ბლოკის გადაადგილების სიჩქარე არ არის ისეთი ნელი, რომ დამშვიდების საშუალება გვქონდეს — გეოლოგი მეწყრულ ფერდობზე
ფოტო: forum.ge
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ლაშა სუხიშვილი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე საუბრისას აცხადებს, რომ ბლოკი, რომელიც დანარჩენ ფერდობს გამოეწყო, არც ისე ნელა მოძრაობს, რომ დამშვიდების საშუალებას გვაძლევდეს.
"ბლოკი, რომელიც ნაპრალით არის გამოყოფილი დანარჩენი ფერდისგან დინამიკაშია, გადაადგილდება და გადაადგილების სიჩქარე არ არის მთლად ისეთი ნელი, რომ დამშვიდების საშუალებას გვაძლევდეს [...]
დღეის მდგომარეობით, ეს [გადაადგილების სიჩქარე] არის 5 სანტიმეტრი ფარდობითი. ფარდობითი ნიშნავს იმას, რომ ბლოკი, დანარჩენ ფერდთან მიმართებაში, გადაადგილდება 5 სანტიმეტრით. ეს მონაცემი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ პროცესი დაწყებულია, დაახლოებით, 20-30 დღის წინ", — აცხადებს ლაშა სუხიშვილი.
მისი თქმით, მეწყრული პროცესის სიჩქარე უფრო მეტად ზუსტდება და შეიძლება შეიცვალოს. როგორც სუხიშვილი ამბობს, ადგილზე დღესაც მუშაობს გეოდეზიის ჯგუფი და რამდენიმე დღეში ცნობილი იქნება გადაადგილების მიმართულებაც.
ლაშა სუხიშვილის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ გადაადგილდება უშუალოდ ის ფერდიც, რომელსაც ბლოკი გამოეყო. მისი თქმით, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და დაზუსტების შემდეგ გაასაჯაროებენ ინფორმაციას ამ საკითხზეც.
"ეჭვი გვაქვს, და ვფიქრობ, დასაბუთების საშუალება გვექნება, რომ ნაპრალს მიღმა ზონაში მდებარე ფერდიც გადაადგილდება. მიმდებარე, უშუალოდ მისი სამეზობლო ტერიტორიაც, რასაც ნაპრალით გამოეყო ეს ბლოკი", — განაცხადა სუხიშვილმა.
მისი თქმით, თუ ეს ასეა, გამოწვევა იქნება არა მხოლოდ ნაპრალით უკვე გამოყოფილი ბლოკის შეჩერება, არამედ მთელი ფერდის სტაბილიზაციაც. თუმცა, გეოლოგი აღნიშნავს იმასაც, რომ თუ ფერდი გადაადგილდება, ეს ბევრად უფრო ნელი პროცესი იქნება, ვიდრე თავად ბლოკის მოძრაობა.
რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებას, სუხიშვილის თქმით, ჯერ არ არის საკმარისი მონაცემი იმისთვის, რომ ევაკუაციის აუცილებლობაზე, ან მის უარყოფაზე, დაზუსტებით რამის თქმა შეეძლოს.
"იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ მცირე შანსი მაინც არსებობს იმისა, რომ ეს ბლოკი შეეხება მოსახლეობას, მიუხედავად იმისა, რა ხარისხის მონაცემი გვექნება ამის სათქმელად, ჩვენ ამას ვიტყვით", — ამბობს სუხიშვილი.
სუხიშვილი ეხმაურება მეწყრული პროცესების მიმდებარე ტერიტორიაზე, მაჭავარიან-მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობასაც. მისი შეფასებით, არა მხოლოდ ამ გზის, არამედ ნებისმიერ ტიპის ისეთი სამუშაოები უნდა შეწყდეს, რომელიც ვიბრაციის წყარო შეიძლება გახდეს.
17 მარტს ფორუმზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე ნაპრალები გაჩნდა. ფოტოების გავრცელებამდე, დილით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდებოდა. კალაძეს არ უთქვამს ზუსტად როდის დაიწყო ეს პროცესები, თუმცა აღნიშნა, რომ დამეწყრილი უბნის შესწავლაში მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები უკვე ჩართულნი იყვნენ.
გაიგეთ მეტი:
- 28 მარტს ვაშლიჯვარში კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით აქცია გაიმართება
- სიტუაციას ვაკონტროლებთ, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს — კალაძე მეწყრულ ფერდობზე
- კალაძე: მეწყრულ ფერდობთან მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება, სხვა ზომები კვირის ბოლოს დაკონკრეტდება
- სისტემა დაძრულია და მოძრაობს 5 სმ-ით დღეში, ეს ჩვენთვისაც საკმაოდ დიდი ციფრია — გოდოლაძე მეწყერზე
- ნალექიანი ამინდების შემთხვევაში მაჭავარიანზე სამშენებლო სამუშაოები სრულად გაჩერდება — ბენდელიანი
- კვლევის პირველადი მონაცემები, დაახლოებით, კვირის ბოლოს გვექნება — ბენდელიანი მეწყერზე
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები