. შეცდომები მოსულა
შეცდომების დაშვების არ შეგეშინდეს. არც ახლა და არც მერე. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და სამყაროში ყველა შესაძლო სიტუაციას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ? თან, როგორი კლიშეც არ უნდა იყოს, შეცდომები ზრდაში გვეხმარება. ასე რომ, შენი თავის კრიტიკაში დიდი დრო არ დახარჯო — ეს ყველაფერი დიდი პროცესის ნაწილია.
5. ღრმად ამოისუნთქე
იცოდი, რომ არსებობს სუნთქვის თერაპია, რომელიც სტრესს ამცირებს? ღრმად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვისთვის სპეციალური მწვრთნელი სულ არ გჭირდება.
6. შეწყვიტე ბოდიშების მოხდა
შეწყვიტე შენი თავის დადანაშაულება იმ მოვლენების გამო, რომელიც მხოლოდ შენ არ აკონტროლებდი და დაიმახსოვრე, რომ თავაზიანობა მხოლოდ სხვების კი არა, საკუთარი თავის მიმართაც უნდა გამოიჩინო.
7. ტირილი სისუსტის ნიშანი არაა
მინეაპოლისის სამედიცინო ცენტრის მიხედვით, ცრემლები სტრესის ჰორმონებს ამცირებს. თუმცა ეს ყველაფერი არაა — კვლევების მიხედვით, ტირილი სხეულს ენდორფინების შექმნაში ეხმარება. ენდორფინები კი კარგი ჰორმონებია.
8. საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება ცუდ ადამიანად არ გაქცევს
თუ მეგობრების ან სხვა გარშემომყოფების "იმედებს" ვერ გაამართლებ და იმას გააკეთებ, რასაც თავად გადაწყვეტ, ეს ავტომატურად ცუდ ადამიანად არ გაქცევს. არ დაგავიწყდეს, რომ ნამდვილი მეგობრები შენს არჩევანს პატივს სცემენ.
9. გამოიჩინე ყურადღება სხვების მიმართ
გამონახე დრო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალიან გიყვარს და არ დაგავიწყდეს, რომ 2-წუთიანი ზარიც ხშირად საკმარისზე მეტია.
10. ნელი პროგრესიც პროგრესია
დღეს თუ ყველაფერი ვერ მოასწარი, არ ნიშნავს, რომ არაფერი გაგიკეთებია. დღე მარტივი მიზნებით დაიწყე და არ დაგავიწყდეს, რომ სულ პატარამ, სიარულის დაწყებამდე დიდი გზა გაიარე. საკუთარი თავი პატარა მიღწევების გამო დააჯილდოვე და გახსოვდეს, რომ თუ რაღაცისკენ მთელ გონებასა და ყურადღებას მიმართავ, ყველაფერი გამოგივა.
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
-
NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე? ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა










კომენტარები